კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ იმპორტული პროდუქტის ფასების დინამიკა შეიძლება საერთოდ არ იყოს დამოკიდებული ლარი/დოლარის კურსის ზრდაზე, არამედ ექსპორტიორი ქვეყნის ვალუტის დოლართან კურსზე, ექსპორტიორი ქვეყნის ფასების დონეზე და იმ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე:
http://www.bm.ge/ka/article/bmge-is-eqsklu...acherebs-/27230"BM.GE-ის ექსკლუზივი: რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მუშაობას აჩერებს
BM.ge-ისთვის ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მუშაობას აჩერებს.
სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ღუმელი ერთ კვირაში გაჩერდება, მეორე კი - იანვრის დასაწყისში.
ასევე, bm.ge-ის სანდო წყაროს ცნობით, კომპანია სრულად მუშაობას მომავალი წლის 15 იანვარს შეწყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილს 2000 ადამიანი დაკარგავს.
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გაჩერების მიზეზად ირანიდან არმატურის დემპინგურ ფასად შემოტანა სახელდება, რაზეც კომპანიის მენეჯმენტი საჯაროდაც საუბრობდა.
Bm.ge ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „რუსთავის ფოლადსაც“ დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში, ჯერ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.
აღსანიშნავია, რომ სწორედ „რუსთავის ფოლადის“ მიერ ბაზრის დაცვის მექანიზმების არსებობის აუცილებლობაზე საუბრის შემდეგ დაიწყო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღებაზე აქტიურად მსჯელობა.
როგორც ცნობილია, კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2 წლის წინ მოამზადა, მაგრამ დოკუმენტის პარლამენტში ინიცირება, ჯერჯერობით, არ მომხდარა."
ფაქტია, რომ ჩვენი ეკონომიკის ამ დარგს და ზოგადად ქვეყანას ამ შემთხვევაში პრობლემა იმიტომ კი არ შეექმნა, რომ იმპორტის ფასები იზრდება - პირიქით, იმპორტირებული პროდუქტის დოლარშიც და ლარშიც ფასები რომ შემცირდა მათთვის კატასტროფულ დონეზე.
არ ვფიქრობ, რომ ირანიდან დემპინგი ხდება, ისევე როგორც ცემენტის იმპორტის შემთხვევაში. უბრალოდ ირანული ვალუტის მნიშვნელოვანმა გაუფასურებამ გამოიწვია ირანიდან იმპორტის დოლარში და შემდეგ ლარში ფასის ჩვენთან შემცირება, რამაც აგერ დახურვის პირას მიიყვანა ჩვენი ქარხნები, იმის გამო რომ ფასები შემცირდა იმპორტზე, იმდენად რომ ამან ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგვაყენა.
რთული წარმოსადგენი არ არის, რომ ყოფილიყო შესაძლებელი რამენაირი მექანიზმით და ლარი რომ არ აჰყოლოდა ჩვენი სავაჭრო პარტნიორი მეზობელი ქვეყნების დევალვაციების ტენდენციას, გაცილებით ადრე დადგებოდა ეს რისკები ამ დარგშიც და გაცილებით ბევრ დარგში მოხდებოდა იგივე კატასტროფა.
* * *
https://bpn.ge/biznesi/51029-rezonansiq-msk...html?lang=ka-GEაჰა, რას მოვესწარით - თვითონ რეზონანსი წერს - იმპორტი გაიაფდაო. აკი მთელი 4 წელი დაგვჩხაოდნენ იმპორტი გაუსაძლისად გაძვირდა დოლარის კურსის გამოო?
This post has been edited by შავლეგა on 6 Dec 2018, 22:39