Geotrg025001
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 116
წევრი No.: 243699
რეგისტრ.: 22-June 18
|
#53050466 · 7 Jul 2018, 21:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდი
ისრაელის კლინიკებში სრული გამოჯანმრთელების მაჩვენებელი კიბოთი დაავადებულთა რაოდენობის 90%-ზე მეტს აღწევს. მრავალრიცხოვანი კლინიკური ცდების შემდეგ, სისხლის კიბოს დროს გენურ თერაპიას იყენებენ, რომლის შედეგებმაც მთელი მსოფლიო გააოცა.
რა არის კიბოს გენური თერაპია? ამ ტექნოლოგიით შესაძლებელია სისხლის ჯანმრთელი უჯრედების დაპროგრამება კიბოს უჯრედების განადგურებაზე. მკურნალობის პროცესი პაციენტის სისხლიდან თეთრი უჯრედების გამოყოფით იწყება, რომლებსაც ექიმები გენეტიკური კოდით „შეაკეთებენ". ამის წყალობით იმუნური Т-უჯრედები სინთეტური მოლეკულებით შეიარაღებულ „ჯარისკაცებად" გადაიქცევიან, რომლებიც CD19 ცილას შეიცავენ და კიბოს გამოვლენისა და მისი დამარცხების უნარი აქვთ. ავადმყოფის ორგანიზმში ამგვარად „შეკეთებული" უჯრედების დაბრუნების შემდეგ, „დამრტყმელი" ჯგუფები სწრაფად მრავლდებან, უზარმაზარ არმიას ქმნიან და იწყება კიბოსთან ბრძოლა. ეს ნამდვილი სენსაციაა!
2013 წელს, სამეცნიერო სამყარო ზელიჰომ ეშხარომის მიერ შემუშავებულმა ლეიკემიის (სისხლის კიბო) გენური თერაპიით მკურნალობამ შეძრა. ამერიკელმა მეცნიერებმა ეშხარომის მეთოდის გამოკვლევა ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ სისხლის კიბოთი დაავადებულ 29-დან 27 პაციენტს, მკურნალობის შემდეგ, დაავადების კვალი აღარ დარჩა. კიბოს თერაპიის ამ ინოვაციურმა მეთოდმა ძირფესვიანად შეცვალა მკურნალობისადმი არსებული მიდგომა, რომელიც ლეიკემიისგან სრული განკურნების გარანტიას იძლევა.
კიბოს საწინააღმდეგო მძლავრი საშუალება
კვირაში ნიგვზის სამჯერადი რეგულარული მიღება საკმარისია, რომ კოლორექტალური კიბოსგან თავი დაიცვათ. ასეთ მტკიცებულებამდე მივიდნენ სამხრეთ კორეის მეცნიერები, რომელთა განცხადებითაც, ნიგვზის ჭამის ჩვევა მხოლოდ კი არ აქვეითებს სიმსუქნის, დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, არამედ, სწორი ნაწლავის კიბოს გაჩენის რისკსაც ამცირებს. ამ უკანასკნელისთვის საკმარისია, კვირაში, არანაკლებ, სამჯერ მიირთვათ 15 გრ ნიგოზი. მედიკოსებმა თითქმის 3 ათასი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს. მათგან 923-ს კოლორექტალური კიბო (მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი წარმონაქმნი) აღმოაჩნდა, 1846 კი ჯანმრთელი იყო. მკვლევარებმა მიზნად დაისახეს, გამოეკვლიათ, კვების რაციონის რომელი კომპონენტი ფლობს კიბოსგან დამცავ თვისებებს და დაადგინეს, რომ მამაკაცები, რომლებიც კვირაში არანაკლებ სამჯერ ჭამენ ნიგოზს, 69%-ით ნაკლებ იყვნენ დაავადებულნი კოლორექტალური კიბოთი, ქალებში კი, ეს მაჩვენებელი უფრო შთამბეჭდავი 81% აღმოჩნდა. პროექტის ავტორების თქმით, კვლევის მონაწილენი უფრო ხშირად არაქისს მიირთმევდნენ, თუმცა იმის მტკიცება, რომ ნიგვზეულის სწორედ ეს სახეობაა უფრო სასარგებლო, ვიდრე სხვა, არ შეიძლება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბოსგან დამცავი ეფექტი შეიძლება, ნიგვზეულის ნებისმიერ სახეობას ჰქონდეს.
სიახლე კიბოს მკურნალობაში
ამერიკელმა მეცნიერებმა ახალი კომბინაციური თერაპია დაამუშავეს, რომელიც ზოგიერთი სახეობის კიბოს კლავს. ექსპერტებმა უკვე დაასახელეს კანის კიბოს წამლის წინასწარი კლინიკური კვლევის შედეგები. მათ წარმოადგინეს სიმსივნეთა არსებითი დაპატარავების მაგალითები 50%-ზე მეტ შემთხვევაში. ახალი გამოკვლევები აჩვენებს, რომ 60%-ზე მეტი პაციენტი, რომელსაც სტანდარტული თერაპიის მიხედვით, მხოლოდ 9 თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, 2 წლის შემდეგაც, ისევ ცოცხალი იყო. შემთხვევათა 20%-ში კი სიმსივნე სრულიად გაქრა. კლინიკურ გამოკვლევებში მონაწილეობისთვის 142 პაციენტი შეარჩიეს, რომელსაც კანის კიბოს 2 წამალი „ნივოლუმაბი" და „იპილიმუმაბი" ჰქონდა მიღებული. მკურნალობის ასეთი სახეები, რომლებიც ლაბორატორიაში შექმნილი ანტისხეულების გამოყენებას გულისხმობს, გამიზნულია კიბოსთან ბრძოლისთვის იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ორივე სამკურნალწამლო პრეპარატმა დადებითად შეცვალა უკანასკნელ წლებში უყურადღებოდ მიშვებული მელანომის მსხვერპლთა სასიცოცხლო მაჩვენებელი. კვლევების ახალი მაჩვენებლების მიხედვით კი, ამ ორივე იმუნოთერაპიის ერთობლივად გამოყენება უფრო მეტადაა ეფექტური. უკანასკნელ წლებში, მეცნიერები სწორედ მელანომასთან კანის ავთვისებიან კიბოსთან ბრძოლის იმუნოთერაპიის მეთოდიკას ავითარებენ. ისე, იმუნოთერაპია, უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში, ონკოლოგიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა.
რომელი პროდუქტები იწვევს კიბოს
ჯამო-მ (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) გამოაქვეყნა კიბოს შემსწავლელი სააგენტოს მონაცემები, რომელშიც ნათქვამია, რომ გადამუშავებული ხორცის სოსისი, ძეხვეული, „ვიჩინა", „ბეკონი" და სხვა ხორცეულის დელიკატესების გამოყენებამ, შესაძლოა, ონკოლოგიამდე მიგვიყვანოს. კიბოს გაჩენის მიზეზი ასევე, შეიძლება გახდეს წითელი ხორცი. ამ პროდუქტების არაუსაფრთხოებაზე „საკმაო რაოდენობის მტკიცებულებები" არსებობს. მეცნიერთა ჯგუფმა, რომელშიც 10 ქვეყნის 22 ექსპერტი შედიოდა, სხვადასხვა დროს ჩატარებული 800 გამოკვლევის შედეგი გამოაქვეყნა და წითელ ხორცს მისცა კლასიფიკაცია, როგორც ადამიანებში კიბოს გამომწვევ „ნამდვილად კანცეროგენულ პროდუქტს".
„ასეთი კავშირი შეინიშნება, ძირითადად, კოლორექტალურ კიბოსთან დაკავშირებით, თუმცა კუჭქვეშა ჯირკვლისა და პროსტატის კიბოსთან დაკავშირებითაც აწარმოებდნენ დაკვირვებას", - ნათქვამია ჯამოს განცხადებაში.
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების უკანასკნელი შეფასებით, ყოველწლიურად მსოფლიოში ხორცის პროდუქტების რეგულარული მოხმარებით გამოწვეული კიბოთი სიკვდილიანობის, დაახლოებით, 34 000 შემთხვევაა.
„ჯერჯერობით არ გვაქვს იმის მტკიცებულებები, რომ წითელი ხორცის მოხმარება კიბოს მიზეზია. მიუხედავად ამისა, თუ დავუშვებთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, წითელი ხორცის გამოყენება შეიძლება, ყოველწლიურად კიბოთი სიკვდილიანობის 50 000 შემთხვევის მიზეზად ჩავთვალოთ" , - აღნიშნა ჯამომ.
ტრაგედიის მასშტაბურობის კორექტულად შეფასებისთვის ორგანიზაციამ შესადარებლად სხვა ციფრებიც მოიტანა: მოწევით, ყოველწლიურად მსოფლიოში კიბოთი ერთი მილიონი ადამიანი იღუპება, ალკოჰოლის ბოროტად სარგებლობით 600 000, 200 000 ადამიანზე მეტი ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით. ამიტომ „ხორციან კატასტროფაზე" საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
ასეა თუ ისე, ექსპერტების რეკომენდაციით, სასურველია ხორცის მიღების შემცირება. როგორც ათობით გამოკვლევა მეტყველებს, ყოველდღიურად საკვებში 50 გრ ხორცის პროდუქტის მიღებაც კი 18%-ით ზრდის კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკს, 100 გრ წითელი ხორცის მიღება კი 17%-ით, თუმცა მეორეს მხრივ, ლაპარაკია მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტზე ცილების, ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელოვან წყაროზე. ხორცი დაბალანსებული დიეტის განუყოფელი შემადგენელია, ამიტომაც მსოფლიო მცენარეულ კვებაზე გადასვლას არ აპირებს.
|