ჩემს თვალში ტოტალურ ვესტერნიზაციას ვინც ქადაგებს ის არის პიტალო, რადგან რუსეთის საქმეს აკეთებს!
ასე მგონია შეგნებულად აკეთებენ ევროპა/ამერიკა/დასავლეთის სახელით ყველანაირი ამორალურის ან ჩვენი კულტურა/ტრადიციებისგან ძალინ შორს მდგომი ღირებულებების შეტენვა/დანერგვას
რომ ანტაგონიზმი გამოიწვიონ ყველანაირი ევროპულის, ამერიკულის,დასავლურის ...
და მერე ამ პალეზნმა იდიოტებმა გეძახონ - რომ ესეთია ევროპა, ესეთია ამერიკა და ბლა ბლა ბლა
ძალიან დაბალი ჩემდა სამწუხაროდ განათლების დონე ჩვენთან
და ყველა განათლების მინისტრია დამნაშავე ამაში!
ნუთუ შეიძლება ერმა ილია ჭავჭავაძის დანატოვარი დაივიწყოს?
ან აკაკი წერეთლის ღამურა?
სიბრიყვე და სიბეცე ჰქვია ამას!
ჩვენივე სიბრიყვით მარგინალიზაციას ვეწევით ჩვენი კულტურის, ისტორიის და ტრადიციების.
ყველაფერი ქართული გოიმობა და ჩამორჩენილობაა.
ყველაფერი შემოტენილი - პრადვინუტობა.
ლომისობა ყოფილა სიბნელე და
ჰელოუინი და ვალენტინობა ყოფილა ჯაან შაყვარლობა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ერთმა უგნურმა თაგუნამ
იუკადრისა თაგვობა,
დასწყევლა თვისი გაჩენა,
ბუნების იწყო მან გმობა:
იმ უსამართლო ბუნებამ
თაგვად რად გამაჩინაო?
მე სხვაგან ყოფნა მინდოდა,
მან ჭერქვეშ მომცა ბინაო!
„ვის ეკადრება თაგვებთან
კუდის ბზეკა და ლხენაო?
მე შემშვენოდა ჩიტობა,
რომ მეწყო აღმა ფრენაო.
„რომ ვინმე ჩიტად მაქცევდეს,
გამომაბამდეს ფრთებსაო,
გავფრინდებოდი, ერთ წამსა
გადავივლიდი მთებსაო!“
რომ დაასრულა ეს ნატვრა,
ნახა, რომ ფრთები ესხმება
და მეტის სიხარულითა
საბრალოს თავბრუ ესმება…
ზიზღით შეხედა თვის ტოლებს,
დაუყონებლივ ავარდა,
ჩიტებში გამოერია,
იმანაც გაინავარდა…
ჩიტებმა ახედ-დახედეს,
სთქვეს: „ვინ მოსულა ესაო?
რა სჯულის ცხოველი არის?
ჩვენთან ვინ გააწესაო?
„თვალტანადობა თაგვს უგავს,
ფრთები ასხია ჩვენიო!
როგორღაც კეთილ სულს არ ჰგავს…
ჭირი არის და სენიო!
„ეგება მტრებმა მოგზავნეს,
შემოჩენილი იყოსო!
არიქა, ფრთხილად იყავით,
არავინ გაგვაბრიყვოსო!..“
დასჟღივლეს, ჩაუნისკარტეს,
გაჰკრეს, გამოჰკრეს ბრჭყალები,
სისხლი ადინეს ღამურას,
გამოუბნელეს თვალები!
დაღმა დაეშვა ღამურა,
მიმართა ისევ ძველ სადგურს…
მაგრამ იქ უფრო შავი დღე
დაუდგა მაშინ უბედურს:
თაგვებმა აითვალწუნეს,
აღარ მიიღეს, რომ ნახეს,
მივარდნენ ერთად საკბენად,
„ჰკა მაგასაო!“ დასძახეს…
მაშინ კი მიხვდა ღამურა,
რომ ანგარიში წაუხდა
და თვისი ნატვრა უგნური
საჭირბოროტოდ აუხდა!
გვიანღა იყო! გაფრინდა
გაკიცხულ, თავლაფდასხმული,
ერთ ძველ ნანგრევში შეფრინდა
და მოიბრუნა იქ გული.
მას შემდეგ ნანგრევში ბუდობს,
დღე-დღე ვერ ჩნდება სირცხვილით,
და მუდამ ამას წრიპინებს
კვნესით და გულისტკივილით:
„კრულ იყოს მისი სახელი,
ვინც მთა გასცვალოს ბარზედა!
თვის ტომის დამწუნებელსა
ჭირი მიუვა კარზედა!
„ნურავინ ისხამს სხვის ქურქსა
და ნუ სცვლის თვისსა ენასა,
თორემ ბოლო დროს მოიმკის
ჩემსავით ცრემლთა დენასა!
„გადაგვარების მოსურნე
ბუნებისაგან კრულია!
მისი პირადი ღირსება
ყოველგან დაჩაგრულია!
„ძველ ტომში გამოსხლეტილსა
არ მოუშლიან კბენასა
და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ:
დაუწუნებენ ფრენასა!
„კრულია მისი ხსენება,
ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,
თვის ტომს ჰღალატობს და მითი
თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!..“