რაც მე და ანა სუბელიანმა ვიწვალეთ 4 წელზე მეტი, თეა წულუკიანმა გაანულა 1 თვეში, ეს ქვეყანა ჩალით არის მართლა დაფარული?, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომელი თამაზ ახობაძე სოციალურ ქსელში წერს.
“გრძელი პოსტი გამომივა, მაგრამ ძალიან გთხოვთ ბოლომდე წაიკითხეთ და შეძლებისდაგვარად გააზიარეთ. მინდა ამ ამბის დეტალები ყველამ იცოდეს. მადლობა.
იუსტიციის სამინისტროში მუშაობა დავიწყე 2010 წლის ბოლოს სტაჟიორად. 2011 წელს დავინიშნე სპეციალისტად და ვხელმძღვანელობდი არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამას.
2013 წელს, რადგან იქამდე მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი, ხელახლა გავიარე კონკურსი. მეც და ანამაც.
2013 წლის ნოემბერში, პროგრამის 3 წლის იუბილეზე, ევროკავშირმა დამაჯილდოვა პროგრამის გამორჩეულად ეფექტურად მენეჯმენტისთვის. იმავე კონფერენციაზე დააჯილდოვეს ანა სუბელიანიც პროგრამის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ამ ყველაფერს თან ახლდა ჩემი და ანას დაპირისპირება იუსტიციის მინისტრთან, რაც გამოწვეული იყო მისი მოთხოვნით სსიპ-ში დაგვესაქმებინა მისი არჩევნებისდროინდელი აქტივისტები. კულმინაცია კი იყო, ჩვენი ყოფილი დირექტორის ჩვენი აზრით უსამართლო გათავისუფლება,
რაც გავაპროტესტეთ ფეისბუქზე. ამის გამო იუსტიციის მინისტრმა ჩვენ და ჩვენი თანამშრომლები დაგვიბარა შეხვედრაზე, რომელზეც ჩვენ ვერ მივედით, რადგან ვიმყოფებოდით მივლინებაში. ამ შეხვედრაზე თეა წულუკიანმა ჩვენ გვიწოდა „წინა მთავრობის გადმონაშთები“, „ნაციონალების ძლოკვები“ და გენ. ინსპექციას გადასცა ჩვენი ფეისბუქ პოსტები და მოსთხოვა რეაგირება.დანარჩენი ლინკზეhttps://2020news.ge/2018/05/07/%E1%83%A0%E1...3%90-%E1%83%95/რაღაც არსებობს
This post has been edited by CetshwayokaMpande on 24 Jul 2018, 22:19