დანებს კი იქნევენ აქეთ იქით და მეტი რა გინდა.
აი მაგ ღლაპებმა მერე შვილი რო მოუკლან მამაშენ ჩვენი ძმაკაცები ჩააბოზაო
ვინ იქნება პასუხისმგებელი?
ეს სულ არ ადარდებს ხალხს, მთავარია თვითონ ხო არ არიან მოწმეები. აქ მპოსტავების 1% შეიძლება მოეყოლა მხოლოდ სიმართლე, თან კამერების წინ
მასე მთელი უბანი დასაჭერია, არ არის მასე.
შეუტყობინებლობა ეს არის როდესაც უშუალოდ მონაწილე ხარ ეპიზოდის და აცნობიერებ რაც ხდება, მაგალითად ჩხუბის მონაწილეები რომლებიც გაიქცნენ.
რატო არ დაიჭირეს სუ ყველა ვინც ჩხუბობდა? ვინ დაარტყა დანაო მარტო მაგაზე რო არიან ჩაციკლულები
სუ ყველა ჩხუბის მონაწილე უნდა დაეჭირათ შეუტყობინებლობისთვის და ვინ ითანამშრომლებდა საპროცესოროთი გამოეშვათ. ერთმანეთს დაასწრებდნენ წერას და ყველაფერი გაირკვეოდა, მაგრამ არა იმათ არ ტისკავენ და საწყალი კაცი დაიჭირეს სულ რო არაფერ შუაშია და ამას ტენიან შეუტყობინებლობას
რაო ძალიან ბლატნოი მშობლები ყავთ იმ სკოლის მოსწავლეებს და ვერ გაბედეს დაჭერა და ესე ტელევიზიით გამოჭენება? ეს ვიღაც საწყალია, ნახეს პატრონი არ ყავს და ბოლომდე იმეტებენ?
აი ესაა ამაზრზენი ზუსტად.
პ.ს. სარალიძე არ იქცევა კარგად, მაგარს იჭრება და არც ეგ არ მგონია კაი კაცი.
გუშინ რო ვიღაც ბავშვი დაიჭირეს იმაზე ამბობდა ყველაფერი უნდა მოყვესო, თან თავის შვილის მეგობარია და ბავშვს იმეტებს იმისთვის რომ ცხოვრება დაუნგრიოს და თავის ტოლებში შერცხვენილმა იცხოვროს.
მე არ ვამართლებ ამ სიტუაციას და არ ვიძახი რომ კარგია როდესაც ახალგაზრდებში ხელის დადება ბოზობად ითვლება, მაგრამ ეს ხო ფაქტია, ეს ხო რეალობაა.
სარალიძის ბიჭი რო გადარჩენილიყო და სხვა მომკვდარიყო, სარალიძის ბიჭი კიდე მოწმედ წაეყვანა პოლიციას, რას ეტყოდა სარალიძე თავის ბიჭს მიდი შვილო ყველაფერი მოყევიო?
გულზე ხელი დაიდოს სარალიძემ რო მაგას ეტყოდა თავის ბიჭს და საერთოდ ხმას აღარ ამოვიღებ ამ თემაზე.
99% დარწმუნებული ვარ რომ სარალიძეც იჩალიჩებდა რომ შვილს არაფერი არ ეთქვა და მიაწვებოდნენ არ დაგვინახიაო.
კარგად იცოდა სარალიძემ რომ თავის შვილიც თავის თანატოლებივით იქცეოდა და მაგნაირად ცხოვრობდა და დროზე უნდა მიეხედა, ეხლა უკვე გვიანია და მისი შვილი მოკვდებოდა თუ სხვისი რა აზრი აქვს? ეს არის საერთო უბედურება და სავსებით შესაძლებელია მის შვილ მოეკლა სხვა.
თითქოს მისი შვილი სკრიპკით ხელში დადიოდა და ეს ბოროტი ბავშვები დაესივნენ და მოკლეს.
ეს არის საერთო უბედურება და მისი შვილის ტოლების სასტიკად დასჯის მოთხოვნა არის მაგარი, სიტყვებიც კი არ მყოფნის რა ქვია ამ საქციელს, უბრალოდ მაგრად ტეხავს.
ესაა რეალობა ამ ქვეყანაში და რატო არ გინდათ ამ რეალობიდან გამომდინარე მსჯელობა. სხვის საქმეში ყველა პრაფესორია, თქვენი თავი წარმოიდგინეთ ხოლმე მაგ დროს და ესე შორს აღარ იქნებით რეალობისგან.
პ.ს.ს. ნეტა საერთოდ ბოლო მოეღოს ამ ძველბიჭურ ცხოვრების წესს, მე მხოლოდ მივესალმები მაგრამ რეალობიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ
პ.ს.ს. აქაც კი იქაჩებიან ხოლმე ლომები, შემხვდი ერთი რა ბიჭი ხარო

და თან ძველბიჭური ზამაშკები არ მოსწონთ თითქოს ზოგადად, საყვარლები
This post has been edited by tb-seli on 20 Jul 2018, 18:56