ეს, ერთხელ რომ ესროლა ფილთა, მეორეთ ხომ უნდა დაეტენა და რომ ჩამოჯდა ქვაზე, მაშინ შემოეწერა:
==
ღმერთო, მიიღე ვედრება,ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდანმე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,მამყოფე შეუდრკელადა;
ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყოდაჩაგრულების მცველადა.
ბალახი ვიყო სათიბი,არა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,ოღონდ ამშორდეს მგელობა;
არ წამიხდინო, მეუფევ,ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მაშრომე საკეთილოდა,თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადოჩემი მუდმივი სამყოფი.
გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,მნათობს ტრფობისა შეშითა,
ნუ მავლევ ქვეყანაზედაგაცივებულის ლეშითა, -
თვალებში მადლ-დაკარგულსა,შუბლზე გაკრულის მეშითა.
ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოსმადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,
ნუ დაუძვირებ ოცნებას,შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა:
სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,ეძახის თავის მხლებელსა.
გულს დარდი გამიდიადე იმ სანეტარო საგანზე,
დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავეჩემის გონების საბანზე!..
გონებას ფიქრი სტანჯავდეს,გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი…
ნუ დამასვენებ ნურა დროს,მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,როცა ვარ შეწუხებული;
როცა გულს ცეცხლი მედება,გონება მსჯელობს საღადა, -
მაშინ ვარ თავისუფალი,თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.
მფარავდეს შენი მარჯვენა,კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამისულ ბოლოს ამოქშენისა.
სული - შენ, ლეში - მიწასა,აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,შვილი - დედას და მამასა.
===
მერე ადგა, ,უტატატა''-ო თქვა და მეორედ ესროლა..
This post has been edited by borjgali1964 on 9 Jul 2018, 16:34