#53250509 · 12 Aug 2018, 21:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | საემიგრაციო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს ძალიან მიშვებულია |
კი, უნდა გადაიხედოს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებთან, რომლებთან ურთიერთობების გადახედვაც და აქედან გამომდინარე "გვერდითი მოვლენებიც", ნაკლებად ან საერთოდ არ გვაზარალებს. თუმცა იმავე თურქეთთან, გამარტივებული მიმოსვლა რისი შედეგია? იმისი რომ, ჩვენც გამარტივებული წესით ვაძლევთ მაგათ მოქალაქეებს აქ ჩამოსვლის და ცხოვრების საშუალებას. კარგი, გავამკაცრეთ თურქებთან საიმიგრაციო პოლიტიკა, შესაბამისად ისინიც გაამკაცრებენ და ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ? რა ალტერნატივას ვთავაზობთ იქ სამუშაოდ წასულ ხალხს? ან ევროპაში, თურქეთის გავლით მიმავალ ხალხს? ხომ ვხდებით, რომ იმავე ევროპა/აშშ-ს მიმართულებით, ჩვენი იმპორტიორებისთვის, ექსპორტიორებისთვის, გადამზიდავებისთვის თურქეთი არის სატრანსპორტო ჰაბი?
--------------------
ის ყველგანაა !
|