"თუ ამერიკაში ქართველებს მონურ შრომაში ხდიან სულს, რუსს ქართველი სულ ძმასავით უყენია გვერდში"
ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში სკანდალურ წერილს აქვეყნებს, რომელმაც ინტერნეტ მომხმარებლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. გთავაზობთ წერილს უცვლელად:
"მდიდარია ამერიკა.human resource-ით.
ძალიან მაღალია ინტელექტი. ის მცირე მმართველი დოზა. ჩამშვებობა,რასიზმი,სუპრემასიზმი და მილიონი უაზრობა,რადგან ბუნბრივი რესურსი არ გააჩნიათ and they make it work იმ ხალხის ხარჯზე რომელსაც ხმარობენ.
კი, მდიდარია მაინც ხელოვნურ ინტელექტზე, ნუმეროლოგია ვარსკვლავებზე და სექსზე მდგარი.
მაგრამ არანაირი მანჰეტენი, ლოს ანჯელესი, ბუტაფორია ლას ვეგასი და ჰემპტონები ვერ შეედრება კულტურით, ინტელექტის მასშტაბით, ადამიანობით მოსკოვს, სანკტ-პეტეებურგს, ტვერს, ურალს ციმბირს- ბუნებრივი რესურსით ორგანიზებულობით ცივი გონებით და სინამდვილით.
რუსეთი მეეეეეტად უფრო მდიდარია ყვეეეელა პარამეტრით,მერე რა,რომ ციმბირში პლაცკარტი დადის ჯერ. აქ ერთ წვიმაზე Alert და კატასტროფაა,რუსეთი მინუს 50-ზე ფუნქციონირებს.
ნიუ იორკის მამიტა საშუალო ტორმუზი და საზღვართან მათხოვრად მდგარი ის ხალხი ვისაც მერე ამერიკა სათავისოდ ტ^%ნავს და რუსეთის სტუმართმოყვარეობა - ვერ შეედრება.
და როგორც ყველა მდიდარი და ლამაზის, ისე შურთ მისი.
რუსეთუმე არ ვარ, ბაბუებით რუსი უკრაინელი პოლონელი ვარ და ვამაყობ ამით. ეს არაფერ შუაშია. ისტირიულად, ბუნებით,განათლებით, მედიცინით, კულტურით, სპორტით, სამხედრო მუშტროვკით - რუსეთი ტ*^ნავს ამერიკას რომელსაც უნდა სულ იყოს great again.
რუსეთი კი დგას, მოსკოვის კრემლის cool ცივი უკარება აუღებელი კრემლი.
თვითონ ამერიკელები აღიარებენ რუსების სიმაგრეს. და სასიამოვნოა.
სასაცილოა მტკიცებულებები, რომ რუსეთუმეობა კლავს.
კლავს სიძულვილი. რუსეთთან სიძულვილით საქართველო ძალიან ბევრს კარგავს. თუ ამერიკაში ქართველებს მონურ შრომაში ხდიან სულს, რუსს ქართველი სულ ძმასავით უყენია გვერდში,ბიზნესში.
დამპყრობლობას რაც შეეხება- ამერიკა სულ დარჩება ახალ მიწაზე შემოვარდნილი იანკების ქვეყანა. თავმოყვარე რუსი ამერიკაში არ ცხოვრობს, რუსეთს ახმარს თავს.
გავიდა კომუნიზმის სისტემის დრო. დრო იცვლება.
და ნუ მედავებით. ისინი, ვინც დღევანდელ რუსეთს წარსულ კომუნიზმთან აიგივებთ. ჩემი და თქვენი უმეტესობის კონტაქტები და გასაქანი ვერ შეედრება თქვენსას. მიცხოვრია მოსკოვში და ვცხოვრობ ნიუ-იორკში. და ნამდვილად ვიცი, ორივეს პოტენციალი და ისიც,რომ არავისი შესატენი არაფერი გვჭირს.
ჩვენ ჩვენი კულტურა გვაქვს, ჩვენი ბუნებრივი არაჩვეულებრივი რესურსი და კვლავ მწამს, ზღაპრული სულის ადამიანები. ზუსტად ვიცი, ნეიტრალიტეტის აღების შემთხვევაში, საზღვრების გახსნის შემთხვევაში, რამდენად აპოლიტიკურები გავხდებით და ყველას ინტერესის კოვზი ნაცარში ჩავარდება. მე მჯერა საქართველოს პოტენციალის. და თუ დღეს აქ ვცხოვრობ- მხოლოდ იმიტომ,რომ ჩემი ტემპი დღევანდელ ქართულს უსწრებს და ვუსწრებ დღევანდელ იქაურ მენტალობას. კვლავ,სამშობლოს ხვალინდელი დღის სასიკეთოდ.
ნეიტრალიტეტი საქართველოს და მშვიდობა. მინდა,მორჩეს ეს სიძულვილი და ჩვენ კი არ გამოგვიყენონ,ჩვენ,ჩვენი სულხან საბას, რუსთაველის, გამსახურდიას, დავით აღმაშენებლის, გელათის აკადემიის შემქმნელის, სვეტიცხოვლის ფუძისჩამყრელების, ჩოლოყაშვილის, ერეკლე მეორის მემკვიდრეებმა, ვიხმაროთ ჭკუა და მთელი გამოცდილება და ვიყოთ დამოუკიდებელი, ნეიტრალური,აყვავებული, სტუმართმოყვარე,მსოფლიოს სამაგალითო მარგალიტი.
ვიცი, ბევრი მილიონებს დაკარგავს საქართველოს ასეთ გზაზე,მაგრამ სამშობლო პირად ინტერესზე ზემოთ დგას. სამშობლო უზენაესია,ჩვენი ნამუსი,შეგნება და ღმერთია.
წელიწადნახევარია მოვწყდი,ჩაწყვეტილი ფეხმძიმობასავით და ვერ ველევი, ისე მიყვარს. ვფიქრობ ვსწავლობ ვაკვირდები ვადარებ....ბევრს მემდურიან - გაიქეცი,აქ "მდგარიყავი", "ჩვენთან". მე სადაც არ უნდა ვიყო ჩემი ყოველი უჯრედი სამშობლოსთვის იწვის.
მე ჩემი მხრიდან ყოველმხრივ იდეალურად ვცდილობ წარმოვადგინო სამშობლო და ყველაფერს გავაკეთებ,ჩემი მხრიდან შენატანისთვის,ნეიტრალური, აყვავებული და ბედნიერი სამშობლოსთვის." - წერს იუნა.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)