გადავავლე თვალი და მაგრად ვიხალისე
რაზე და რას დაობთ ის მაინც თუ გესმით?
არ ახალია, რომ მეტი კომფორტის მისაღწევად და საკუთარი მნიშვნელოვანების გამოსახატად... საკუთარი, არა სხვისი! ადამიანი მუდამ კამათობს, ბრძოლობს და ათას მამაძაღლობას ჩალიჩობს თავისი აღზრდის, განათლების, ფიზიკური შესაძლებობების და გაფუჭებულობის დონის ფარგლებში
... და აი აქ გვერხევა კონკრეტულად ქართველებს, რადგან არ გვაქვს კამათის ქულთურ - მულთურა. კერძოდ ზღვარის შეგრძნების განცდა. ამდენად ყველა უბრალო თემა დადის სიძულვილამდე და ერთმანეთის აუტანლობამდე.
როგორ გაბედა და არ მიიღო და აღიარა მისი ჭეშმარიტება!
მამაცხონებულო, თავ კონტროლი გაუწიე რა და მოეშვი ღმერთის თამაშს. რატომ უნდა ვაღიარო ვინმეს ჭეშმარიტების უპირატესობა, როცა საკუთარ სიმართლეს მეც ისევე განვიცდი, როგორც ნებისმიერი სხვა , პრეტენზიების განმცხადებლების ჩათვლით.
გააღეთ ფანჯრები, გარეთ გაიხედეთ, გამოდით სუფთა ჰაერი ჩაყლაპეთ. 21 საუკუნე გუგუნებს. მეცნიერების, ტექნოლოგიების და პროგრესის არნახული, დაუჯერებელ დონეზე გავედით... უფრო სწორად გავიდნენ უმეტესად დასავლეთის ხალხები, ზოგადად ადამიანის უფლებების აღიარების და დაცვის ხარჯზე... ყველას უფლებების! არა მარტო საკუთარი უფლებების.
სულ მიკვირდა, რატომ უნდა ყველას, რომ ყველა მათნაირი გახდეს? და ბოლოს მივხვდი: ის კი არ უნდათ, რომ ყველა მათნაირი გახდეს, არამედ ის რომ ყველას მეფობა და ღმერთობა უნდა, რომ ყველამ აღიაროს, რომ პატივსაცემი ორფეხები გახდნენ.
ერთი რატომ არ დაფიქრდებით, სანამ დაუკრეფავებში გადახვალთ, რომ დაფასება და აღიარებას დამსახურება უნდა და არა ბრექაობა?
აგერ მარტივი მაგალითი - რუსეთი ქვეყანას აზაზნზარებს და ბესპრედელშიკობს და რა? ვინმე პატივს ცემს? თქვენ პირადად მოგწონთ?
მუშტების ქნევა, ახირება და სხვების ჩაგვრა არაა თვითკმაყოფილების მისაღწევი გზა სოცოუმში, თუ მისი წევრობა გინდა, რადგან ადრე თუ გვიან ვიღაცა უფრე ძლიერი მოვა და იგივეს მოგიწყობს, კი არა ერთი კარგა გვარიან ჭიტლაყს ამოგცხებს და ის კი აღარ გექნება საფიქრალი, როგორ იმეფო, არამედ ის როგორ გადარჩე
რატომ? რად გინდა მტრობაში ცხოვრება - მძლეთა მძლე ხარ? იცხოვრე კომფორტში, სიყვარულში, იპოვე კარგი პარტნიორი და მე ნუ მეკითხები მომწონს შენი არჩევანი, თუ არა... კაცი გინდა, თუ ქალი, თუ საერთიდ არ გინდა სექსი, მოწევა გინდა, თუ სმა, გწამდეს, თუ არა, ეს რელიგია თუ ის... რა ჩემი და სხვისი საქმეა? იცხოვრე და გამეშვი, მომეცი ჩემი არჩევანის უფლება, ნუ ეძალები ნურავის, თუ არ გინდა, რომ შენ გეზალადონ
ქვეყანა ქვეყანას არ გავს, კანონი კანონს. ერთი პატიოსნად ქვეყნის გულშემატკივარი და ქვეყნის და ხალხის საფიქრალით შებყრობილი კაცი ვერ ვნახე, მხოლოდ გაბოროტებული, არ შემდგარი საზოგადოების ვაქხანალია და ჯერ ქვეყანა დაალაგეთ... მე თქვენის ნებართვით პოპკორნი და შორიდან ცქერა მირჩევნია, რადგან არ მესმის შენების აზრი შენებისთვის და არა კომფორტისთვის... ცალი ფეხით იქით ვარ უკვე და დღემდე ვერ მივხვდი რატომ უნდა ვაიძულო ვინმეს რამე, თუ მე არ მაიძულებს არავინ არაფერს?
ეხლა რატომ მოვყევი ამხელა უშველებელი?
ძირითადად ამ თემაში მიდის ცალმხრივი აგრესია... რატომ ცალმხრივი?
იმიტომ რომ მე არ მინახავს და არც მსმენია, რომ მწეველებს გაეხურებინოთ ან მოეთხოვათ, რომ ყველას მოეწია. ერთი მხარე ითხოვს რომ აცალონ თავის ჭკუაზე ცხოვრება და მეორე მხარემ გაჭედა და არ მგისმეენ უნდა მოგკლააა! -ს აწვება აგრესიულად - არ მოწიოთ! არ დაუშვათ! არ მისცეთ უფლება!
წადი რა და აკეთე ის, რაც გინდა... კანონის ფარგლებში და მიხედე საკუთარ თავს. ჩემი თავი მე დამიტოვე. მე თავად განსაზღვრავ რა არის უკეთესი ჩემთვის. რატომ უნდა მატაროთ თქვენს ჭკუაზე, გგონიათ თქვენ უკეთესად იცით მე რა მირჩევნია?
აი უბრალოდ მაინტერესებს ეხლა რამე რომ აგიკრძალოთ, ან დაგაძალოთ რაც მე არ მომწონს, იმიტომ რომ თქვენზე ვზრუნავ, გაგეხარდებათ? თუ რადგან მეტი ხართ და იძახით ფეჩი ხარო, ბოლი უნდა გავუშვა?
კაი ჩემი თავი ჯანდაბას წაუღია აგერ 2600 წლის წინ როგორმე ჩვენზე ბრძენ კაცს დაუგდეთ ყური და დაფიქრდით თქვენი საქციელის სანახაობაზე
ოდეს ცრუმეტყველება მოისპობა
დიადი სიმშვიდე დაისაგურებს
ო რა მცირეა სხვაობა
ჰოსა და არას შორის
და რა დიდია სხვაობა კეთილსა და ბოროტს შორის
რ ა ს ა ც ხ ა ლ ხ ი ე თ ა ყ ვ ა ნ ე ბ ა
შ ე ნ ც ი გ ი ვ ე ს უ ნ დ ა ე თ ა ყ ვ ა ნ ო
ო რა უკაცრიელობაა!
ო რა გაუღწევლობაა!
გამოაღწიეთ რა, აღარ მოგბეზრდათ ამ წუმპეში ცხოვრება? თქვენ ტქვენი მოითხოვეთ, სხვას მისი მოათხივიეთ და დაუდექით ერთმანეთს გვერდში, იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთთან გესლაობაში იმწაროთ ცხოვრება
პს
გუშინ კიბეებზე კასტილით მოვკოჭლაობ ძლივს ძლივს მე6 სართულიდან, ლოკოკინასავით მოვღოღავ... სადღაც მეორემდე ჩამ ჩამოვაღწიე, ხმა მესმის ვიღაცამ მეოთხეზე კარი გააღო, გამოვარდა და წივის
- ვინ დარბიხარ, რა შეაწუხეთ გული, ეხლა დაგიჭერ და გაგბდღვნი შუაზე შე დამპალო...არადა სამარისებულ სიჩუმეს მხოლოდ ჩემი სამ ფეხში ჩუმი სიარული არღვევდა
დაამთავრეთ რა აღარ მოგბეზრდათ?
This post has been edited by mazila on 31 Jul 2018, 13:49
tu ara da arc ra... tu kaia