#53242632 · 11 Aug 2018, 08:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dega
| QUOTE | შენ ანსხვავებ რამეში 2008 წლის შემდგომ რუსეთს და აფხაზეთის ომის შემდგომ რუსეთს და საერთოდ ნებისმიერი დროის რუსეთს შორის??? 2008 წლამდე სხვა რუსეთი იყო?? როგორ ამიხსენი აბა |
ელცინის დროს არსებობდა იმედები ( თუ გნებავთ ილუზიები დაარქვით, მაგრამ არსებობდა), რომ რუსეთი დაადგებოდა ცივილიზებული კაცობრიობის გზას, რომ რუსეთში იყო ჯანსაღი ძალები, ვისთანაც შეიძლებოდა ლაპარაკი. ასეთი ხალხი მართლაც იყო, ვინც მაგალითად 9 აპრილის დღეებში სოლიდარობა გამოგვიცხადეს.
პუტინის მოსვლის შემდეგ ჯანსაღი რუსული საზოგადოება ფაქტობრივად აღარ არსებობს. ფუჭია არგუმენტი, რომ იქ მიდიან არა პუტინთან ცეკვა-თამაშისთვის, არამედ რაღაც ჯგუფებთან კულტურული ურთიერგაცვლისთვის და ურთიერთგაგების დასალაგებლად. კიდევ ის განსხვავებაა, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთმა ოფიციალურად დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ეხლა ყოველი ცეკვა-თამაში კრემლის კარზე აღიქმება, როგორც არსებული სტატუს-კვოს შეგუების ტენდენცია... ნეტავ რატომ მიწევს ამ ელემენტარულის წერა?
|