ციც. . . .
ამ თემაში ერთმა ჰუზერმა დაწერა, ცხვრის ძაღლები დამეხვივნენ და სირი მეცხვარე იდგა და იცინოდაო.
ალბათ ასჯერ მაინც შემხვედრია გზაზე ცხვარი ან მეცხვარეების ბინასთან გამივლია და არასდროს ეგეთ სიტუაციაში არ მოვყოლილვარ. რატომ? იმიტომ რომ ვიცი რომ ცხვრის ფარას გვერდი უნდა ავუარო, გზიდან უნდა გადავიდე და თუ ძაღლების არ მეშინია ასე 5-10 მეტრით თუ მეშინია 20 მეტრითაც კი გვერდი ავუარო. უმარტივესი რაღაცაა, ხომ?
ფარამ კი არ უნდა ამიაროს გვერდი, მე უნდა ავუარო, ფარა არის ჯარი ხომ (თავისი ყოჩით, სარქალით, დაცვა-ძაღლებით და.ა.შ.), მატარებელია რომელიც ლიანდაგზე მოდის, მთიელი რომ ჩამოვიდეს და ლიანდაგებზე დაიწყოს სიარული ხომ იქნება დასაცინი?
მეცხვარის ბინას ასე 50-100 მეტრზე ახლოს არ უნდა მივუახლოვდე, მაგ დროს ძაღლები მაქსიმუმ გამოგეყეფონ და ძაღლურ საზღვართან დადგნენ.
ცუდად მოიქცა მეცხვარე? კი ბატონო ცუდად მოიქცა, დაინახა უტვინო რომელიც უმარტივეს რაღაცას ვერ მიხვდა და ფარაში შეაჭრა, რა გაცინებს, მოჰკიდე ხელი და გადაიყვანე.

მაგრამ ეხლა ამის ახსნას ამ ჰუზერისთვის აზრი აქვს? თვითონვე დაწერა. . . . ამიტომ მეც მხოლოდ ვიცინი.

ვთქვათ პახოდში წასული უცოდინრების ჯგუფი საღამოთი გაშლილ ნათიბს გადააწყდა. . . .
ხომ კაი მომენტია, გადააშალე ზედ კარვები, დააწყე პარალონები და ადამიანურად გამოიძინე, ნათიბი რბილია და ძვლები არ აგტკივდება.
დილით შეიძლება ფიწლიანი მთიელი დაგადგეს.
თუ ფშაველია კიდევ გაგიმართლა, დადგება და კაიფს დაგიწყებს, ხევსურმა კი ის ფიწალი შეიძლება გვერდებში მოგაყოლოს.
არადა საკაიფო და სასაცილო არაფერია, ის ნათიბი მთიბელმა ააბულულა და გასაშრობად დატოვა რომ მერე ააქუჩოს და ზვინი დადგას, მაგიტოა მოსული. მაგრამ შენ რომ ზედ კარვები გადააშალე, მიწაში ჩაუტკეპნე და ნამი აიღო, ხელახლა ასაბულულებელ-გასაშრობი გაუხდა, რაც ცალკე შრომაა და ცალკე დამატებით 1-2 დღე, ამ 1 დღეში წვიმა რომ მოვიდეს, მერე ხომ საერთოდ უფრო გაეწელება.
ეს დედაანატირები, მთიელი რომ ჩამოვიდეს, მანქანის კარები გამოგიგლიჯოს, სიდენია გადაგიმტვრიოს და ზედ გამოიძინოს, მეორე დღეს არ სცემ? იმდენი სიკეთე მე, რომ შეიძლება მთელი კორპუსი დაესიოს, თუ პატრონს დააჭარბა.
მაგრამ შეხედე როგორ გაფორმდება ეს ამბავი?
"აგრესიულმა მთიელმა, ჩასული სტუმრები ფიწლით სცემა". . . .
კიდევ მსგავსი შემთხვევა, ჯგუფმა ბილიკს გადაუხვია და მოკლეზე მოჭრა და ვიღაც ხევსური გამორბის ყვირილით რომ მანდ გავლა არ შეიძლება, რადგან სათიბია. . .
სად გავიარო?
მიგითითებს ბილიკზე, რომელიც სადღაც ტრ-ში მიდის და 2-3 კილომეტრის ზედმეტის გავლა სჭირდება.
ამ დროს 20 კილო ტვირთი გკიდია, ლიკას ერთ ფეხსაცმელზე ქუსლი #####და, ვინაიდან ვიღაც სულელმა უთხრა რომ მთაში ქუსლებით სიარული სჯობია და ამანაც დაიჯერა.
როგორი სათრევია ლიკა და 20 კილო?

და იწყება "ჩემსაქართველოშირატუმარმატარებძმაო" ბაზარი. . . .
შე დედააფეთქებულო, 2 დღით რომ ხარ ჩამოსული, ეგ სათიბები 10 საუკუნეა ხევსურებს დანაწილებული აქვთ და ზუსტად იციან სად რამდენი უნდა აიღონ, შენ რომ უთელავ, მერე ზამთარში ძროხებს რა ფეხები აჭამოს, 7-8 თვე რომ ზამთარი აქვს. სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა.
დაიდებს ხევსური ამ ლიკას ძმაკაცს და გაუნგრევს თავ-ყბას.
ვინ არის ხისთავიანი? ხევსური.
გადაწყვიტეთ მდინარის ან ტყის პირას, შესვენება, ცეცხლის დანთება და პურის შეჭმა, აგერ იქით წყლის ჩამოტანილი ხეებია მოგროვილი, რა კაია, გაუკიდე ცეცხლი დაანთე კოცონი და იკაიფე.
არადა ის ხეები ბინაზე (ანუ ქოხში) სპეციალურად დარჩენილმა მწყემსმა ააგროვა, მთელი დღე დახარჯა, რომ მერე ბინაზე აიტანოს და ერთი კვირა ეყოს, შენ იმდენსაც ვერ ხვდები რომ ადამიანის აგროვებულია და წყლისგან ჩამოტანილს და ადამიანის ხელშენავლებს ვერ არჩევ.
იქ სხვის შრომას პატივი უნდა სცე, თუ მაგდენს ვერ ხვდები სახლსი დაჯექი, ან ისეთს გაჰყევი, ვინც მაგდენს მიხვდება.
თუ არადა, ჩხუბი რომ მოგივა, მერე არ გეწყინოს.
მიდიხარ ალპურ ზონაში, ხე არ არის არსად, უკაცრავად და ბუნებრივმა მოთხოვნილებამ შეგაწუხა.
რა პრობლემაა, აგერ ვიღაცას ბელტით ადფგილი შემოუზღუდავს და ლურჯი ტენტით გადაუხურავს, ჩაჯექი და თიკაც შენს შიშველ უკანალს ვერ დაინახავს.
გილოცავ, შენ მწყემსებს ბინაში მოუსაქმე.

და.ა.შ. და.ა.შ.
უამრავი მაგალითის მოტანა შეიძლება. . . .
არ აკეთებენ ასეთ ღლეობებს?
დამიჯერე აკეთებენ. . . .

აგერ ჯერ მარტო ამ თემაში რაც სალოცავებზე წერეს, ეგეთი იდეოლოგიით ასულებს (არადა ეტყობათ ხოლმე) ერთი სამჯერ სცემდნენ. . . .
ხომ კიდევ ერთს მოვყვები. . . .
ხევსურებს აქვთ ეგეთი ადათი. . . .
ხევსურების სოფელზე მგზავრი ცხენით ვერ გაივლიდა, უნდა ჩამოსულიყო, ცხენი სადავით წაეყვანა და სოფელი ისე გაევლო.
ცხენდაცხენ რომ გასულიყო, ჩამოიღებდნენ და თუ სოფლის თავიდან შევიდა, სოფლის ბოლოში ნაცემს გაუშვებდნენ, თუ სოფლის ბოლოდან შევიდა სოფლის თავიდან გაუშვებდნენ ნაცემს.
ხომ არის ერთი შეხედვით მგზავრის დამცირება?
სინამდვილეში შუმახერები რომ გყავთ და ყოველ დღე რომ თითო თემა იხსნება, როგორ ააკაპოტა ვიღაცამ ვიღაცა, ეგ ადათი იმ შუმახერების საწინააღმდეგო იყო (შუმახერები მთაშიც ჰყავთ).
შუა საუკუნეებში ხევსურულ სოფელში გზაზე (ბილიკაზე) ორი კაცი ვერ აუვლიდა გვერდს და ჭენებით მიმავალ შუმახერს რომ ბალღი არ აეჩლიქებინა (ინტელექტუალი ფორუმელების საყურადღებოდ, ცხენს კაპოტი და ბორბლები არ აქვს), ეგ ადათი დამკვიდრდა.
აბა რა ექნათ, სოფლის თავში საგზაო ნიშანს ხომ არ დაკიდებდნენ და ხევსურ პატრულებს ჯარიმას ხომ არ გამოაწერინებდბნენ?
ადათი დისპოზიცია იყო, ცემა სანქცია.
ეხლა დრო მოჭამა მაგ ადათმა და ნელ-ნელა გადადის, მაგრამ შეიძლება რომელიმე შარიან ხევსურს გაახსენდეს, ძველი პრეცენდენტების მოყვარული ინგლისელი მოსამართლესავით და მაგ შემთხვევაში აუცილებლად ხევსური ტყუის და შარზეა.
დააკვირდი, რამდენი (ამათი შეხედვით) წვრილმანი შეიძლება გახდეს სერიოზული კონფლიქტის მიზეზი. . . .
და "ინტელექტუალურმა ფორუმელებმა" სექსის გარდა ვერაფერი მოიფიქრეს.
მარტო ჭამაზე, სექსზე და ძილზე თუ არ ფიქრობდნენ და მაჩვზე მეტი ჭკვა თუ ჰქონდეთ, მე ვიყო ოპოსუმი.

და ასეთებს რომ ვწერ, "მწყემსს აპრავებო". . . .
ყოველ პოსტის ქვეშ სპეციალურად მიწევს განმარტების მიწერა, რომ მაგ ბიჭის საქციელს გამართლება არ აქვს და კანონის მთელი სიმკაცრიტ არის დასასჯელი, თორემ სხვანაირად ვერ ხვდებიან რაზე ვსაუბრობ.
აი ასე შეგვრჩა შარიანების და ხისთავიანების სახელი ჩემო ლა-რეინე. . . .
მერე ზოგს მართლა ხასიათშიც გადაუვიდა.
* * *
karocheმართალი ხარ.
გეთანხმები, ზოგი მთიელი ბოროტად იყენებს ჩასულების არცოდნას და მერე დასცინის. . . .
ამიტომ მაგის საწინააღმდეგო ერთადერთი საშუალება ცოდნაა.
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/