#53050870 · 7 Jul 2018, 22:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | რომ არ მომხდარიყო ტერიტორიალური კონფლიქტები, სამოქალაქო ომი, გადატრიალებები, ყოფილიყო უბრალოდ ინფლაცია, ჰიპერინფლაციის ნაცვლად, და ზოგადად, არ ყოფილიყო ის ბარდაგი, რაც იყო 1991დან 1995მდე. მოვასწრებდით შეღწევას დასავლურ სტრუქტურებში? |
მსგავს მდგომარეობაში ვყოფილვართ. მაშინ საკითხი არა ნატოს, არამედ ერთა ლიგას ეხებოდა. საქართველოს რესპუბლიკა არ შეუშვეს ერთა ლიგაში და 1921 წელს რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით. არც ნატოში შეგვიშვეს 2008 წელს და ცხელი აგვისტოც დაგვიდგა. ისტორიას გადავხედოთ, თუნდაც ბოლო ასი წლის ისტორიას... სამწუხაროდ იმაზე ფიქრი არაფერს გვარგებს შეგვიშვებდნენ თუ არა... რა იქნებოდა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. ქმედებაა საჭირო. სწორი ნაბიჯები. საკუთარი პოზიციის გამოხატვა და წინსვლა. ილიამ სთქვა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო. ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ჩვენი პრიორიტეტები გვაქვს. რატომ გვსურს ნატოში ინტეგრაცია? - გვინდა სამხედრო თვალსაზრისით წინსვლა, განვითარება და უსაფრთხოება. ევროკავშირში რატომ გვინდა შესვლა?-ეკონომიკური წინსვლა გვინდა, ევროპული გარემო და ყველა სხვა ევროპული სიკეთე. ამისთვის რას ვაკეთებთ? სანამ მიგვიღებენ ალიანსში, სანამ გაგვიღებენ ევროპის კარს მანამდე რა უნდა ვქნათ? ვიოცნებოთ როგორი კარგი ცხოვრება გვექნება? იქნებ დაიწყოს საზოგადოებამ იმაზე ფიქრი, თუ როგორ მიაღწია ევროპამ წარმატებას. როგორ გაძლიერდა მათი ეკონომიკა და როგორ განვითარდა მათი ყველა დარგი და სფერო. ჩვენ ყველამ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ქვეყნის განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ. დრო გვაჩვენებს გავვერთიანდებით თუ არა ევროკავშირში და ნატოში.
--------------------
Memento mori
|