https://www.kvirispalitra.ge/economic/11470...-gadzvirda.htmlეს ბოზები ნახე.. პლაცი 1100 დოლარი როცა ღირდა რეგულარი 2.15 იყო..
ახლა რა ღირს 1 პლაცი ?
საწვავი "ორჯერ" გაძვირდა
28-02-2012
საწვავი "ორჯერ" გაძვირდა
საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში საცალო ქსელში ყველა ტიპის საწვავზე უკვე მეორედ 5 თეთრით მოიმატა ფასმა. ევროპული დიზელის ფასმა ლიტრზე 2.40 ლარს მიაღწია, 2.35 ლარი ღირს ერთი ლიტრი "სუპერის" მარკის ბენზინი. პრემიუმის ფასი 2.30 ლარია, ევრორეგულარის - 2.20 ლარი, დიზელენერჯის - 2.25 ლარი, ხოლო რეგულარენერჯის – 2.15 ლარი. ნავთობიმპორტიორები ფასების ზრდაში მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს ადანაშაულებენ, დამოუკიდებელი ექსპერტები კი ადგილობრივი ბაზრის მონოპოლიზებაზე ლაპარაკობენ. ფაქტი ერთია, საწვავმა ჯერ
არნახული რეკორდი მოხსნა, ასეთი ფასი ჯერ არ ყოფილა. არადა, გაზაფხულის პირას, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების გამო, მოთხოვნა ნავთობპროდუქტებზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და მომხმარებელს ძვირი ფასის გადახდა მაინც მოუწევს.
ვანო მთვრალაშვილი (ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა, მწარმოებელთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე): "მიმდინარე ფასი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასია. გასული
წლის განმავლობაში საწვავის ფასი მხოლოდ 5 თეთრით ნაკლები იყო ახლანდელზე. ირანის გარშემო შექმნილი ვითარების გამო, დღეს მსოფლიოში ნავთობზე ფასები მნიშვნელოვნად არის მომატებული. მაგალითად, თუ განვიხილავთ ნიუ-იორკისა და ლონდონის ბირჟებს, ვნახავთ, რომ ნავთობის ფასი წლის მაქსიმალურ მაჩვენებელზეა მისული. რაც შეეხება ნავთობპროდუქტების საერთაშორისო, ე. წ. პლაცის ფასებს, წლის დასაწყისიდან 1 ტონა ბენზინის საერთაშორისო ფასი მომატებულია საშუალოდ 150 დოლარით ტონაზე. მაგალითად, თუ იანვრის დასაწყისში ტონა ბენზინი 950-960 დოლარი ღირდა, ახლა 1.100 დოლარის ნიშნულს გასცდა. რა თქმა უნდა, ფასი ერთბაშად არ მომატებულა, ეტაპობრივად იზრდებოდა.
ნავთობპროდუქტებზე ასეთივე მაღალი ფასი აღინიშნა 2008 წელსაც, მაგრამ მაშინ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1,40-1,45 ლარის ფარგლებში მერყეობდა და შესაბამისად ადგილობრივი ფასი ახლანდელზე დაბალი იყო. ჩვენ პირდაპირ დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ფასებზე, ვართ იმპორტიორი, მომხმარებელი ქვეყანა და მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ქვეყნიდან შემოდის პროდუქცია, რადგან გაზრდილი ფასებით შემოდის. რა თქმა უნდა, კომპანიების ინტერესშია, რაც შეიძლება მეტი პროდუქცია გაყიდონ და ამ პროდუქციის გაყიდვისთვის მნიშვნელოვანია, როცა ფასი დაბალია. ზამთარში ნავთობპროდუქტების მოხმარება მცირდება, გარდა ამისა, ავტოგაზის სახით ნავთობპროდუქტებს, უშუალოდ ბენზინს, მნიშვნელოვანი კონკურენტი ჰყავს, რადგან მისი ფასი ბენზინის ფასის თითქმის ნახევარია. ამას ემატება ისიც, რომ საწვავის ასეთი რეკორდულად მაღალი ფასი მტკივნეულად მოქმედებს როგორც უშუალოდ მომხმარებელზე ისე, საზოგადოდ, სოციალურ ფონზე. მერწმუნეთ, არავის ინტერესში არ შედის ხელოვნურად ფასის მატება. ეს არის უკიდურესი აუცილებლობა, რასაც კომპანიები ამ შემთხვევაში ახორციელებენ, - ესენი არიან კერძო, კომერციული სტრუქტურები, შესაბამისად, მათ შესაძლოა თავისი კუთვნილი მოგება შეამცირონ, მინიმუმამდე დაიყვანონ, მაგრამ მაინც სჭირდებათ ზღვრული ფასი, რაც მათ ბაზარზე პოზიციონირების ნორმალურ საშუალებას მისცემს.
გადავხედოთ, რა ხდება ევროკავშირის ქვეყნებში, რომლებიც თავად არ არიან საწვავის მწარმოებლები და მთლიანად იმპორტზე არიან დამოკიდებული. ყველგან აბსოლუტურად იგივე ვითარებაა".
ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: "საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარი არის ოლიგოპოლიური, სადაც რამდენიმე კომპანია მოქმედებს შეთანხმებული ფასებით და ნებისმიერი ფასის ცვლილება ამ კომპანიების მიერ წინასწარ არის შეთანხმებული. ჩვენთან ნავთობპროდუქტების ფასი ბევრად მაღალია, ვიდრე უნდა იყოს. ამას ადასტურებს ის, რომ სომხეთში თითქმის იგივე ფასია, რაც ჩვენთან, არადა, სომხეთში საწვავი საქართველოს გავლით შედის. ბევრი კვლევა და შესაბამისი კალკულაცია ადასტურებს, რომ დაახლოებით 40 თეთრით იაფი უნდა ღირდეს ადგილობრივ ბაზარზე საწვავი, ვიდრე ახლა ღირს. გარდა ამისა, კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ბაზარი ოლიგოპოლიურია, ის გახლავთ, რომ კომპანიები ერთ დღეს ერთი და იმავე ოდენობით ზრდიან ფასებს. მაშინ, როცა ყველა მათგანს აქვს ხარჯების განსხვავებული სტრუქტურა, ოპერირების განსხვავებული მასშტაბი და საწვავი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოაქვთ.
მართალია, რომ მსოფლიოს სანავთობო ბირჟებზე ფასი იზრდება. მაგრამ რატომღაც, როცა მსოფლიო ბაზარზე ფასი იზრდება, ადგილობრივი ბაზარი მყისიერად რეაგირებს ამაზე, მაშინ როცა საერთაშორისო ფასის შემცირებისას ჩვენთან ამაზე არავინ რეაგირებს. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ხუთი კომპანია, რომლებიც ძირითადად წარმოდგენილი არიან ბაზარზე, მოქმედებენ ერთმანეთთან შეთანხმებული ტარიფებით. ალბათ, ამ კომპანიებსაც აქვთ გარკვეული, შესაძლოა არაპირდაპირი ვალდებულებები სახელისუფლებო სუბიექტებთან... მთავარი ის არის, რომ ყოველი ფასნამატი, რეალურად მომხმარებლის ხარჯზე აისახება".
(სპეციალურად საიტისთვის)
მასალის გამოყენების პირობები
This post has been edited by Moen26 on 1 Nov 2018, 13:48