იტალიაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
იტალიაში, გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ იტალიის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ ედოარდო რიქსიმ განაცხადა.
აქამდე გავრცელებული და დადასტურებული ინფორმაციით, საუბარი იყო 11 დაღუპულზე. იტალიური მედიის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევამდე მას მეხი დაეცა.
აღნიშნული ხიდი 60-იან წლებში იყო აშენებული. მისი რეკონსტრუქცია კი 2016 წელს ჩატარდა. სოციალურ ქსელებში იტალიელი მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ხიდი არაერთხელ იყო შეკეთებული.
იტალიის შს მინისტრმა მატეო სალვინიმ სამინისტროში საგანგებო თათბირი დანიშნა. მისი თქმით, ის აკვირდება სიტუაციას. ინციდენტის ადგილზე იტალიის ტრანსპორტის მინისტრი იმყოფება, რომლის განცხადებითაც, მომხდარი „საზარელი ტრაგედიაა“.
[URL=http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/507970-italiashi-khidis-chamongrevis-shedegad-daghupultha-rickhvi-22-mde-
gaizarda.html]http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/50...e-gaizarda.html[/URL]
საგარეო საქმეთა სამინისტრო ხიდის ჩამონგრევის გამო იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. უწყება ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს, პარალელურად კი განმარტავს, რომ უბედური შემთხვევის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია არ დასრულებულა და ცნობას დაღუპულთა ან დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ჯერჯერობით არ ფლობენ.
„საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ:
დღეს, 14 აგვისტოს, დაახლოებით 11:30 სთ-ზე, შტორმის შედეგად, ქ. გენუაში ავტოსაგზაო ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო იმყოფება მუდმივ კონტაქტზე იტალიის შესაბამის უწყებებთან.
ადგილობრივი დროით 15:30 სთ-ის მონაცემებით, გარდაცვლილია 20, დაშავებულია 13 ადამიანი. იტალიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (Sala crisi) ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უბედური შემთხვევის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია არ დასრულებულა და ცნობას დაღუპულთა ან დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ ფლობენ.
ადგილზე მუშაობენ სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. დამხმარე ბრიგადები გენუაში ახლომდებარე ქალაქებიდანაც ჩავიდნენ. დღეს საღამოს გენუაში გაემგზავრება იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +39 333 8879123“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/5...-aqveynebs.html..............
This post has been edited by Choncxis mzera on 14 Aug 2018, 18:55