რა ვიცი, იქეთ ნებას ვრთავო ისეთი გონორით დაწერე, რომ მეთქი ყველაფერი თოლორდავაზეა დამოკიდებული

ბევრი მასეთი პოზიტიური წყვილია და ბავშვებიანი ოჯახები და დამიჯერე, რომ ნახო ის ოჯახები, სულ არ გაგიჩნდება აგრესიის გრძნობა, პირიქით

თან მით უმეტეს, შენ არ ხარ ბოროტი ტიპი ზოგიერთი აქაური იუზერივით.
ეგ შენი გეგმა არის არარეალისტური. ახლა რაც არ უნდა წერო ქართველი გოგოების ჯინაზე, რომ შემოსევა გვაქვს გრუზინებს რუს-ევროპელი ქალებისო, იცი რეალურად რომ ასე არაა, თუ საღად აფასებ სიტუაციას. საქართველოში გათხოვება ევროპელ ქალებს არ უნდათ და არც ქართველი ქმრის პერსპექტივა მოსწონთ. ვერ იტანენ ჩვენს მენტალიტეტს და ინტერნეტში ხაფაჩურზე და ბუნებაზე დადებით ვიდეოებს რომ დებენ, ეგ არაფერს ნიშნავს.უმეტესობა ბლოგებში ქართველებს აჯვამს ხოლმე, ქალებს ასე ცუდად რატომ ექცევიანო, მწარე ფემინისტები არიან, რა ქართველი ქმარი. ევროპაშიც კი იშვიათი შემთხვვებია ასეთი წყვილები, არათუ საქართველოს ტერიტორიქაზე. ერთჯერადი ურთიერთობა სხვა თემაა და ხშირად ეგეც არ გამოდის. ქართველი კაცების უმრავლესობას კიდევ ცოლად ქართველი ურჩევნია, ბევრი მიზეზების გამო

ასე რომ, 100 ათასი თეთრი მდედრის იდეა ჩანასახშივე განწირულია, როგორიც არ უნდა იყოს.
რაც შეეხება აზიელ-აფრიკელებზე ქართველი ქალების ქორწინებას, ამ ქორწინებების რიცხვი მატულობს, მაგრამ არც ისეთი სიტუაციაა, რომ სატირლად გვქონდეს საქმე. ბროკის თქმის არ იყოს, ბევრია კაი ტიპია აზიელი, ბევრი საერთოდ ქართველდება და ადაპტაციას ახდენს ქართულ გარემოში, შვილებს ქართველებად ზრდიან, თუ საქართველოში ცხოვრობენ. დაგიდებდი ახლა მეგრელ ლამაზი, რიჟა გოგოზე დაქორწინებული სიმპატიური არაბის ფოტოს, ელარჯს რომ აკეთებს ცოლის ოჯახში, მაგრამ არ ღირს.

და ისე, ერი, რომელსაც კუთხურობაზეც კი გართულება აქვს, სხვა ერებს მასობრივად არ შეერევა. ასე რომ, დაწყნარდი და ცოტა სხვა თვალით შეხედე ცხოვრებას, თორემ მასე ვერც ქართველ ქალთან ააწყობ საქმეს და ვერავისთან და ივლი სულ ასე ანერვიულებული.

"ქართველ ქალს მეტი თავისუფლება სჭირდება, მე კი ქართველ კაცს ცოლად არასოდეს გავყვები"
პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ ავსტრალიელ მოგზაურ კაილი კემპბელს გაგაცნობთ, რომელსაც ნახევარი მსოფლიო აქვს მოვლილი. საქართველოში დაახლოებით ერთი წელი იცხოვრა.
კაილი კემპბელი:
მიყვარს მოგზაურობა
მთელი ცხოვრება ვმოგზაურობ. 18 წლისა ვიყავი, სამშობლო რომ მივატოვე და ესპანეთში გადავსახლდი. იმ დღიდან 12 წელი გავიდა და ამასობაში 54 ქვეყნის მონახულება მოვახერხე. აქედან თერთმეტში საცხოვრებლადაც გავჩერდი, მათ შორის, საქართველოშიც.
მოგზაურობა ჩემთვის უფრო ცხოვრების სტილია, ვიდრე უბრალოდ ქვეყნის მონახულება. იმიტომ რომ თვეობით და ხანდახან წლობითაც კი ვრჩები ხოლმე იქ საცხოვრებლად, ვმუშაობ, მეგობრებს ვიძენ.
ოთხიოდე წლის წინ უკრაინაში ვიყავი. სწორედ იქ გავიგე პირველად საქართველოს შესახებ და ინფორმაციის მოძიება დავიწყე. თავიდან რატომღაც ასე მეგონა, რომ თქვენი ქვეყანა ირანის, პაკისტანის ან, ვთქვათ, თურქეთის მსგავსი უნდა ყოფილიყო…
თუმცა მერე მაინც ჩამოვედი აქ, იმიტომ რომ გარკვეული სახის პრობლემები შემექმნა ვიზასთან დაკავშირებით. მოკლედ, უნდა წავსულიყავი რომელიმე სხვა ქვეყანაში, სადაც მოკლე ხანში შევძლებდი მუშაობის დაწყებას. უკვე ვიცოდი, რომ საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტები არსებობდა და ვიფიქრე, ინსტრუქტორად მაინც ვიმუშავებ-მეთქი.
აი, ასე მოვხვდი გუდაურში, სადაც მართლაც დავიწყე ინსტრუქტორად მუშაობა.
ქართული რეალობა
საქართველოში სამთო-სათხილამურო ტურიზმი ძალიან განსხვავდება ავსტრიულისა თუ ფრანგულისგან. აქ ყველაფერი სხვაგვარადაა: ძალიან გამიჭირდა ურთიერთობა იმის გამო, რომ მხოლოდ ინგლისურად ვლაპარაკობ; არცთუ ისე კარგადაა განვითარებული ინფრასტრუქტურა და სერვისი. უკრაინელ და რუს ტურისტებს (ქართველებსაც) საერთოდ ეგონათ, რომ მთებში გზა ამებნა და დავიკარგე — უჭირდათ იმის დაჯერება, რომ იქ ვცხოვრობდი.
და, მაინც, მიუხედავად სერვისში უამრავი ნაკლისა, საქართველოს მთები ერთ-ერთი საუკეთესოა სათხილამუროდ.
გუდაურიდან მესტიაში გადავედი, სადაც კიდევ უფრო უარესი პირობები დამხვდა კურორტის მოწყობის მხრივ. მაგრამ სვანეთის ბუნებამ ლამის შემშალა!
კაილი კემპბელი: სვანეთის ბუნებამ ლამის შემშალა!
ჰო, და კიდევ კულტურული შოკი მივიღე. სვანური ცხოვრების წესი რადიკალურად განსხვავდება თბილისის მსგავსი ქალაქების წესისგან. იქ სავსებით სხვა სამყაროა, სხვა კანონები, რომლებსაც „გემოს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუგებ, თუ რაღაც დროით იცხოვრებ სვანეთში. ხალხიც სხვანაირია — სხვა ქართველებისგან გამორჩეული. თავიანთი კულტურა, ტრადიციები და ადათ-წესები აქვთ. დღემდე ინარჩუნებენ წინაპრების ცხოვრების ათასწლოვან სტილს.
აი, მაგალითად, ოჯახები ერთად ცხოვრობენ. ერთ ოთახში რამდენიმე ადამიანს სძინავს: ბებიას, პაპას, დედას, მამას, შვილს; გვერდზე ოთახში კარტოფილს და ზამთრის მარაგს ინახავენ, დილით მამლის ყივილზე დგებიან… მოკლედ, თუ გინდა საქართველოს წარსულში ამოყო თავი, სვანეთში უნდა წახვიდე.
ჟან ჟიუნო: ეს წარმოუდგენელია — შეგიძლია XII საუკუნის ტაძარი ნახო საკუთარი თვალით
მერე რაღაც პერიოდი თბილისში ვიცხოვრე. ამ ქალაქში ცხოვრების უფრო ევროპული სტილია გამეფებული, თუმცა, გამოგიტყდებით, მაინც ბევრმა რამემ გამაკვირვა. რამ? რამ და იმან, რომ სანამ ქართველი მშობლებთან ერთად ცხოვრობს, არც ჭამა-სმა, არც კომუნალური გადასახადები თუ ქირა მისი საზრუნავი არ არის.
მენტალური სხვაობა
საქართველო ძალიან წინააღმდეგობრივი ქვეყანაა. თბილისში ახალგაზრდობა მოდურად ჩაცმული დადის, ხელში ძვირადღირებული ტელეფონებით, პრინციპში, არაფრით განსხვავდება ევროპელი ახალგაზრდობისგან. მაგრამ ისეთი შეკითხვები, როგორებიცაა „რას ჰქვია, ქმარ-შვილი არ გყავს?!“ ან „როგორ თუ ღმერთი არ გწამს?!“ ხშირად ისმის. და კიდევ, ტატუირებული სხეულის დანახვაზე უცნაური რეაქცია აქვთ — ბევრს აქვს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენში კონსერვატული აზროვნება და შეხედულებები მყარადაა გამჯდარი.
კაილი კემპბელი: მიუხედავად სერვისში უამრავი ნაკლისა, საქართველოს მთები ერთ-ერთი საუკეთესოა სათხილამუროდ
ასე მგონია, რომ ქართველი ქალი მაინც და მაინც თავისუფალი არ არის, ყოველ შემთხვევაში, ისე თავისუფალი, როგორც ეს დასავლეთშია. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ქართველებისა და ირანელების მენტალიტეტი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ჩემთვის ეს პარადოქსია, იმიტომ რომ საქართველოში მართლმადიდებლობაა გაბატონებული, ირანში კი ისლამი. არადა, მანამდე მეგონა, რომ ქართველები უფრო სომხებს, რუსებს ან სულაც თურქებს უფრო ემსგავსებოდნენ, რაც არ უნდა იყოს, მაინც მეზობელი ქვეყნებია, მაგრამ არა, უფრო ირანელებს ჰგვანან. ეტყობა, აქ ისტორიულად ირანის საქართველოზე გავლენა იჩენს თავს.
ისიც შევნიშნე, რომ თქვენებურები მძიმედ იღებენ კრიტიკას. ეს უცნაურია, იმიტომ რომ ყველგან არსებობს პრობლემები, ყველა ხალხს აქვს ნაკლი — თქვენ თქვენი, მე — ჩემი, და ეს ნორმალურია.
საკუთარი ბლოგი მაქვს და იქ დაწვრილებით აღვწერე ჩემი აზრი ამ საკითხზე. ამ სტატიამ დიდი რეზონანსი გამოიწვია — ზოგი მეთანხმებოდა, ზოგიც კატეგორიულად მეწინააღმდეგებოდა. მე კი მაინც ჩემ აზრზე ვრჩები: ქართველ ქალს უფრო მეტი დამოუკიდებლობა და თავისუფლება სჭირდება, მე კი… მე ქართველ კაცს ცოლად არ გავყვები.
და, მაინც, მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოში ისევ მინდა ჩამოსვლა — ულამაზესი ბუნების, უგემრიელესი კერძების, არომატული ღვინის ქვეყანაში; საქართველოში, სადაც ჩემ უსაყვარლეს სვანეთში პაწია სახლის ყიდვა და ცხოვრება მინდა.
"ქართველ ქალებს არ მოსწონთ ქართველი კაცები...ვხვდები რატომაც"
ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი, მწერალი და სტილისტი ნატალი ჯუსი, რომელიც ნიუ-იორკში მოღვაწეობს და მოდის სამყაროში ერთ-ერთ გავლენიან ქალად ითვლება, ცოტა ხნის წინ თბილისში Mercedes Benz Fashion Week-ზე იმყოფებოდა. ნატალიმ საკუთარი შთაბეჭდილებები თავის ბლოგზე გამოაქვეყნა:
"ოთხი მილიონი ქართველი. 500 000 მარტოხელა ქალი. როგორი გიჟური სტატისტიკაა, არა? ეს საკმაოდ აკურატული და ტრაგიკული ფენომენია. რადგან თუ თქვენ ახალგაზრდა ქართველი ქალი ხართ, ე.ი გულწრფელად შეძრწუნებული ხართ თქვენი თანამემამულე მამაკაცებით. ან როგორც ერთ-ერთმა ქართველმა გოგონამ თქვა (რომლის შეყვარებულიც იტალიელია), "ქართველ ქალებს არ მოსწონთ ქართველი მამაკაცები" და მგონი ვხვდები კიდეც რატომაც. მე თვითონ თბილისში ვერ აღმოვაჩინე ვერცერთი კაცი, რომელიც კარგად გამოიყურებოდა ქუჩაში სეირნობისას.
შენ მოელი დაინახო მაღალი,მუქთმიანი, სიმპათიური მამაკაცები, მაგრამ არაფერი მსგავსი. ისინი არ უვლიან საკუთარ თავს, არ ზრუნავენ გარეგნობაზე ან რატომ უნდა გააკეთონ ეს? გოგონები მაინც არ უყურებენ მათ, ისინი რჩეულის საპოვნელად საზღვებსმიღმა იხედებიან. როდესაც Mercedes Benz Fashion Week-ზე მათ დაინახეს ფოტოგრაფი Julien Boudet, ისინი თითქოს ველურებად იქცნენ, სთხოვდნენ მას შეხვედრას და ამაში არც ვადანაშაულებ .. ბრავო, ჯულიენ," - წერს ავტორი.
თუმცა, თბილისში სილამაზეს მოკლებულნი ნამდვილად არ ვართ. ეს აბსოლუტურად შესანიშნავი ქალაქია, ხანდახან თანამედროვე და არქიტექტურულად ექსპერიმენტული,ზოგჯერ ნაცრისფერი, მიტოვებული და საბჭოთა, ის უცნაური და სცენიურია. ქალაქის ძველი ნაწილი კი ტიმ ბარტონის სასცენო დეკორაციას ჰგავს. გეგონება სახლებში მოჩვენებები ცხოვრობენ. სოფლები კი უნგრეთსა და ავსტრიას მახსენებს თავისი უძველესი ტაძრებითა და ციხესიმაგრეებით, რომლებიც მწვანე მთებშია ჩასმული. პატარა სოფლები ბუდეებივითაა მდინარის ნაპირებზე.
ქართველები ზამთარში ზამთრის კურორტებზე სრიალებენ, ზაფხულობით კი შავი ზღვის პლაჟებზე ირუჯებიან. საქართველო ჰგავს ძვირფასეულობის ზარდახშას. როგორც ჩანს, კოკო შანელმა საკუთარი სამკაულების ხაზის შთაგონებად საქართველო აიღო.
შენ შეგიძლია თბილისი მთლიანად ნახო ერთ დღეში. მოიარო ძველი ქალაქი, ჩაჯდე საბაგიროში, ნახო ნარიყალა, გოგირდის აბანოები, იშოპინგო, ეწვიო "გაბრიაძის კაფეს", ისადილო ფუნიკულიორზე.
მაგრამ არსებობს რამდენიმე იშვიათი რამ, რისი ნახვაც ნამდვილად ღირს, მაგალითად, შეგიძლია დაესწრო ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" რეპეტიციას, რაც ძალიან ამაღელვებელია. აი თურმე სად იმალებიან ეს ბრწყინვალე, მაღალი, მუქთმიანი, სიმპათიური ბიჭები. ისინი ნამდვილი მეომრები არიან.
ჩვენ ასევე ვეწვიეთ 'სამოსელი პირველს", სადაც ტრადიციული ქართული სამოსი იყიდება, ის საოცარია. მე მეცვა ერთ-ერთი კაბა მოდის კვირეულის ბოლო დღეს და საოცრად ამაყი ვიყავი,- ამბობს ნატალი.
"რაც შეეხება მოდას, ქართველები საკმაოდ ნიჭიერები არიან, ჩემი შთაბეჭდილებები ძალიან პოზიტიური იყო. მათი უკრაინელი კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც ავნაგარდული და მუქი სტილით გამოირჩევნიან, ქართველი დიზაინერების ფერები თბილია და ახალგაზრდული.
სილუეტები ქალურია. მოდის კვირეულზე რამდენიმე დიზაინერი ძალიან მომეწონა,მაგალითად ატელიე "მატერია", ასევე "კიკალა", "ელოში", "ბესსარიონი". რამდენიმე მშვენიერი მოდელიც აღმოვაჩინე. ერთ-ერთი მათგანის ლიკას (ლიკა რიგავა) ფოტო ჩემს Instagram-ზეც კი დავდე და რამდენიმე ნიუ-იორკული სააგენტოს გამოხმაურება მივიღე",- წერს ნატალი.
დროც არ მქონდა ყველაფერი მენახა. აქ ხალხი საოცრად გულუხვი და სტუმართმოყვარეა. სტუმარი "კარგ ნიშნად ითვლება. ისინი გმასპინძლობენ საოცარი საკვებით და ღვინით, გჩუქნიან საჩუქრებს. რამდენიმე კილოც კი მოვიმატე საქართველოში სტუმობისას. ჩვეული ინგრედიენტებია ყურძენი,ბროწეული, ბადრიჯანი, ნიორი,ისპანახი,ნიგოზი და ყველი.
კლიმატი სამხრეთულია, თბილი, შესანიშნავი.
ენა ძალიან ძალიან რთულია, ანბანი მით უარესი, ფასები კი ძალიან დაბალია. ქართული ეკონომიკა არცთუ კარგ დღეშია, რადგან ქვეყანას არ აქვს განსაკუთრებით ეფექტიანი რესურსები, გარდა სოფლის მეურნეობისა.
და ბავშვები? ისინი ერთობიან როგორ 1999-ში. მინდა კვლავ დავბრუნდე აქ და ზაფხულზე შავ ზღვას ვეწვიო, მეტი სოფელი ვნახო".
სტატიასთან ერთად ნატალი ჯუსი საქართველოში გადაღებულ უამრავ ფოტოსაც აქვეყნებს და მასპინძლებს თბილი მიღებისთვის მადლობას უხდის.
This post has been edited by elia-888 on 19 Jul 2018, 17:53