არაერთი ქვეყნის საზღვარი გადმოლახა ამ მოგზაურობის დროს მაგ ბიჭმა და ყველგან უპრობლემოდ გაატარეს.
რა გახდა ეს საქართველო ასეთი, ყველაზე მაგარი რომაა ჰა?
1 წუთით არ გინდათ დაუშვათ, რომ ბანალური, პრიმიტიული დისკრიმინაციაა ინდოელის მიმართ?
ტიპმა არაერთი ქვეყანა გამოიარა. ყველა საზღვარზე გაუშვეს, მხოლოდ ქართველმა გაუჭედა წითელ ხიდზე.
პირველი და მეორე შემთხვევა რომ იყოს, აუცილებლად ვიტყოდი, რომ ალბათ პრობლემა ჰქონდა, მაგრამ უამრავი ფაქტი რომ დაგროვდა უკვე ინდოელების არშემოშვებზე?
ცოტა ხნის წინ კონფერენციის მონაწილე არ შემოუშვეს.
იმის წინ ლატვიელ მეუღლესთან ერთად რიგიდან ჩამოსული ბანგლადეშელი ბიჭი.
ცოლი შემოუშვეს და ის კაცი ისე გააგდეს, თვალი აღარ მოუკრავს მეუღლისთვის. არც დაალაპარაკეს.
ტირილით იკლებდა ეს ქალი ყველაფერს, სანამ ვიღაც ღვთისნიერმა ქართველმა არ წაიყვანა სახლში და მეორე დღეს გაფრინდა რიგაში.
ეს რასაც ახმაურებენ და ამბავს ტეხენ და რამდენი ასეთი ფაქტი არ ვიცით?
ბიბისის ეს სტატია ნახეთ?
ადამიანი მიდიოდა ჩემპიონატზე და ჩავიდა.
ჩავიდა, ჩავიდა. ნამდვილად ჩავიდა.
საქართველოში დასარჩენად თუ მოდიოდა და არ შემოუშვეს, მაშინ გაბრუნდებოდა აზერბაიჯანიდან ინდოეთში და არ გაგრძელებდა გზას რუსეთისკენ.
ვინ მიდის არალეგალურად დასარჩენად ველოსიპედით?
ყველაფერი უნდა გაპრავდეს?
ვაააჰ, რა შეუცდომლები არიან ეს ქოცები და მათი სტრუქტურები კაცო, თელი სოფლიო როგორ მტყუანია მათ წინაშე
This post has been edited by Tsiteli Tskapunebi on 21 Jun 2018, 21:43