დაუდგეთ გვერდში სოლიდარობის ქსელს !!!!
მოიწონეთ ფეისბუკ გვერდი!
https://www.facebook.com/tbilisisolidarity/...074273076114632
რატომ მუშაობდნენ წვიმაში დაღუპული მუშები? - იმიტომ, რატომაც მუშაობდნენ კვირა დღეს. შრომის კოდექსი არაფერს გვეუბნება იმაზე, მაქსიმუმ რამდენი დღე შეიძლება იმუშაოს ადამიანმა კვირაში. უნდა დაისვენოს თუ არა მან ერთი დღე მაინც? შეიძლება რომ კვირაში შვიდი დღე იმუშაოს? მაქსიმუმ რამდენი საათი შეიძლება იმუშაოს ზეგანაკვეთურად?
ვინც ამ შრომის კოდექსით თავს იწონებთ, ვინც პოპულისტურ განცხადებებს აკეთებთ, რომ თითქოს მშრომელთა მდგომარეობის გამოსწორება, შრომის ინსპექციის ფორმირება განგრძობადი პროცესია, რომ დრო გჭირდებათ, რომ ბიუჯეტში ფული არ გაქვთ და ასე შემდეგ. მე ხომ სადღეგრძელო ლოზუნგებით არ გელაპარაკებით. ამ ელემენტარულ კითხვაზე გამეცით პასუხი: რა გახდა შრომის კოდექსში მოწესრიგდეს ეს მინიმალური საკითხები?
მოდით, ნათელი რომ გახდეს ჩემი პოზიცია, შინაარსობრივად, კონკრეტულად ვისაუბროთ.
პირველ ეტაპზე ჩემი კითხვები შემდეგია:
რატომ არ არის სამუშაო დრო კარგად განმარტებული შრომის კოდექსით ისე, რომ ბუნდოვანება არ დარჩეს?
რატომ არ ადგენს ერთ სავალდებულოდ დასვენების დღეს მაინც შრომის კოდექსი?
რატომ არ ადგენს ზეგანაკვეთური სამუშაოს მაქსიმალურ ოდენობას?
რატომ არ არის კომპანიებისთვის სავალდებულო აღწერონ დასაქმებულთა ნამუშევარი დრო?
რატომ არის სპეციფიკური დარგების ჩამონათვალში თითქმის ყველა დარგი?
სამუშაო დრო პირდაპირ უკავშირდება დასაქმებულის და სხვა მესამე პირების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. შრომის კოდექსმა ეს ცალსახად და არაორაზროვნად უნდა თქვას.
თუმცა აქვე მაინც უნდა ვაღიაროთ, შრომის ინსპექციამ თავის დროზე დიდი შეცდომა დაუშვა. მაშინ, როდესაც აღნიშნულ ორგანოს მიეცა უფლება შრომის უსაფრთხოების შემოწმების და მათ არ დაიწყეს დასაქმებულთა სამუშაო დროების კონტროლი. უნდა დაეწყოთ. ვერავინ შეეკამათებოდათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სამუშაო დრო პირდაპირ კავშირშია მშრომელი ადამიანის უსაფრთხოებასთან.
დღეს ამ ქვეყანაში პრიორიტეტულია სამუშაო და არა - სამუშაოს შემსრულებელი. სწორედ ამის ბრალია, რომ კვირა დღეს მუშაოდნენ ადამიანები წვიმაში. ხომ გვინდა სწრაფად ვაქციოთ ეს ქალაქი რკინა-ბეტონის ჯუნგლებად. ხომ გვეჩქარება?! მაგრამ არსად გვეჩქარება ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა და ყველა შესაძლო ბერკეტის მინიჭება ინსპექციისთვის. კარგ ვარიანტში 2019 წლის სექტემბრამდე ან უარეს შემთხვევაში რამოდენიმე წლით გადავწიეთ.
„ბიზნესი მზად არ არის რეგულაციებისთვის“. მაგრამ მუშები მზად არიან სიკვდილისთვის. ისინი ხომ მიჩვეულები არიან ასე ყოფნას, საფრთხის ქვეშ მუშაობას. ისინი ხომ „ჯიგარი“ ხალხია. ხმას არ იღებენ.
ბიზნესი კიდე ცოდოა. უნდა ნელ-ნელა შევაპაროთ, რომ აღარავინ მოკლან სამუშაო ადგილას. ნელ-ნელა მივაჩვიოთ.
მე არ ვტირი. მე აღვწერ რეალობას და კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ვითხოვ.
მოდით ისევ კანონმდებლობას დავუბრუნდეთ. შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონს, კერძოდ 25-ე მუხლს, სადაც წერია, რომ საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს:
რისკის შეფასების წესის დამტკიცება;
მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;
სამუშაო სივრცეში შესვლისა და შემოწმების წესისა და პირობების დამტკიცება;
შრომის კანონმდებლობისა და პირობების ზედამხედველობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტის პროექტის მომზადება და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა;
2021 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს:
სამუშაო ადგილზე სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;
დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;
წესით წლებია უკვე ამაზე უნდა მუშაობდეთ. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ყველა აღნიშნული ნორმატიული აქტი. დრო აღარ ითმენს. ადამიანები იხოცებიან.
ასევე აღსანიშნავია, რომ დიდი ალბათობით შრომის ინსპექციას არ ყავს საკმარისი კვალიფიკაციის და რაოდენობის კადრები. შეიძლება იქ მუშაობს ბევრი პროფესიონალი ადამიანი, ვისაც გულწრფელად სურს მდგომარეობის გამოსწორება, მარამ ცალსახად ეს საკმარისი არ არის.
ჩვენ გვჭირდება ძლიერი შრომის ინსპექცია უბედური შემთხვევების პრევენციისთვის და არა მათი სტატისტიკის წარმოებისთვის.
ჩვენ გვჭირდება პროფესიული დაავადებების კონტროლი. რადგან შეუიარაღებელი თვალით ვხედავთ, როცა დასაქმებული უეცრად კვდება სამუშაო ადგილზე, მაგრამ არ ვიცით, ვინ ვიმოკლებთ სიცოცხლეს ნელ-ნელა მუშაობის დროს, ანდა ვინ ვიავადებთ თავს.
ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება ლაბორატორიები, რომლებიც შეძლებენ სამუშაო ადგილებზე ჰაერში მავნე ნივთიერებების ოდენობის შემოწმებას და სხვა მრავალი კვლევის ჩატარებას..
ჩვენ გვჭირდება მრავალი ტექნიკური რეგლამენტი.
მოდით ამაზე ვილაპარაკოთ. მოდით თავიდან დავსვათ კითხვა:
რატომ მუშაობდნენ კვირა დღეს, წვიმაში დაღუპული მუშები?
This post has been edited by L-SN on 7 Apr 2019, 18:17