ისტორიის დამახინჯება უნდა დასრულდეს!
ხორვატია არის ისტორიული დალმატია, რომელიც რომის იმპერიის ერთ-ერთი უმთავრესი რეგიონი იყო და რომი რომ დაეცა 476 წელს დალმატია კვლავ რომაელების ხელში რჩებოდა კიდევ რამდენიმე წელი. შემდეგ ეს ტერიტორია ბიზანტიელებმა სრულიად შემოიმტკიცეს ჯერ იუსტინიანეს დროს მე-6 საუკუნეში (რომელიც მოგვიანებით დაიკარგა), ხოლო მისი ნაწილი კვლავ შემოიერთეს ბასილ II-ის დროს მე-10 საუკუნეში. ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ლათინურ ენაზე მოსაუბრე ბიზანტელები, რომლებიც საკუთა თავს უწოდებდნენ რომაელებს (რომაოი), ოდნავ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჩამოწეული უნგრელები და ხორვატები. ყველა მათგანი. ყველა მათგანი ქრისტიანი იყო. შეგახსენებთ, რომ მე-11 საუკუნემდე კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას შორის სხვაობა არც არასდროს არსებობდა.
ხორვატები ქრისტიანობის მიღებამდე იყვნენ წარმართები. პაპი იოანე მე-4 640 წელს იყო მოთავე ხორვტების ქრისტიანად მონათვლისა, რომელმაც მღვდელი მარტინი გააგზავნა ამ მისიისათვის. ხორვატები გარქისტიანდნენ და ბიზანტიის იმპერიაში დაიწყეს ლათინურ ენაზე რელიგიური პრაქტიკა.
დალმატიის დედაქალაქი იყო რაგუსა (დუბროვნიკი), რომელიც თავისი გვიან-ბიზანტიური და რენესანსული იტალიის სტილის ნაგებობებით გამოირჩევა.
925 წელს დაარსდა პირველი ხორვატული სამეფო, რომლის სახელმწიფო ენაც იყო ლათინური და ძველი ხორვატული. მე-11 საუკუნის ბოლოს კი, როდესაც ქრისტიანობის ორი კონფესია (კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა) წარმოიშვა, ხორვატებმა აირჩიეს კათოლიციზმი.
ჯვაროსნული ლაშქრობებიდან მოყოლებული აქ ნელ-ნელა სახლდებიან ჩრდილო-იტალური მოსახლეები, განსაკუთრებით ვენეციელი ვაჭრები, რომლებიც ადგილობრივ სლავურ, ბერძნულ (რომაოი - რომაელი) და უნგრელ ხალხებთან ერთად ქმნიან დიდ სამოსახლო თემებს და კიდეს იქმნება ვენეციურ-ხორვატული სახელმწიფოებრივი გაერთიანება ვენეტო-რაგუსას სახით. თუმცა ოსმალები ამ ტერიტორიების უდიდეს ნაწილს იკავებენ და მაშინ ხდება თუ ხდება ხორვათა ბრძოლა იდენტობის შესანარჩუნებლად.
1358 წელს ბიზანტიის დასუსტებასთან და ოსმალთა მომძლავრებასთან ერთად დაარსდა რაგუსას რესპუბლიკა, სახელმწიფო, რომელმაც ოტომანთა შემოსევებსაც კი გაუძლო და 1808 წლამდე დამოუკიდებლად იარსება. რესპუბლიკა იყო ხორვატულ და ლათინურ, შემდგომ კი იტალიურ ენაზე მოსაუბრე სახელწმიფო ქრისტიანული კათოლიციზმი იყო გამოცხადებული სახელმწიფო რელგიად.
ასე რომ აქ ისტორიის დამახინჯება ასე არ გავა.
რაგუსას რესპუბლიკის სიმბოლო:

დუბროვნიკი (რაგუსა):

პ.ს. ასევე ჩემთვის გაუგებარია, რატომ ხდება კათოლიკეების წინააღმდეგ რაღაც თქმულებებისა და ლეგენდების შეთხზვა. რატომღაც ლოგიკურად ეს ყველაფერი საქართველოს ინტერესებში არ უნდა შედიოდეს და აშკარა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
This post has been edited by Foreign-Affairs on 9 Jul 2018, 08:02