ნუ მე პირადად რაც წავიკითხე რამდენიმე მნიშვნელოვან და ისტორიულ ნაბიჯს გამოვყოფდი:
1) მხედრიონი -> მსგავსი ორგანიზაცია საქართველოს მუდმივად სჭირდებოდა და სჭირდება, თუმცა მტრებს არ უნდოდა და არ უნდათ,
ამიტომ სანამ არ მოვძლიერდებით და ეროვნული მთავრობა არ მოვა, მსგავსი პროექტის გაკეთება გამორიცხულია
2) აფხაზეთ/სამაჩაბლოს მოვლენები -> აქ მხედრიონის და ჯაბას როლი იყო უდიდესი, სამაგალითო პოლიტიკოსის და ეროვნული ლიდერის
დეფინიცია ჩემთვის სწორედ ეგ არის.
3) საქართველოს დაყოფის თავიდან აცილება -> რუსეთ/ამერიკის პროექტი დასავლეთ/აღმოსავლეთ საქართველოს დაყოფის მხრივ სწორედ
ჯაბას დიდი მეცადინეობის შედეგად ჩავარდა. რომ არა მხედრიონი და ჯაბას შენაერთები, ქობალიას არმია ფაქტიურად ქუთაისამდე იყო ჩასული.
4) პუტჩი როგორც პრეცენდენტი -> რა მხრივაც არ უნდა შეხედო, პუტჩი მაინც დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს საქართველოს ისტორიაში. ნაციონალიზმის და პროვინციალიზმის დრო არ იყო მაშინ და შეიძლება 92-ში არა, მაგრამ 98-ში ან 2000-ში გაცილებით მწარედ გამსკდარიყო ეგ ყველაფერი, გაცილებით უფრო ფატალური შედეგებით

ამ ყველაფრის ფონზე, მე ვერ ვხედავ პოლიტიკოსს, რომელიც ღიად და მკაფიოდ ატარებდა ეროვნულ პოლიტიკას და იყო პატრიოტი, მებრძოლი, ლიდერი.
ნუ ამ წიგნს რომ წაიკIთხავ, იოლი დასანახია ავტორის განათლებაც და ინტელექტიც. მონაკვეთები აქვს დაწერილი ისე, დოსტოევსკის შეშურდებოდა.
თუნდაც ის მომენტი რომ ავიღოთ, შევარდნაძესთან-ქურდთან-დისერტაციის კომისიასთან დაპირისპირება რომ აქვს აღწერილი