აზერბაიჯანელები არ აძლევენ საშუალებას ქართველებს განათლება მშობლიურ ენაზე მიიღონ. აზერბაიჯანი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს ჩვენგან განსხვავებით. ჩვენი ქვეყანა განათლებას აძლევს აზერბაიჯანელებს/სომხებს/რუსებს არაქართულ ენაზე საბავშვო ბაღებში, სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებშიც კი თანაც უფასოდ! არაქართულენოვან სკოლაში ვინც სწავლობს მხოლოდ უნარების ჩაბარება უწევთ ისიც საკუთარ ენაზე რუსული/სომხური/აზერბაიჯანული/აფხაზური და მხოლოდ ბარიერის გადალახვით ხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში ერთი წელი სწავლობენ ქართულს და შემდეგ ღებულობენ უფასო განათლებას უმაღლეს სასწავლებლებში ქართულ ენაზე. თუ ეს პროგრამა იმისთვის არის რომ მთავრობა ხვდება იმის მნიშვნელობას რაოდენ საჭიროა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქართული ენის ცოდნა. განსაკუთრებით კომპაქტურად დასახლებული არაქართული მოსახლეობისთვის სადაც მოსახლეობის უმრავლესობა არათუ საუბრობს, არამედ ვერც კი გებულობს ქართულს, მაშინ სკოლებში სწავლა უნდა იყოს მხოლოდ ქართულ ენაზე! ამით მოსახლეობა ისწავლის ქართულს ბავშვობიდან. მშობლიური ენის ცოდნა თუ უნდათ მაშინ გახსნან კერძო საკვირაო სკოლები, სადაც თავიანთ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდროებას გაეცნობიან და არ დაკარგავენ. საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა საუბრობდეს ქართულად.