#52972736 · 25 Jun 2018, 13:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | აბორტის გამკეთებელი ექიმები ისეთივე მკვლელები არიან როგორც სადღაც ვიღაც შევარდნილი ტერორისტი. |
8 თვის ორსულის აბორტი დასჯარდია ჩვენს ქვეყანაში.
ასევე დასჯადია ნებისმიერი აბორტი, რომელიც კეთდება საავადმყოფოს გარეთ/გაუფორმებლად.
მარილიანი წყლით/საპნით და კიდევ არაერთი მოგონილი მეთოდით ექიმები არ აკეთებენ აბორტებს.
დიდი განსხვავებაა ექიმს და ექიმბაჟს შორია.
PNG
სამედიცინო ჩვენებით როცა კეთდება აბორტი, როდესაც საქმე ეხება დედის სიცოცხლეს(დედა თუ დაიღუპა ნაყოფიც დაიღუპება) მაშინაც მკვლელია ექიმი?
ექიმის მოვალეობაა პაციენტზე ზრუნვა. პაციენტია მთავარი ექიმისთვის. ის ითვალისწინებს მის სურვილებს. კანონის ფარგლებში მოქმედი ექიმი არ არის მკვლელი. აბორტის გაკეთება ბევრს არ ეხალისება. ექიმისთვის სიცოცხლის გადარჩენაა პრიორიტეტი და არა აბორტმახერობა :yes:
P.S. ჩვენს ქვეყანაში დიდი სიამოვნება მოაქვს ექიმების ლანძღვას და მათ მიწასთან გასწორებას. თითო ქვა არ დაიშუროთ. ჯერ კიბოს წამალს მალავდნენ ახლა მარილიანი წყლით აკეთებენ აბორტებს. მალე მუცელზე მდოგვსაც წაუსმევენ ორსულებს :vik: * * * P.S. პაციენტის სურვილით, რომ არ გააკეთოს ექიმმა აბორტი, რასაკვირველია კანონის ფარგლებში, ათას ადგილას და ათასი მეთოდით საპნებით, მარილიანი წყლით თუ მდოგვით და საქსოვი ჩხირებით დაიწყებენ ექიმბაშები და შამანები ექიმობანას :facepalm: :facepalm:
|