Moorეგ არავინ იცის რეალურად ჩვენი გემებით შევუტიეთ თუ იმისით და რამდენი იყო ჩვენი, რამდენი იმისი, თუ იყო საერთოდ რამე.
ტრაპიზონის იმპერიაც დიდი საზღვაო "ძერჟავა" იყო ხომ იცი

აგერ მაგის გარდა 1533 წლის დესანტიც ფაქტია.
დანარჩენი წაიკითხე არაერთი უცხოური ცნობაა ქართველ მეთევზეებზე და შავ ზღვაზე საქართველოს სიახლოვეს მოთარეშე "მელკი" მეკობრეებზე(ახლა დრეიკამდე ბევრი ეკლდათ ეგ მართალია, მაგრამ გაძარცვაზე უარს არ იტყოდნენ

)
დანარჩენზე "იზვინიტე" არც ჩვენ და არც ევროპელებს გარდა გამონაკლისებისა ფლოტის ფარა და ტაკუნები არ გვქონდა.
Stendalრა არ არსებობდა კაცო ნუ გადამრიეთ თქვენ.

ბულგარეთი არ არსებობდა XIV საუკუნის ბოლომდე? ორ ზღვაზე ქონდათ გასავლელი ხშირად.... აბა ფლოტი?
ხორვატიის სამეფო არ არსებობდა XII-მდე დამოუკიდებლად და მერე ავტონომიურად უნგრეთის შემადგენლობაში? აბა ფლოტი?
უნგრეთი არ არსებობდა ზღვაზე გასასვლელით XII-დან? აბა ფლოტი?
ვლახეთის და მოლდოვას სამთავროები არ არსებობდნენ XIX საუკუნემდე? აბა ფლოტი?
ალბანელები და ჩერნოგორიელები ზღვის პირზე არ იყვნენ სულ და მცირე სამთავროები არ ქონდათ? აბა ფლოტი?
ლიტვის დიდი სამთავრო არ იყო ზღვაზე? აბა ფლოტი?
ლივონიის საჰერცოგო და იქამდე ესტონური და ლატვიური ტომები არ იყვნენ ზღვაზე? აბა ფლოტი?
პოლონეთი მერე რეჩ პოსპოლიტა არ იყო ზღვაზე? XVII ცოტა ხნით შექმნეს რაღაც და იმის მერე აბა ფლოტი?
ფინური ტომები არ იყვნენ ზღვის პირზე? აბა ფლოტი?
შოტლანდიის სამეფო და ირლანდიური მცირე სამეფო-სამთავროები არ იყვნენ ლამის მთლიანად ზღვაზე? აბა მაგათი რაიმეთი აღსანიშნავი ფლოტი შუა საუკუნეებში?
ამათ არ ყოლიათ რამე აღნიშვნის ღირსი და გურია-სამეგრელოს სამთავროებს უნდა ყოლოდათ თურმე

"სიდან" ამხელა პრეტენზიები, "სიდან"?
ფლოტი მაღალ შუა საუკუნეებში თავიდან ყავდათ ევროპაში: იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოებს და ფლანდრიელებს, მერე არაგონ-კასტილიელ-პორტუგალიელებიც წამოიწიენ და ინგლისელებიც ნელ-ნელა, მერე ფრანგებიც, შვედებს ყავდათ, დანიელებს ასევე მეტ-ნაკლებად და ჰანზას ქალაქებს.
ასევე ძალიან ძლიერი ფლოტი ყავდათ XVI-XVII საუკუნეებში ოსმალებსაც, მერე მაგათაც ჩაისვარეს.
თუმცა ნამდვილი, აი ის მრისხანე ფლოტი რაც თქვენ წარმოგიდგენიათ და არა დაქირავებული მეკობრეები და სავაჭრო გემები, უკვე XV-XVI საუკუნეებიდან ჩნდებიან, ჰოდა რა დღეში იყო მაგ დროს საქართველო კი მოგეხსნებათ კარგად.