#53163259 · 26 Jul 2018, 21:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Adam_Beyer
QUOTE | რუსულად საუბარს უნდა მოვერიდოთ და მაქსიმალურად უნდა ვუარყოთ რუსული ენა!!!
განსაკუთრებით მომსახურების სფეროში უნდა ამოვიღოთ რუსული ენა!
მივბაძოთ პოლონელებს! ნუთუ ჩვენზე მეტი თავმოყვარეობა აქვთ მათ! |
პოლონური, ისევე როგორც უკრაინული(და სხვ.), ჰგავს რუსულს და საჭიროების შემთხვევაში რუსულენოვანს გააგებინებენ სათქმელს. ქართულის შემთხვევაში ასე არაა, კომუნიკაცია კი საჭიროა, მითუმეტეს დღევანდელ სიტუაციაში, როცა ასეთი მოზღვავებაა ტურისტების, ყოფილი სსრკ ქვეყნებიდან. მათთან და ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობისთვის, ჯერჯერობით რუსული ყველაზე მოსახერხებელია. მომავალში ვნახოთ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ენის ცოდნა თავისთავად, ცუდი რატომ უნდა იყოს.
--------------------
ჩემზე ძალიან მოქმედებს, როცა ქართულ ენას ამახინჯებენ. განსაკუთრებით წერის დროს. გოგებაშვილი ან შანიძე მეც არ ვარ, მეც მეშლება ხოლმე, მაგრამ თვალშისაცემ შეცდომებზე თუ მიგითითებთ ხანდახან, ძალიან გთხოვთ ნუ მიწყენთ.
|