#52976996 · 26 Jun 2018, 00:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
iverski
QUOTE | ძალიან კარგი, მოხარული ვარ ღმერთმა ჯანმრთელი და სახელოვანი გაგიზარდოს.
|
დიდი მადლობა* უკვე გამიზარდა<3
QUOTE | მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ვისაც 3,5 წლამდე ბავშვი საკუთარ საძინებელში არ ჰყავს ფსიქიურად ჯანმრთელი არ გაიზრდება. მე ბოდიშით, მაგრამ უტაქტოდ ჟღერს. |
არ მითქვამს რომ "ფსიქიურად ჯანმრთელი არ გაიზრდება":) ასე რომ მეტქვა ნამდვილად უტაქტო განაცხადი იქნებოდა, რადგან კონკრეტულ პიროვნებას შევეხებოდი და თან მის მომავალს, რაც უტატობასთან ერთად უაზრობაცაა. მე ვთქვი რომ- "აუცილებელია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის". ეს სულ სხვა სტილშია ნათქვამი, როგორც ასე ვთქვათ, რეკომენდაცია. ვწუხვარ რომ სხვანაირად გაიგეთ.თქვენ და თქვენს პატარასაც ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ * * * sofi-18
QUOTE | 3,5 წელი ნამეტანია.. მაგ ასაკში უკვე აღარ დაწვება ცალკე.
|
ზუსტად საბაღე ასაკია. ბავშვი უკვე ცნობიერ ცხოვრებას იწყებს და თავის თავზე მესამე პირში აღარ ლაპარაკობს. ის იძენს დამოუკიდებლობის აღქმის პირველ ნიშანს-პირველ პირში საუბარს და თავის თავს "მე"-ს უწოდებს. ასე რომ სწორედ ამ ასაკში არის ბავშვი მზად ცალკე დასაძინებლად. მაგრამ ამის მიხედავად ასე ეთბაშად კი არ უნდა მოიგლიჯოს დედამ და გადაისროლოს სხვა სივრცეში. ეს უნდა მომზადდეს ერთობლივად.. დაძინების ახალი ადგილის მოწყობა და ამაში ბავშვის მონაწილეობა. მერე ძილის წინ ყოველ საღამოს მშვიდი და თანმიმდევრული გარემო. დედა აბანავებს, ჩააწვენს ლოგინში, ზღაპარს მოუყვება, უმღერებს და მიაძინებს. ეს ნორმალურია. მეტიც- საუკეთესოა ბავშვის მომავალი სრულყოფილი პიროვნებისათვის.
This post has been edited by annavita on 26 Jun 2018, 00:54
|