#53219498 · 6 Aug 2018, 20:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
განგაში ევროპაში - სინოპტიკოსების პროგნოზით ტემპერატურა 50 გრადუსს გადააჭარბებს
05-08-2018 12:40 გაუსაძლისი სიცხეების გამო ევროპის განგაშია გამოცხადებული. სინოპტიკოსების პროგნოზით, რამდენიმე რეგიონში ტემპერატურა ბოლო წლების რეკორდს მოხსნის და 50 გრადუსს გადააჭარბებს, რის გამოც სპეციალისტები მოსახლეობას და ტურისტებს მზეზე გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
განსაკუთრებით საგანგაშოა მდგომარეობა პორტუგალიის სამხრეთში. რეკორდული ტემპერატურის გამო აქ ტყის ხანძრებიც გაჩნდა.
სტიქიის გამო მონ-შიკის ტურისტული ზონიდან ორი დასახლების ევაკუაცია განხორციელდა.
რეკორდული სიცხეა სკანდინავიის ქვეყნებში. შვედეთში მყინვარმა დაიწყეს დნობა, გერმანიაში კი წყალუხვ მდინარეებში წყლის დონემ დაიწია, რის გამოც ექსპერტები თევზების მასობრივი დახოცვის საფრთხეზე საუბრობენ. ევროპელი მეტეოროლოგები რეკორდულ სიცხეებს მთელი ევროპის მასშტაბით პროგნოზირებენ.
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|