დავიწყოთ იმით, რომ ბიუჯეტში არის ასეთი ცნება: დაცული მუხლები, ამათ სეკვესტრი არ ეხება, და სანამ რამე ფული არსებობს, ჯერ ისინი უნდა დაფინანსდნენ.
ვიცით რა ეს, ახლა მივყვეთ დანარჩენს:
ფულს რომ ვერ დაბეჭდავს ყაჩაღების ბანდა, მოუწევთ შემდეგი:
1. თუ ვინმე ასესხებს ფულს, ისესხებენ. თავდაპირველად ალბათ ვინმე ასესხებს.
2. შეამცირებენ ბიუჯეტის იმ ხარჯებს, რომლებიც მთავრობის ხარჯების სახით არის ცნობილი: ავტომობილები, ოჯახის ავტომობილები, მივლინებები ბიზნეს კლასის ბილეთებით, რესტორნები, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები, შავი და თეთრი ჯიპები, თქვენ გააგრძელეთ, უსასრულოდ შეიძლება ჩამოთვლა.
3. შეამცირებენ იდიოტურ ხარჯებს, რომელიც სამთავრობო არ არის, მაგრამ ყოვლად იდიოტური და გაუმართლებელია: საპატრიარქოს 25 მილიონი, ფეხბურთის ფედერაციის 250 მილიონი(5 წლის მანძილზე) და ასე შემდეგ. ეგეც გააგრძელეთ, ესეც ბევრია.
4.თუ ამ დროის მანძილზე ვერ მოახერხეს და ვერ წამოსწიეს ქვეყანის ეკონომიკა წინ, საკუთარი ხელფასების შემცირებაც მოუწევთ, და მერე ალბათ საერთოდ დაიხურება სამთავრობო დაწესებულებები.
5. თუ შეამცირებენ ისეთ პუნქტებს, რომელიც საზოგადოებრივი დატვირთვის მატარებელია, საზოგადოება არჩევნებზე ან რიგგარეშე არჩევნებზე მიაბრძანებს მათ მთავრობიდან.
6. მოვა სხვა მთავრობა და ისინი გააუმჯობესებენ, თუ ვერა, იხ. პუნქტი 5.
ეხლა კი რა ხდება? ფული რომ არ არის, მიდიან ეროვნულ ბანკთან და მაქინაციების გზით, აი ეს სირი:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=364&did=23კომერციულ ბანკებს მისცემს სესხად ფულს, ისინი კი მთავრობას აძლევენ.
შედეგად გვაქვს წარმოუდგენელი იდიოტური ხარჯები და ინფლაცია.
საბოლოოდ კი ძვირდება პირველადი მოხმარების საგნები, ჩვეულებრივი ხალხი რასაც მოიხმარს ის, და აი ამათი კისრიდან აღებული ფულით ამბობენ, რომ ვითომ ეკონომიკა გაიზარდა.
ამიტომ, ევროზე ან დოლარზე გადასვლა გამოიწვევს 2 ძალიან მნიშვნელობან რამეს:
1. მთავრობას მოუწევს კარგად დაფიქრება და დათვლა
2. ეროვნული ბანკი გაუქმდება, ან მინიმუმ 2/3-ით შემცირდება, და დაკავდებიან მხოლოდ იმ საქმით, რითაც უნდა იყვნენ დაკავებული - ბანკების რეგულაციით.
ფული კი ჰაერიდან რომ აღარ ჩამოცვივდება, რომელიც საწყალი ხალხის გადასახდელია, იხეირებს ქვეყანა და პირველ რიგში ის საწყალი ხალხი.
არანაირი უკუჩვენება არ აქვს ლარის გაუქმებას. ვისაც არ მოსწონს - ახსნა არის ერთი - თვითონ აქვთ ჩაყოფილი ხელი ბიუჯეტში, ან ბიუჯეტის დაფინანსებულები არიან და უტვინო მთავრობის ხელში სეკვესტრში მოყოლის ეშინიათ, მაგრამ ასეთებისთვის გამომაფხიზლებელი ის უნდა იყოს, რომ უვარგისი მტავრობის ხელში მაინც იგივე მოუწევთ, შეიძლება ცოტა გვიან და უკვე გაკოტრებულ ქვეყანაში (აი ისეთში, 94-95-96 წლებში რომ იყო საქართველო)
ეს არის ჩაკეტილი წრე: ჯერ კუპონი იყო და შემოიღეს ლარი.
რომ გააბანძებენ ლარს, შემოიღებენ სხვა რაღაცას.
მერე იმას გააბანძებენ და ასე შემდეგ.
დოლარს ან ევროს ესენი ვერ გააბანძებენ და ქვეყანა დაისვენებს ინფლაციისგან. ასევე პროგნოზირებადი გახდება ყველაფერი.
რა თქმა უნდა, მთავრობას ეს არ უნდა, მაგრამ ხალხს კი უნდა უნდოდეს ამ ნაბიჯის უკიდურესად დადებითი და გამომაფხიზლებელი გავლენის გამო.
არ შეიძლება ქართველი ფინანსისტების ხელში და საქართველოს სინამდვილეში იყოს ლარი. ვიმეორებ, ეს იგივეა, მაიმუნს რომ ხელყუმბარა მისცე.
This post has been edited by bridgestone on 14 Aug 2018, 21:31