MyChemicalRomance
The numbers, Mason, what do they mean?!

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8568
წევრი No.: 17326
რეგისტრ.: 18-February 06
|
#53203264 · 3 Aug 2018, 11:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
masha
QUOTE | სამშობლოს ღალატზე უვადოა? |
არის ზოგიერთ მუხლზე უვადო
დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ
თავი XXXVII
დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ
მუხლი 307. (ამოღებულია)
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4698 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.130
მუხლი 308. საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა
1. საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკარგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
მუხლი 309. ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება
1. უცხო ქვეყანასთან, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენელთან ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოება საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვის ან მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის სხვაგვარი ზიანის მიყენების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. საქართველოს სახელით უცხო ქვეყანასთან ან უცხოეთის ორგანიზაციასთან ისეთი ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება, რომელიც ზღუდავს საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტს ან საფრთხეს უქმნის სხვა სახელმწიფოებთან საქართველოს მშვიდობიან თანაარსებობას, აგრეთვე ამგვარი ხელშეკრულების დასადებად სხვისთვის რწმუნების მინიჭება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
მუხლი 310. საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა
1. საქართველოს საგარეო უშიშროების საზიანოდ უცხო ქვეყნის ან უცხოეთის ორგანიზაციის სამხედრო სამსახურში შესვლა, აგრეთვე ასეთი ქმედების ჩასადენად სხვისი დაყოლიება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
2. უცხო ქვეყანასთან ან უცხოეთის ორგანიზაციასთან ისეთი ურთიერთობის დამყარება, რომლის მიზანია საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების ან აგრესიის სხვა აქტის მომზადება ან განხორციელება, აგრეთვე სხვაგვარი ქმედება ასეთი აქტის პროვოცირების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
მუხლი 311. უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა
უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა ან საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
მუხლი 312. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა
1. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სამხედრო ნაწილის, ტექნიკის ან თავდაცვის სხვა საშუალების უკანონოდ გადაცემა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
2. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ საქართველოს სამხედრო ტექნიკის ან სამხედრო ობიექტის დაზიანება, მწყობრიდან გამოყვანა ან განადგურება, აგრეთვე სამხედრო ან თავდაცვითი მნიშვნელობის სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ანდა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
მუხლი 313. სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა
1. სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ესე იგი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების მიწოდება ან მისი საჯაროდ გამჟღავნება, აგრეთვე ამავე მიზნით სხვა ქმედება, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას გარეშესათვის ხელმისაწვდომს ხდის, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ასეთი საიდუმლოება იცოდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ან ვისაც ის გაანდეს განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ომიანობის დროს, ან რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
მუხლი 314. ჯაშუშობა
1. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
2. ჯაშუშობა, ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ან რამაც საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 201 3 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება №2/ 2 / 516,542 – ვებგვერდი, 2 3.0 5 .201 3 წ.
მუხლი 315. შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად
1. შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
2. ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4698 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.130
მუხლი 316. სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა
1. სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
2. სამხედრო ხელმძღვანელის მიერ უკანონოდ სამხედრო ძალის ან ტექნიკის გადაადგილება, თავმოყრა ან დისლოკაციის ადგილის შეცვლა, ანდა კანონიერი ხელისუფლებისადმი სხვაგვარი დაუმორჩილებლობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ომიანობის, შეიარაღებული კონფლიქტის, საგანგებო მდგომარეობის ან მასობრივი არეულობის დროს, ანდა რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
მუხლი 317. მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ
საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
მუხლი 318. საბოტაჟი
1. საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. საქართველოს დასუსტების მიზნით საწარმოს, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის ან მასობრივი მაუწყებლობის საშუალების, გზის, ნაგებობის, ტექნიკის, დოკუმენტის, დიდი რაოდენობით სტრატეგიული ნედლეულის, მასალის ან პროდუქციის, აგრეთვე მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, საზოგადოებრივი უშიშროების ან წესრიგის დაცვისათვის განკუთვნილი ან სხვა განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტის დაზიანება, მწყობრიდან გამოყვანა ან განადგურება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
3. ამ მუხლის მე2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, აგრეთვე ბირთვული ენერგიის კონტროლიდან გამოყვანა, ეპიდემიის ან ეპიზოოტიის გავრცელება, მასობრივი მოწამვლა ანდა სხვა ქმედება, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან მისი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
მუხლი 319. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება
უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა, თუ არ არის ამ კოდექსის 308-ე, 310-ე–314-ე, 318-ე, 322-ე–325-ე და 329-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნები, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
მუხლი 320. სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება
1. სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება ან გახმაურება იმის მიერ, ვინც ასეთი საიდუმლოება იცოდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ან ვისაც ის გაანდეს, თუ არ არის ამ კოდექსის 313-ე ან 314-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
მუხლი 321. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა
1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტისადმი ან საგნისადმი მოპყრობის წესის განზრახ ან გაუფრთხილებლობით დარღვევა, რამაც ასეთი დოკუმენტის ან საგნის დაზიანება, განადგურება ან დაკარგვა გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
მუხლი 3211. საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება ან ამგვარი საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა
1. ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების ან/და მატერიალური რესურსების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი/იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის (გარდა ამ კოდექსის 320-ე და 321-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისა) ჩასადენად, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3699 - ვებგვერდი, 29.06.2015წ.
მუხლი 322. სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ქმედითი მონანიება
ის, ვინც ჩაიდინა ამ კოდექსის 309-ე და 311-ე მუხლებით, 314-ე და 315-ე მუხლების პირველი ნაწილებით და 319-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ ამის თაობაზე ნებაყოფლობით და დროულად განუცხადა ხელისუფლების ორგანოს და თუ თავიდან იქნა აცილებული საქართველოს ინტერესისათვის მოსალოდნელი ზიანი.
This post has been edited by MyChemicalRomance on 3 Aug 2018, 11:35
--------------------
I don't love you like i did in yesterday ...
|