#53226106 · 8 Aug 2018, 00:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არმეძებოგმადლობ! ემიგრანტებიც ვახსენოთ. აწყვეტილი ღილები მოლოდინად ქცეულა ეს ლამაზი მთა - ველი, ითვლის, ითვლის რამდენი დარჩენილა ქართველი. ცხრა მთას იქით წასულან, მისი კოხტა შვილები, მონატრებულ სამშობლოს აწყვეტილი ღილები. სევდიანი ღიმილით, სხვაგან სთესენ სიკეთეს, ზოგიც გულდაწყვეტილი ბუდეს იქვე იკეთებს... როდის დაბრუნდებიან, დარდობს დედა - მშობელი, საყვარელი შვილების სევდიანი მხმობელი. გესმით? - ჩვენ გვეძახიან, გესმით? - მამულს ვჭირდებით, ისმის გადაძახილი აწყვეტილი ღილების. მოლოდინად ქცეულა, ეს ლამაზი მთა - ველი, ითვლის... ითვლის რამდენი დარჩენილა ქართველი.
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა, ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს!
ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე, გახსოვდეს, რომ შენ პატარა დაიბადე…
|