#53230041 · 8 Aug 2018, 20:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Mr Angry
QUOTE | იესო ქრისტესაც არ უდევნია ებრაელების მტრები და არ დაუსჯია ისინი, ცუდი არ უთქვია მათზე... სახარება წაკითხული გაქვთ? |
ებრაელების მტრებს დევნიდა განუკაცებელი იესუ ქრისტეც (იხ. ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლისა და სხვა ისტორიები) და ამხილებდა განკაცებული იესუ ქრისტეც: მაგალითად, ჰეროდე მეორეს, ანტიპად წოდებულს, ვისაც იესუს ნათლისმცემელი მრუშად აცხადებდა, მელას უწოდებს (იხ. ლუკა: 13,32); პილატე ჯვარმცმელს ეუბნება, _ შენზე დიდი ცოდვა იმას აქვს, ვინც ჩემი თავი შენ გადმოგცაო (იხ. იოანე: 19,11; ანუ იმას კი არ ეუბნება, უცოდველი და ბრძენი ხარო…).
QUOTE | ...ადამიანური ძალის იქეთ ვერ იყურებიან... |
QUOTE | მაგას რომ კომუნისტების დროს ღია პირდაპირი ბრძოლა დაეწყო როგორ ფიქრობთ ეკლესია დაზარალდებოდა თუ პირიქით? 1 კვირაში გააქრობდნენ და დანარჩენ ეკლესიებსაც დახურავდნენ, |
_ ეს ბოლო ციტატაა იმის მაგალითი, რასაც ,,ადამიანური ძალის იქით ვერგახედვაში“ გულისხმობთ.
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|