ვაიმე, კი, ჩემი პოსტები გაამრავლე 75-ზე, აიყვანე კუბში, ვლაპარკობ მაგდენს
დროის გაყვანის საინტერესო ფორმაა, 30წთ. მაინც უნდა გზაში.
უცხო ადამიანთან კომუნიკაცია, ენერგია გემატება. იმედია იმ უცხოსთვის წართმევის ხარჯზე არა.

და იმ ბოლო ხონელს კიდეც ვუთხარი, როგორც წესი, ტაქსისტებზე ანეკდოტებში თქვენ ლაპარაკობთ და კლიენტს ღლით,
მაგრამ ჩემს შემთხვევაში სულ პირიქით ხდება-მეთქი თქვენთან, დააკვირდით "ხოო-მეთქიი-თქოოო?"

არა კაცო, რატომ მღლი, შენნაირმა გოგომ როგორ უნდა დამღალოსო.
ვერ მივხვდი კომპლიმენტად მიმეღო თუ პირიქით

შემეცოდა ცოტათი. რუსი ცოლი ჰყავდა, ყოფილი. შვილი 17 წლის გოგო, მგონი არც ენახა.
სკაიპით ყოველ დღე მელაპარაკებაო, მაგრად ვუგებთო ისე თქვა, ტყუილი მომეჩვენა.
მე თან მხარი ავუბი თუ რა ცუდია ინტერნეტი, თან ინტერნეტში ვჩატაობდი.
ქალიშვილობის ინსტიტუტის ნგრევაც დაგმო და აღშფოთდა ფემინიზმის გააქტიურების გამო.
მე ყველაფერზე მხარს ვუბამდი და იმას ვეუბნებოდი, რისი გაგონებაც უნდოდა, რომ უფრო შესულიყო აზარტში.
მაგრამ ახლა გამახსენდა, რომ ბოლოს დამღალა, სულ თვითონ ლაპარაკობდა ეშხში შესული.
მეთქი კაცო, ჰააა, საჭე არ გაგექცეს ემანდ.
niktagva