#53205376 · 3 Aug 2018, 17:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთ-ერთი დიდი პრობლემა რომელიც სოფლის მეურნეობას და ზოგადად ქართულ პროდუქტს აქვს , არის შემდეგი : არ გვაქვს ერთიანი დეტალური საინფორმაციო-სავაჭრო პლათფორმა , არ ვიცით დეტალურად ვინ რას , რა რაოდენობის, რა ფასად და როგორი ხარისხის პროდუქტს აწარმოებს/ყიდის , ასევე არ ვიცით ვის რა , რა რაოდენობის პროდუქტი სჭირდება . არ გვაქვს ერთიანი დეტალური კატალოგი/რეესტრები , განსაკუთრებით პრობლემურია სხვადასხვა ენაზე ქართული პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია , მათ შორის ინგლისურად და ვიკიპედიაზეც კი . ელემენტარული არ გვაქვს საჯაროდ ერთიანი მონაცემები სადაც ინფორმაცია იქნება უცხოეთში არსებული ქართული პროდუქციის გასაყიდი ლოკაციები . არ გვაქვს ერთაინი სისტემა სადაც იქნება დეტალური ინფორმაცია სხადასხვა ქვეყანაში ქართული პროდუქტის და პროდუქტების მიხედვით შეტანისას საჭირო დეტალურ პროცედურებზე . არ არსებობს სისტემა რომლითაც შესაძლებელი იქნება ფერმერის/გამყიდველის გასაყიდი პროდუქტის ხარსხის იდენტიფიცირების შესახებ , მაგალითად უცხოელს რომელსაც სჭირდება დიდი რაოდენობით ქართული პროდუქტის ყიდვა ონლაინ, მას უნდა ქონდეს წინასწარ პროდუქტის შესახებ ხარისხის დამადასტურებელი ინფორმაცია და უცხოეთიდანვე უნდა შეეძლოს უპრობლემოდ ყიდვა და პროდუქტის მიღებისას არ დარჩეს მოტყუებული . ასევე უცხოელისთვის არის განსაკუთრებულად პრობლემური ნახოს სხვადასხვა პროდუქტის მწარმოებლების პროდუქტი , შეადაროს ფასები და ა.შ მაგალითად უცხოელს რომელსაც უნდა პირობითათ 10 ტონა ყველის შესყიდვა , ვერ იპოვის ინფორმაციას სხვადასხვა მწარმოებლების მიერ წარმოებული პროდუქტის რაოდენობას და ფასებს და შემდეგ ხარისხის შესახებ ინფორმაციას . კიდე ბევრი დეტალია და ეს პრობლემა მოგვარებადია და რეალურად ხელისშემწყობია ქართული პროდუქციის წარმოებისთვის ,თუკი ყველა შესაბამისი უწყება და კომპანია დაინტერესდება და იმუშავებს არსებული სისტემის შექმნაზე .
ერთიანი დეტალური საინფორმაციო-სავაჭრო სისტემა და ერთიანი დეტალური რეესტრებისთვის აუცილებელია ძირითადად სახელმწიფო ჩართულობა და პრიორიტეტის მინიჭება
1. ქვეყანაში არ გვაქვს ერთიანი სავაჭრო და დეტალური საინფორმაციო პორტალები 2. ქვეყანას არ აქვს პროდუქტების მიხედვით იმპორტის ჩანაცვლების მოკლევადიანი/გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა 3.არ გვაქვს პროდუქტის მიხედვით , სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტის დეტალური გზამკვლევი 4.არ ვიცით უცხოეთში არსებული ქართული პროდუქციის გასაყიდი ლოკაციები . მაგ : ქართული ღვინო რომელ მაღაზიებში/რესტორნებში იყიდება ( ქვეყნების მიხედვით ) 5.არ გვაქვს ერთიანი სისტემა სადაც დამსაქმებელი შეძლებს , პროფესიების მიხედვით კადრების ნახვას , მათ გამოცდილებას და ა.შ 6.არ ვიცით დეტალურად ვინ რას , რა რაოდენობის , როგორი ხარისხის და რა ფასად აწარმოებს 7.მომხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა იცოდეს სოფლის პროდუქტების დიდი ნაწილის რეალური წარმომავლობა , მაგ: კარტოფილი ქართული არის თუ იმპორტირებული და ა.შ 8.. არ გვაქვს შემსყიდველების ერთიანი რეესტრი და არ ვიცით რა რაოდენობის პროდუქტის შემსყიდველები არიან . მაგ : ღორის ხორცის რა რაოდენობა სჭირდება კონკრეტულ მაღაზიებს , რესტორნებს და ა.შ 9. ა.შ და ა.შ
პ.ს სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დავწერე და იგივე არის სხვა პროდუქტების შემთხვევაშიც და რეალურად ერთ-ერთი დიდი პრობლემა და განვითარების და მოწესრიგების შემაფერხებელი ფაქტორია
--------------------
ერთ მხარეს - ”ნაცების” ნაცემი კაცები, მეორე მხარეს კი- ეს ,,არაკაცები”.!
სასურსათო უსაფრთოება ისეთივე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ქვეყნისთვის , როგორც ენერგო უსაფრთხოება !
I R L Y M! ! !
https://www.facebook.com/IntProtest https://CAUCASUSOFFLINE.COM
|