„საქართველო უახლეს საჰაერო ტაქტიკურ სისტემებს – „სტინგერებს“ მიიღებს“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
იზორიამ საქართველო–ნატო–ს ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეეყანამ ბოლო პერიოდში „საბრძოლო მზადყოფნის მდგრადობის გაძლიერება და ნატო–ს სტანდარტებთან კიდევ უფრო მიახლოება შეძლო“.
„თავდაცვის ბიუჯეტი წარმოადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%–ს. რაც ყველაზე მთავარია, ბიუჯეტის 20 % მიმართულია აღჭურვილობაზე. ეს არის ნატო-ს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტი, რომელსაც ალიანსის მხოლოდ 8 წევრი ქვეყანა აკმაყოფილებს და ჩვენ, როგორც ასპირანტი ქვეყანა, ამ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ“, – განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, გარდა ანტი-სატანკო სისტემა – „ჯაველებისა“, საქართველომ მიიღო დაპირება, რომ ქვეყნის ანტი–საჰაერო შესაძლებლობებიც გაძლიერდება.
„დაახლოებით ერთი თვის წინ ვიყავთ აშშ–ში და გვქონდა პოზიტიური დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო "ჯაველინებთან" ერთად მიიღებს უახლეს საჰაერო ტაქტიკურ სისტემებს – „სტინგერებს“. ესეც ერთგვარი აღიარებაა იმ პოლიტიკის, რომლსაც თავდაცვის სფეროში ვაწარმოებთ“, – განაცხადა იზორიამ.
http://accent.com.ge/ge/news/details/54813პ.ს ნამდვილად ძალიან სასიხარულო სიახლეა და ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინის შემდეგ, მნიშვნელოვანია პორტატული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება სტინგერის მიღებაც, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის
ძალიან სასიხარულოა, რომ აშშ ახდენს იარაღის მოწოდებას და ყოველწლიურად ზრდის და ანვითარებს ამ პროცესს
იმედია, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მხრივ კიდევ უფრო მეტი და მძრალვრი საშუალებები გადმოგვეცემა
პ.პ.ს
FIM-92 სტინგერი არის ამერიკული პორტატული(ხელით გადასატანი) ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსი, რომელიც საკმაოდ ეფექტურია
რუსული ვერტმფრენებისა და შვეულმფრენების წინააღმდეგ ძალიან ეფექტური იარაღი იქნება, ასევე რუსული დაბალ სიმაღლეზე მფრენ საჰაერო აპარატებზე
მისი ეფექტური სროლის მანძილი არის 8 კმ
ეხლა უკვე აუციელებელია, საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი ჰაერსაწინააღმდეგო ფარის შექმნა, რათა მძლავრი საჰაერო ფარი გვქონდეს და რუსებს ძალიან ძვირად და მძიმე დანაკარგებთან დაუჯდეთ შემდეგი ომი
This post has been edited by DIDGORI-GEO on 19 Jun 2018, 15:48