#53214713 · 5 Aug 2018, 19:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
aikevich
| QUOTE | უფასო კი არაა , მთელი ესტონეთის მოსახლეობა დადებს მაგ ფულს რაც უნდა მგზავრებს გადაეხადათ .
|
ეს ცხადია, ამის მიხვედრას დიდი წიაღსვლები არ უნდა. მაგრამ საქმე სხვა რამეშია, მთელი ესტონეთი იხდის იმის ფულს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარდეს, ანუ ქალაქში ჰაერის დაბინძურება შემცირდეს და საცობების პრობლემა მოგვარდეს. ანუ მოხდეს იმაზე ბევრად ნაკლები მავნე ნივთიერებების ემისია, ვიდრე ნაკლებად განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში მოხდებოდა. ეს სრულად პასუხობს თანამედროვე ევროპული ქალაქების სტანდარტების მოთხოვნებს, ანუ უპირატესობა ენიჭება ქვეითად მოსიარულეს, ველოსიპედით მოსიარულეს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მხოლოდ ამის შემდეგ კი კერძო ავტომანქანას. ეს საჭიროა ადამიანთა ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ეს კი ყველა ესტონელი მოქალაქის ინტერესებში შედის.
--------------------
არა არს დაფარულ...
|