#52994257 · 28 Jun 2018, 17:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dega
| QUOTE | გასაგებია რასაც ამბობთ მე საერთოდ მიდგომას ვერ ვხვდები ამ და მსგავს საკითხებისადმი... ამას წინათ გადაცემა იყო როგორ განვასხვავოთ ნაგავი ორიგინალიდან უხარისხო ხარისხიანიდან... კი მაგრამ სახელმწიფო რა ჯანდაბად მჭირდება? რაში იღებენ ის სამსახურები ფულს და თან არც ისე ცოტას რომელთაც ევალება მსგავსის შემოწმება? რატომ მეუბნება აქ ეს კარტოფილი არ ვარგაო და რატომ უშვებს საზღვარზე.... ვერ გავიგე ძმაო მე ამ კაპიტალიზმის ქართული გაგება და მამკალით თუ გინდა,, დემოკრატია და კაპიტალიზმი უკვე მარაზმში გადავიდა და რომ იტყვი რამეს ბნელი ხარო,,, ხოდა შეარგოს ესეთი კაპიტალიზმიც და დემოკრატიას ვისაც უნდა,
|
მთელი კორუფციული სქემის მუღამი მაგაშია ზუსტად. ჯერ უხარისხოს შემოტანის უფლებას მოგცემს და მერე აქ "გამოგიჭერს" დარღვევაზე. ძველი სხემაა ეს, დალოცვილიშევარდნაძისდროინდელი, ახალი არაფერია. მთელი სახელმწიფო სისტემაა ჩართული და ყველა რგოლზე - შემოტანიდან კონკრეტული პროდუქტის მიღებამდე, ფული კეთდება. ერგნეთის ბაზარი რომ მუშაობდა, იქედან შემოჰქონდათ ჩვენს ინმეწარმეებს პროდუქცია, ყოველგვარი დაბრკოლების, საბუთის და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიქატის გარეშე. სამაგიეროდ, უკვე აქ ჩვენი 30 ლარიანი სახელმწიფო მაკონტროლებელი თუ ათასი ჯურის უხელფასო საზოგადოებრივი ორგანიზაციები დაუნდობლად ებრძოდნენ ამ დარღვევას ყოველკვარტლურად თითო ობიექტიდან 50-150 ლარის (ობიექტის სიდიდის მიხედვით) ოდენობის ქრთამით, რომელსაც უკვე ადგილზე ახდევინებდნენ ინმეწარმეს. და იყო საერთო კმაყოფილება ყველგან. სხვათა შორის, ერთ-ერთი ასეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის აქტიური წევრი იყო დღეს უკვე საყოველთაოდ ცნობილი, უხარისხო პროდუქციასთან შეურიგებელი მებრძოლი - მატრონა კოიძე. აი, ასეთი გამოცდილი და გამობრძმედილი კადრი მოიყვანეს დღეს ხარისხის ეროვნულ სააგენტოში. მხოლოდ იმ ავადსახსენებელი 9 წლის მანძილზე შეწყდა ეს საერთო ბედნიერება ერის მიერ იუდადწოდებული ბენდუქიძის დამსახურებით. ესეც არ აკმარეს გაჭირვეულ მოსახლეობას და სტანდარტიზაციის ,მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტის (რომელიც კონტროლს უწევდა პროდუქციის და მომსახურების სფეროს) უფროსი, პროფესორი (თუ აკადემიკოსი) ჯანიკაშვილი მიაბრძანეს ვირის აბანოში ქრთამებისა და ცუდი ბიჭობისთვის. ხო, ეს ის ჯანიკაშვილია, ბასას მამიკო, მთელი მაშინდელი ჩასარეცხი ელიტა რომ დაუდა გვერდით, არაკანონიერად დაჭერილი მამის გათავისუფლების კეთილშობილურ საქმეში. (შემდგომში უკვე ამ ელიტამ დიდი როლი შეასრულია პირსისხლიანცის გაგდებაში) და როგორც იქნა აღსდგა სამართლიანობა და აღსდგა მატრონა კოიძეც. აი, რა შეუძლია ხალხის სამართლიან რისხვას! ხოდა იმას მოგახსენებდი, რომ კალაძის ლოგიკით, ჯერ კონდინციონერები უნდა დავდგათ და მერე უნდა შემოვუშენოთ ირგვლივ ეს სიმახინჯეები, რომ კანონთან ყველანი მართლები ვიყოთ. ვაშა, ამხანაგო, შენ!
This post has been edited by კუკური on 28 Jun 2018, 17:38
|