შენი შემოსავლიდან 2% დაგექვითება და გადაირიცხება საპენსიო ფონდში
+ დამქირავებელი დაგიმატებს 2%-ს
+ ბიუჯეტი დაგიმატებს 2%-ს
გპირდებიან რომ როცა საპენსიო ასაკი მოგიწევს გამოიანგარიშებენ შენი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას და თანაბრად გადაგინაწილებენ ყოველ თვეზე
(ეს რაც ფურცელზე ეწერება)
სინამდვილეში
დამქირავებელი შენი ხელფასიდან ამოიღებს მაგ 2%-ს
ბიუჯეტი ისევ შენ გადახდილ 2%-ს გიბრუნებს
ანუ 6% გამოდის ჯამში რომელსაც შენ გადაიხდი დამატებით
ამის გარდა ინფლაციას არ ითვალისწინებს ეს პროექტი, თვითონ კი ამბობენ გამოვთვლითო მაგრამ 30 დღეში რამდენი იქნება ლარის კურსი ეგ არ იციან, 30 წელში ხო წარმოგიდგენია
+ საპენსიო ფონდები არის ჩვეულებრივი ბომბები რომლებიც აუცილებლად აფეთქდება, დაანონსებულიც კი არის სამომავლო ეკონომიკური კრიზისი
მთელი ეს ფული (მილიარდებზეა საუბარი) დაჯდება მსხვილი ბანკების ანგარიშზე და მაგრადაც გამდიდრდებიან კიდე უფრო
და საბოლოოდ რაც ალბათ ყველაზე მთავარია პენსიაზე როცა გახვალ 99%-ით მიიღებ "შუალა თითს"
სამაგიეროდ ეხლა შემოვლენ ქართველი მარქსისტები და გააპრავებენ ევროპაშიც მასეაო
ერთადერთი გამოსავალი ალბათ არის საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლონ (94 მუხლის მიხედვით გადასახადების რეფერენდუმის გარეშე გაზრდა არ შეიძლება)
პ.ს. კიდე აგინეთ ჯაფარას