უხეშად დავთვალოთ რა დაუჯდება ინვესტორს პარკინგის აშენება და რამდენ ხანში ამოიღებს ინვესტიციას.
მერიამ სამ ლოკაციაზე გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობაზე.
სამივეგან მოთხოვნა იყო 180 ავტოსადგომიანი, 3 სართულიანი მიწისქვეშა შენობის მოწყობაა.
მიღებულია, რომ ერთ საპარკინგე ადგილსთვის საჭიროა მინიმუმ 35 კვ.მ ფართი (აქ შედის სავალი გზის ,პანდუსების, საევაკუაციო გზების ,კიბეების და სხვა დამხმარე ფართების ფართების "ხვედრითი წილი" ერთ ავტომობილზე).
ე.ი.მოთხოვნილი რაოდენობის ავტოსადგომებისთვის საჭიროა 180x35=6300 კვ.მ სასარგებლო(?) ფართობი. გამომდინარე იქედან, რომ სასარგებლო ფართზე დაახლოებით 25% ით მეტია სამშნებლო ფართობი შევძლებთ მიახლოებით განვსაზღვროთ მთლიანი მშნებლობიის თვითღირებულება.
6300+(6300/100*25)=7875კვ.მ საერთო სამშნებეებლო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობა
ვყოფთ სართულიანობაზე 78753 / 3 = 2625 კვ.მ
ქალაქის ცენტრში მიწისქვეშა სამ სართულიანი ავტოსადგომის მშნებელობის პროცესი ბევრ სირთულესთან იქნება დაკავშირებული. ისეთი როგორიცაა მაგ. მიწისქვეშა კომუნიკაციების გადატანა, 12მ ქვაბულის ამოჭრა და გრუნტის დამჭერი კონსტრუქციების მონტაჟი, (შენობის პერიმეტრზე რ/ბ ან ლითონის ხიმინჯების მოწყობა ) და სხვა მარავალი ფაქტორი, რაც მშენებლობის თვითღირებულებას გააძვირებს.
მინიმუმ 350$ რომ ვიანგარიშთ 1 კვ.მ მშნებელობის თვიღირებულება,
ვიღებთ 350x7875 = 2 756 250$ . (ამ ფასად თბილისში კორპუსს ააშენებ)))
რა დრო დასჭირდება და როდის ამოიღებს ინვესტორსი 2 756 250$(*2.45=)6 752 812 ლარის 180 ავტოსადგომიდან?
უხეში დილეტანტური გათვლებით , დავუშვათ ყველა ხარჯების გასტუმრების შემდეგ 1-მა ავტოსადგომმა დატოვა:
დღეში 5 ლ. სუფთა მოგება
დღეში 5X180=900
თვეში 900X30=27 000
წელიწადში 27 000 X12 =324 000
6 752 812/324 000= უკუგება 20 წელიწადში
დღეში 10 ლ. სუფთა მოგება
დღეში 10X180=1800
თვეში 1800X30=54 000
წელიწადში 54 000 X12 =648 000
6 752 812/ 648 000 = უკუგება 10 წელიწადში .
This post has been edited by CetshwayokaMpande on 5 Jul 2018, 00:18