ბიძინას მმართველობის პერიოდში ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ მიშას პერიოდზე უფრო დაბალია, არამედ შევარდნაძის მმართველობის შედეგებსაც კი ჩამორჩება..ასევე, ივნისში ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც ორნიშნა ინფლაცია გვაქვს. პირველად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში (თუ კუპონების ჰიპერინფლაციას არ ჩავთვლით), ხოლო 2021 წელი 13.9% ინფლაციით დავასრულეთ, რაც 1995 წლიდან არ მომხდარა.
თუმცა ეს მხოლოდ რიცხვები არაა. ამ ეკონომიკური ჭაობის უკან ასიათასობით ადამიანის დანგრეული და სიღარიბეში გატარებული ცხოვრება დგას. ეს ჭაობი ამცირებს ჩვენი ადამიანების სიცოცხლის ხანგძლივობასა და ხარისხს, უკლავს ახალგაზრდებს უკეთესი ცხოვრების პერსპექტივას და სხვა პრობლემებზე მეტად გვაშორებს ევროპისგან.
სიმართლისთვის უნდა ითქვას, რომ არც მიშას, არც შევარდნაძის პერიოდების ეკონომიკური ზრდის ტემპი იყო საკმარისი და დამაკმაყოფილებელი, მაგრამ მითუმეტეს ტრაგიკულია, რომ ბიძინას პერიოდში, მისი წინამორბედების საეჭვო მიღწევებიც კი მიუღწეველ ოცნებად რჩება
https://www.facebook.com/rakviashvili.sandro This post has been edited by ronald_wesley on 10 Jun 2022, 00:18
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)