2030 წლისთვის რა იქნება არ ვიცი მაგრამ რა იდეოლოგიაც არ უნდა მოვიდეს, ვინც არ უდნა დაგვიპყროს ეს იქნება უცვლელი აქსიომა
კაცობრიობის გაჩენიდან დღემდე ქუთაისის მერიაში და საკრებულოში მჯდარი მარადმწვანე ''გაბიჟვინებული'' ადამიანები იყვნენ, არიან დღესაც და იქნებიან 2030 წლისთვისაც და იარსებებენ მის მერეც მომავალში
ტრადიციულად ისევ ისე გენიალურად ექნებათ საკანალიზაციო ჭები ''ჩაწეული'' ან ''ამოწეული'' დაგებული ასფალტიდან რომ მანქანა ერთ ჩარტყმაზე ამორტიზატორს დატოვებს...ასეთი ტექნოლოგიის ჭები თბილისს, რუსთავს და ბათუმსაც კი არ აქვს, ქუთაისში თუ არ გაისეირნა თბილისელმა მანქანით ვერასდროს გაიგებს ნამდვილად როგორი შეგრძნებაა მანქანა სადღაც რომ ჩავარდება მოუსავლეთში რკინების საცოდავად აჭრიალების ხმების ფონზე, რომელსაც მოყვება ადგილობრივი მძღოლის სართულიანი დედის გინება მერიის მისამართით ან ჩამოსული სტუმრის გაოცებული დუმილი
ისევ გზებზე ბზარები იქნება მომატებული და მეტი არაფერი
ნუ ერთადერთი ცვლილება რაც იქნება ესაა ჭადრის ხეები იქნება გაზრდილი
უი არა უკაცრავად....ამ ხეებსაც პერიოდულად გადაჭრიან ხოლმე...ეგეც იგივე იქნება
ქვის ხანის ქალაქია რომელიც ''დაკონსერვებულია'' იდეალურად.. 2030 წლისთვის ისევ გრაფიკით იქნება წყალი
ისევ გოგი წულალაია იყვირებს
ქალაქის სავიზიტო ბარათი არგონავტებიდან მოყოლებული ისევ იქნება
ჯაჭვის ხიდი
თეთრი ხიდი
ბაგრატის ტაძარი
საღორიას ტყე
მდინარე რიონი თეთრი ქვებით
ისევ ნეპოტიზმის კუთხით თბილისიდან დანიშნული მეგრელი მერი ეყოლება რომელიც ყოველ 2 წელში პერიოდულად იცვლება....სხვა კუთხის წარმომავლობამ რა დააშავა არ ვიცი ერთხელ აჭარელიც გვაღირსონ ან კახელი თუ ამ იმერელის ზიზღი აქვთ და არ ნიშნავენ ....არ უყვართ მათ დანიშნულ მერებს ეს ქუთაისი და რას გადაეკიდნენ ამ ქალაქს
ისევ ქუთაისელი პერსპექტიული ახალგაზრდები თბილისსში გაიქცევიან და ეს უკანასკნელი ქალაქი ერთხელაც იქნება გასკდება ამდენი გაქცეული ლტოლვილების შეფარებით
This post has been edited by Mr Angry on 7 Aug 2018, 19:47