არ გაქვს სწორი ინფორმაცია, დათო

პირიქით, მთელი ბლოგები იწერება ინტერნეტში უცხოელი ბიჭების - ამერიკელების, პოლონელების, სხვების, კომენტარები ნაირ-ნაირი ჯიშის მამრების იმის შესახებ, თუ რა ძნელი დასაკერი ქალები არიან ქართველები. ჩემთვისაც უთქვამთ ეს და ბევრი სხვა ქართველი ბიჭებისთვისაც - ბალტიისპირელებს, თურქებს, ირანელებს. ქართველ ქალებს სახელი გაუვარდათ, როგორც ძნელად დასაკერ ქალებს. სომხები შურით სკდებიან-ხოლმე კომენტარებში და ჩეჩნები, ჩერქეზები და აფხაზები გვაქებენ.

რამდენი ქალი მოდის საქართველოში ერთ მამაკაცზე, ეგეც გეცოდინება შენ

ამერიკელი მოგზაური: „თბილისელი გოგონების სექსზე დათანხმებას დიდი ძალისხმევა სჭირდება“
პოპულარულმა ამერიკელმა მოგზაურებმა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ვიდეობლოგებს ამზადებენ ქალაქების ღამის ცხოვრებასა და ადგილობრივ გოგონებზე, ხოლო შემდეგ იუთუბის საკუთარ არხზე ანთავსებენ, სიუჟეტი თბილისისა და ქართველი გოგონების შესახებაც მოამზადეს. ამერიკელებმა საქართველოში ცოტა ხნის წინ იმოგზაურეს. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოს დედაქალაქის ღამის ცხოვრებით დიდად ვერ მოიხიბლნენ, რადგან ის აქ ძალიან განუვითარებელია.
ვიდეობლოგერი მაყურებელს პირველ რიგში ინფორმაციას აწვდის კვების, სასტუმროს და ზოგადად, თბილისური ფასების შესახებ, შემდეგ კი საქართველოში მისთვის საინტერესო თემებს მიმოიხილავს. კერძოდ, ის წერს:
„თბილისი გაგაოცებთ. აქ ძველი მონასტრების გვერდით ახალი, თანამედროვე შენობებია. მდინარის სანაპიროზე ევროპული პარკია, ადგილი რომელიც ბევრს უყვარს, მაგრამ აქ ღამის ცხოვრება სრული კრახია.
ქართველებს უნიკალური ეთნოგრაფია და ენა აქვთ, რომელიც არ ჰგავს არც ინდოევროპულს, არც თურქულს და არც სემიტურს.
ქართველი გოგონები მაგრები არიან, მაგრამ არ არიან თავისუფლები. ტიპიურ ქართველ გოგონას აქვს მუქი ყავისფერი თმა, ღია, ოდნავ ხორბლისფერი კანი, რომელიც ბალკანელი ქალებისთვისაცაა დამახასიათებელი, გამოკვეთილი წარბები, დიდი თვალები, ბერძნული ცხვირი და მომცრო აზიური ტიპის აღნაგობა. არიან კიდევ უფრო ღია ფერის გოგონებიც. მათი სიმაღლე დაახლოებით 156 სმ-ია, რომელიც კავკასიაში საშუალო სიმაღლედ ითვლება.
ქართველ გოგონებს აქვთ რეგიონში სხვებზე უფრო უფრო ღია ტონის თმა და კანის ფერი. ქართველი გოგონები კავკასიაში ყველაზე ვესტერნიზებულები არიან. მათ სხეულზე ხშირად შეხვდებით ტატუებს, პირსინგებს. ისინი ფემინურად იცმევენ.
თბილისი ადგილობრივი სტანდარტებით მულტიეთნიკური ქალაქია. მოსახლეობის 85 პროცენტი ეთნიკური ქართველია. აქ ასევე ცხოვრობენ: სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ოსები, აფხაზები, ქურთები, უკრაინელები, ასირიელები, არაბები, თურქები, გერმანელები, ებრაელები, ესტონელები, ბერძნები და სხვა, მთლიანობაში 100-მდე ეთნიკური ჯგუფი.
ქართველი გოგონები ყველაზე ლიბერალი გოგონები არიან რეგიონში, თუმცა, ეს ბევრზე არაფერზე მეტყველებს. მათი ჩაცმის სტილი სექსუალურია და აღმოსავლეთ ევროპულს ჰგავს, თუმცა, ისინი პატარა ასაკში თხოვდებიან (დაქორწინების საშუალო ასაკი 23 წელია) და მათი 20 პროცენტზე მეტი ქორწინებამდე ქალიშვილობას ინარჩუნებს. შვედეთიდან ჩასვლის მერე, თბილისელი გოგონები მონაზვნებად მომეჩვენნენ.
მე მყავს მეგობარი, რომელიც საქართველოში მთელი ზაფხული ცხოვრობდა და გოგონებისგან ვერ მიიღო ვერაფერი, გარდა რამდენიმე კოცნისა. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი გოგონები უფრო შეზღუდულები არიან, ვიდრე ლიბანელები და უფრო თავისუფლები, ვიდრე სომხები.
ენას რაც შეეხება, ბევრმა იცის ინგლისური სალაპარაკო დონეზე. რუსული ენა უფრო კარგად იციან. მათი უმრავლესობა ქორწინებამდე მშობლებთან ცხოვრობს.
ზოგადად, კავკასიის ყველა დედაქალაქს დიდი სოფლის სინდრომი აქვს. ღამის ცხოვრება თბილისში ძალიან მოსაწყენია. ვიყავი შარდენზე, რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე, შემდეგ წავედი ქართულ რესტორანში და ვნახე ფოლკლორული შოუ. ღამის კლუბებიდან ვიყავი „სალვეში,“ ეს არ არის პიკ აპისთვის განკუთვნილი ადგილი, მაგრამ მანიც კარგი, სასიამოვნო ადგილია. ასევე ვიყავი კაფე გალერიში, სადაც არიან გეი ჰიფსტერები, აქ ბარი იაფია და ქალებიც მთელს ქალაქში ყველაზე ლიბერალები არიან. კაცებიდან უმრავლესობა გეია.
საბოლოოდ, ჩემი მოგზაურობა რომ შევაჯამო, თბილისი ჩემთვის და ჩემი მეგობრებისათვის კავკასიაში ბაზა უნდა ყოფილიყო. აქ სულ სამი დღე ვგეგმავდით დარჩენას, თუმცა, საბოლოოდ აქ ყოფნა 8 დღე მოგვიწია. მე მოვახერხე სამ სხვადასხვა გოგოსთან შეხვედრა, რომელთაგან 2 ინტერნეტით გავიცანი და ერთ-ერთისგან მივიღე უცნაური კოცნა კაფე გალერიში.
მიუხედავად ასეთი კონსერვატიული გარემოსა და ცუდ სიტუაციისა, ბოლოს მაინც შევძელი დროშის აღმართვა - ჩემი თბილისიდან წამოსვლის ბოლო დღეს ერთ-ერთი გოგონა მაინც შევიტყუე ლოგინში. ამას ჩემი მხრიდან დასჭირდა დიდი მოთმინება და ძალისხმევა. ის სტუდენტი იყო, მე ის ბარ „კანუდოსში“ გავიცანი და მასთან გატარებული ღამის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ღირდა მოთმინებად. მადლობა საქართველო და ნახვამდის!
რას წერს პოლონელი მოგზაური ქართველ ქალებზე და სექსუალურ ცხოვრებაზე საქართველოში
"სექსი საქართველოში" 30 წლის პოლონელი ბლოგერისა და მოგზაურის კშიშტოფ ჩიემნოვონსკის წერილია, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა და საკუთარი შთაბეჭდილებები ასე აღწერა.
ვნახოთ როგორია ევროპელის თვალით დანახული ქართველების სექსუალური ცხოვრება.
"მარტოხელა ვიყავი როცა საქართველოში გადავწყვიტე სამოგზაუროდ წასვლა. ჩემი მეგობრები, რომლებიც პაემნების ექსპერტები არიან, ცოტა ცხვირაბზუებით შეხვდნენ ამ იდეას. სხვები კი ძალიან აღტაცებულები იყვნენ იმ პერსპექტივით, რომ მე მექნებოდა ურთიერთობა ლამაზსა და ამოუცნობ აღმოსავლელ გოგონებთან. ზოგი კი საერთოდ მირჩევდა დამემეგმა სექს-ტური საქართველოში.
მე არ მქონდა კონკრეტული გეგმა, არც პასუხები, უბრალოდ ვიცოდი, რომ არ მინდოდა მხოლოდ დამელია, მომეწია და დავწოლილიყავი ყველაფერთან, რაც მოძრაობს.
მამაჩემმა მითხრა, რომ უკვე 30 წლის ვარ და ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდია. ამიტომ გადავწყვიტე მეცხოვრა სავსე ცხოვრებით - მემუშავა, მემოგზაურა, მეოცნება და მეწერა საქართველოს საზოგადოების, ისტორიის, კულტურის და ურთიერთობების შესახებ.
სექსი საქართველოში. ტაბუ, მითი, ყველაფერი თუ არაფერი? არსებობს კი ის?
როგორც ჩანს, სექსუალურ რევოლუციას საქართველომდე ჯერ არ მიუღწევია.საქართველოში არ არის ისეთი სექსუალური თავისუფლება, როგორიც "ძველ" ევროპაში და არც ის გარყვნილება, რომლითაც ასე ცნობილია დასავლური სამყარო. ქართველი ქალები ატარებენ მოკრძალებულ სამოსს და უმრავლესობის მიერ აღიქმებიან, როგორც ბავშვის "სატარებლად გამოსაყენებელი" არსებები. როცა ისინი შეასრულებენ თავიან როლს როგორც დედები, მათთან სექსუალური ურთიერთობა აღარაა საჭირო. ყოველ შემთხვევაში ეს ქალებისთვის ასეა. მამაკაცები კი სულ სხვა "კასრში" არიან. შესაძლოა მათ უმეტესობას აქვს "თავგადასავლები" ოჯახის გარეთ.
იყო ქალი საქართველოში, ძალიან რთულია. რთულია ცდუნდე ამ საოცრად მორცხვ, კონსერვატიულ და შოვინისტურ საზოგადოებაში.
საკმარისია წახვიდე რომელიმე ქართულ ქალაქში, რაიონში ან ტაძარში. თქვენ იქ ნახავთ უმეტესად ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც შემოსილნი არიან "უსაფრთხო" სამოსით. არავითარი დეკოლტე და სექსუალური სამოსი. მამაკაცები კი სრულიად განსხვავებულები არიან. უმეტესობა არის მაჩოს ტიპის, კისრებზე მსხვილი ოქროს ჯაჭვით. ხანდახან სასაცილოც კია ნამდვილი კავკასიელი მებრძოლების ნახვა ასხმული ოქროთი.
სექსი საქართველოში
საქართველოში ბიჭებისთვის დაშვებულია რომ "გაერთონ" მოზარდობის წლებში. ბევრი მათგანი მამებს მსუბუქი ყოფაქცევბის ქალებთანაც კი მიჰყავთ 18 წლის შესრულებამდე.
ნაყიდი სექსი საქართველოში ხელმისაწვდომია და ძალიან მარტივი. საკმარისი წახვიდე თბილისის ერთ-ერთ უბანში საბურთალოზე, ან რომელიმე მთავარ გზაზე გაიარო. მასაჟის სალონები საერთოდაც ქალაქის ცენტრშია და იმავე მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს. არ იცი საიდან დაიწყო? ჰკითხე ტაქსის მძღოლს ან წადი ზღვისპირეთში ბათუმში ან გონიოში. ტაქსის მძღოლებმა უამრავი გოგოს ტელეფონი იციან, მათი მთავარი სამიზნე კი თურქი ტურისტები არიან.
განსხვავებით მამაკაცებისგან, ქართველ ქალებს არ აქვთ საშუალება "აკრძალული ხილი" გასინჯონ. მათ არ აქვთ სექსუალური ურთიერთობა თინეიჯერობის პერიოდში. ისინი მშობლების სახლიდან უბრალოდ გადადიან ქმრის სახლში. ამ ორ პერიოდს შორის კი არაფერია. ხშირად ისე ხდება რომ ქართველი ქალისთვის ქმარი ერთადერთი სექსუალური პარტნიორია სიცოცხლის ბოლომდე. ხშირია შემთხვევები, როცა 13-14 წლის გოგონები ორსულდებიან, განსაკუთრებით სოფლებში. მათ არ აქვთ სექსუალური განათლება, შესაბამისად, ვერ იცავენ თავს. თუმცა, ვიაგრა, აფთიაქებში ერთ-ერთი ბესტსელერია.
აი რატომაც ირჩევს ბევრი ჭკვიანი ქართველი გოგონა საზღვარგარეთ წავიდეს სასწავლებლად. ეს ერთადერთი შანსია დაამსხვრიო ჯაჭვი, ცოტა ხნით მაინც. თუმცა, ისინი ისე მიჯაჭვულები არიან სამშობლოს, რომ უმეტესობა უკან ბრუნდება. შედეგად კი ახალგაზრდა განათლებული ქალები უბრუნდებიან საკუთარ ტრადიციულ ოჯახებს და ირგებენ იმ ტრადიციულ როლს, რომელიც ქალისთვისაა განსაზღვრული საქართველოში და ეს გვაძლევს კაცების ქალებზე დომინირების კიდევ ერთ თაობას. ეს პროცესი არასდროს სრულდება.
2014 და 2015 წელს თბილისში გაიმართა რამდენიმე კონფერენცია ოჯახში ძალადობის შესახებ. ეს საკითხი ნამდვილად საჭიროებს განხილვას. ბევრი ადამიანისთვის ის უცხოა. ამ საკითხზე მძაფრია მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლების რეაქციაც.
რთულია თქვა როგორ უნდა "შეაბა" ქართველი გოგო წარმატებულად. უცხოელებს ისინი უყურებენ როგორც დროებით და ცვალებად ელემენტებს. ისინი ფიქრობენ, რომ უცხოელები მათთან მაინც არ დარჩებიან. ისინი ჩვენზე ბევრს არ ფიქრობენ, მიაჩნიათ რომ ქართველი კაცებისნაირები ვართ. გარდა ამისა, საქართველოში მიიჩნევენ, რომ უნდა დაიცვან ეროვნული იდენტობა და შეინარჩუნონ გენეტიკა. ამიტომაც ისინი მუდამ ერთმანეთს ხვდებიან და ეს არის ჩაკეტილი წრე.
სექსი საქართველოში - სწრაფი რომანი, ახალგაზრდა წყვილები, სწრაფი განქორწინება... დღესდღეობით ყველაფერი იცვლება. მიუხედავად უამრავი პატარა ბავშვისა, ქართული ინსტიტუტები ამტკიცებენ, რომ მოსახლეობა მცირდება და 160 ქალაქი საფრთხეშია. ძალიან რთულია წარმოიდგინო საშუალო-სტატისტიკური ქართველი ქალი უწესო ვამპირად.
უმშვენიერესი კავკასიელი გოგონები სხვა პლანეტის მკვიდრებს ჰგვანან: უბიწო, სუფთა და გაუთვითცნობიერებელი. და მე ახლაც არ ვიცი კარგია ეს თუ ცუდი."