პატარა მაგალითს მოვიყვან, იქნებ გასაგები გახდეს:
წამოიდგინეთ ქვეყანა რომლელშიც გვაქვს მქარტო 1 ვაშლის ხე და მოსავალი არის 100 ვაშლი. ყველა ვაშლი ერთმანეთის იდენტურია.
ქვეყანაში მიმოქცევაშია 100 ლარი.
რა ღირს 1 ვაშლი? - სავარაუდოდ ეღირება 1 ლარი

ასეთი ამბავია - წელიწადში იყიდება 100 ვაშლი 100 ლარად და ბიუჯეტში შედის დღგ 100 ლარიდან 18 ლარი.
მთავრობა ფიქრობს რომ 18 ლარი საკმარისი არ არის, ბიუჯეტში უფრო მეტი ფული უნდათ და სხვა დებილობებეთან ერთად (რომელსაც სიკეთეებით აპრავებს და გვაჯერებს) ბეჭდავს 5 ლარს (გაპრავებულია სასარგობლო ინფლაციით, რომელიც აუცილებელია ეკონომიკის ზრდისთვის).
შედეგი - გვაქვს ისევ 100 ვაშლი, მაგრამ მიმოქცევაშია 105 ლარი.
ვაშლი გაძვირდა, გახდა 1.05 ლარი, მთლიანი შიდა პროდუქტი გაიყიდა 105 ლარად, ბიუჯეტში შევიდა 18 პროცენტი 105 დან - 18.9.
ანუ ბიუჯეტის შემოსავალი გაიზარდა 18 ლარიდან 18.9 ლარამდე (ეს მილიარდებში დიდი ციფრია).
ეხლა რა ხდება როდესაც არის პატარა ეკონომუკური ზრდა და ეროვნული ბანკი ფულს არ ბეჭდავს.
ვაგრძელებთ იმ მომენტიდან, როდესაც გვაქვს 100 ვაშლი და 105 ლარი, 1 ვაშლი 1.05 ლარი ღირს.
პირველ წელს ეკონომიკა გაზარდა 5%-ით, ანუ ჩვენმა ხემ 105 ვაშლი მოგცა, მემდეგ ისევ 5% იანი ზრდით 105 ვაშლი გახდა 110, შემდეგ 115, და მეოთხე წელს უკვე 120 ვაშლი გვაქვს.
ეროვნულს ფული არ დაუბეჭდავს, გვაქვს 120 ვაშლი და მიმოქცევაში 105 ლარი.
მივიღებთ რას - 1 ცალი ვაშლი ღირს 0.86 ლარი, ლარის მყიდველუნარიანობა გაზარდა. ჯამში ლარში ბრუნვა ისევ 105 ლარია და ბიუჯეტში ისევ 18.9 ლარი შევიდა.
იმედია დალშე გაანალიზებთ პროცესებს.