#53263034 · 15 Aug 2018, 12:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
001ge001
QUOTE | გუშნ იტალიური მეტლახი ვიყიდე 2.5 ლარით გაძვირებული
არადა დასაწყობებულებს როგორ აძვირებენ ესე უცბათ |
როგორ და მარტივად, როგორც აიწევს კურსი წევენ ფასს, არ აქვს მნიშვნელობა შემოსულია უკვე ქვეყანაში თუ არა, და სწორიცაა ბიზნესის მხრივ. მაგალითად იყიდე 100 ერთეული პროდუქცია 100$-ად 2.0 კურსზე და დაუმატე 20% ფასნამატი. გამოგივა 200 ლარს +40 ლარი ანუ 240 ლარად გაყიდე, იდეაში 40 ლარი მოგება დაგრჩა(ხარჯებს არ ვთვლი), ხოდა სანამ შენ ყიდიდი შემოსულ საქონელს კურსი ნელნელა 2.5 ავარდა. შენ ისევ იგივე ფასად ყიდი შემოტანილს და ფასი კურსს არ მიაყოლე. ეხლა გინდა რომ შემოიტანო ისევ 100 ერთეული იგივე საქონელი ისევ 100$-ად, მარა ჰოი საოცრებავ, კურსი 2.5-ზეა და 100$ რომ იყიდო უკვე 250 ლარი გინდა, ანუ 240 ლარიც თავის მოგებიანად აღარ გყოფნის რომ იყიდო და რომელ მოგებაზეა ლაპარაკი 10 ლარი იქით წააგე. ჰოდა მაგიტომ კურსი როგორც აიწევს შენც უნდა აწიო ფასი როდესაც ექსპორტით შემოსული საქონლით ვაჭრობ, წინააღმდეგ შემთხვევაში წაგებაში მიდიხარ
This post has been edited by Scharfschutze on 15 Aug 2018, 12:10
--------------------
https://www.youtube.com/playlist?list=FLwjoI-aua28WDtu9WS1CNHA
|