ზე გამახსენდა

ბათუმში ვიყავი, ივლისში
ორი ცალი ლავაში ვიყიდე ბებოს, თუ ბაბოს ლავაში, აღარ მახსოვს, კარგი'უპაკოვკით'
და ვდგავარ სალაროს რიგში
არადა შუქი არ არის და ეს მოლარეები საათია რაღაცას ჩიხლიფირთობენ.
ცხელა
ჰოდა დავიწყე ამ ლავაშით დანიავება, მარაოსავით
ამ დროს მესმის უკნიდან:
-ა, ეტოტ ლავაშ ნაშ (ვახ, ვფიქრობ ვინ ოხერია და რატოა ეს ჩემი არჩეული ლავაში ამისი)
მივტრიალდი და დამხვდა გაღმეჭილი ცოლ-ქმარი მეზობელი ქვეყნიდან
გასაგები იყო რა მუცლის გვრემაც ჰქონდათ და...გავუღიმე და ვუთხარი
-ნეტ, ეტოტ ლავაშ მოი, ნო ვაბშე ლავაშ ნაშ! (ვცდილობ ირონია არ დამეტყოს და ვაგრძელებ)
-ი ლავაშ ნაშ...
-ი ტოლმა ნაშ
-ი ხაჩაპური ნაშ...
-ი საცივი ნაშ...
-ი ხინკალი ნაშ...
-ი ჩურჩხელა ნაშ...
ძაან პირდაღებულები მიყურებენ
-ი აშოტ რუსტაველი ნაშ!
-ჰა ეს (თავისიანი ვგონივარ და მეკითხება ეჭვნარევად)
-კანეშნა (ვეუბნები და ვაგრძელებ)
-ი მიკელანჯელო ნაშ
-ი კარაიან ნაშ
-ი დარტანიან ნაშ
-ი კანჩელი ნაშ (ყანჩელიც იმიტომ გამახსენდა, რომ სადღაც ახალი წაკითხული მქონდა მაგათი რომ იყო)
-ი გლადიატორ ნაშ
-ვა, კაკოი გლადიატორ? სპარტაკ?(მე მგონი მაინც ვერ დავფარე ირონია და გავიყიდე)
-ნეტ, კაკ, კაკოი, ფილმ ნე სმატრელი? ტოტ გლადიატორ (თავს მიქნევს ორივე და თან ერთმანეთისკენ აპარებენ თვალებს)
-ამ დროს ჩემი რიგიც მოვიდა, ძაან საქმიანად ავფუცხუნდი, გადავიხადე, მოვუტრიალდი და თვალი ჩავუკარი
არა, ამ შეჩვენებულებს მთელი ბატალიონი ჩამოვუთვალე
არაფერზე და არავისზე პროტესტი არ გამოუთქვამთ და...
კაკო გლადიატორო?
და-ბა-და, და-ბა-და, და-ბა-და,და-ბა-და...
დაბა-და, დაბა...
დაბა-და, დაბა...