შავლეგა
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4197
წევრი No.: 34758
რეგისტრ.: 12-May 07
|
#53799987 · 19 Nov 2018, 02:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ibo.
QUOTE | შავლეგა
QUOTE | მონიშნე ტექსტი, სად დავწერე "მაგარი უაზრობები" და მერე იყელყელავე. ტექსტის მოუნიშნავად რას მივხვდე, რაზე გიპასუხო? ყველაფერი უაზრობა გგონია და ფინთადაა შენი საქმე, თუ - რამე კონკერტულ უაზრობებს მიაგენი, ხომ უნდა ვიცოდე? |
იმხელა ტექსტები გეწერა რომ მომენიშნა მთელ გვერდს მონიშნული ტექსტი წაიღებდა.
|
ხოდა, მაგაშია საქმე, იმხელა ტექსტები რომ მქონდა და იმდენი პოსტი, ამიტომ უნდა მოგენიშნა სად "დავწერე" უაზრობები.
QUOTE | შინაარსით უნდა მიმხვდარიყავი რაზე დაგიწერე, პირველმა კურსელმა ეკონომისტმაც იცის რომ საწვავზე მოთხოვნა ელასტიურიაო |
სამწუხაროა, რომ პირდაპირ არ მიწერია სიტყვა "საქართველოში", თუმცა კონტექსტიდან გამომდინარე აუცილებლად ვგულისხმობდი საქართველოში ელასტიურობას. ცუდია თუ რომელიმე იუზერმა ვერ მიხვდა აი ამ ტექსტიდან (რასაც მოყვა ანას დაცინვა ჩემი მისამართით და პირველი კურსის ეკონომიკის არ ცოდნა):
QUOTE | 1. საწვავზე მოთხოვნა არის თუ არა ელასტიური?
მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტიც კი მიხვდება, რომ საწვავზე მოთხოვნა არის ელასტიური! ამას ჩვენი საკითარი თვალებით ვხედავთ!
გაიხედე გარეთ რა ხდება! გაიხედე რამდენი საცობია და რამდენი ავტომობილი აბსოლუტირად ყველგან, ქვა რომ ააგდო, ავტომობილს დაეცემა. გადაამოწმე ავტომობილების რაოდენობა, გადაამოწმე იმპორტირებილი საწვავის სტატისტიკა და შეადარე საწვავის ფასის დინამიკას რაც ვაჩვენე! გთხოვ, რადგან გაინტერესებს, ნახე ეს მონაცემები და თუ არ გეზარება გრაფიკულადაც დადე! |
ბუნებრივია, აქ ცალსახად ვგულისხმობდი საქართველოში საწვავის ფაქტობრივ ელასტიურობას ფასის შემცირების მიმართულებით, თანაც გრძელვადიან ელასტიურობას, როგორც თავადაც მეთანხმები, ვატყობ. ხოლო საბოლოო ჯამში ალბათ ცნობილია შენთვის რომ თვითონ ელასტიურობა დიდად არ მაინტერესებდა, უბრალოდ იმის თქმა მსურდა, რომ საწვავზე ფასის დოლარში და ლარში შემცირება იწვევდა საწვავზე მოთხოვნის იმგვარად ზრდას, რომ ზრდიდა მომხმარებელთა ჯამურ ხარჯებს ლარში და შესაბამისად - დოლარზე მოთხოვნასაც (სხვა თანაბარ პირობებში), რასაც გაუფასურება მოჰყვებოდა ბუნებრივად. თვითონ ელასტიურობა არავის არაფერში აინტერესებდა მანამდე, მათ შორის არც მე. როგორც ვხვდები, საერთოდ არ უნდა მეხსენებინა ელასტიურობა, ვინაიდან ბოლოს სიტყვაზე გამოკიდებასა და მარაზმში გადაიზარდა. მე ცალსახად ვგულისხმობ იმას, რომ პირველ კურსელმა ელასტიურობის კონცეპტის ცოდნით და ბაზარზე დაკვირვებით უნდა მიხვდეს მეთქი ამას. არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობდი, თუ რა წერია ეკონომიკური თეორიის წიგნებში მაგალითის სახით.
QUOTE | და ანას საწინააღმდეგო პოსტზე რომ გეწერა დიდი პოსტები მაგაზე მქონდა საუბარი... |
მერედა საიდან უნდა მივხვდე? მე ბევრი პოსტი მქონდა ბოლოს დაწერილი, ხოლო შენ ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენე. ამის მერე გინდა "მაგარი უაზრობები წერე" რეაქციის გარეშე გავატარო?
QUOTE | ყელყელაობას გაგიტარებ, როგორც ჩანს შენი სტილია ვინმე რამეში რომ არ დაგეთანხმება პირადულზე გადახვიდე და შეურაცხყოფა მიაყენო... კარგი დაგიციტირებ და კონკრეტულად გიპასუხებ და შენც მერე მასევე ქენი. |
ამ თემაში დიდ ხანს ვაქტიურობ, ძალიან ბევრი არ მეთანხმება და ბევრს არ ვეთანხმები, მაგრამ ვერსად ნახავ მე ვინმესთვის მიმეწეროს "პირველი კურსელის ეკონომიკა არ გცოდნია" და "მაგარი უაზრობები წერე", ვიმეორებ, არც ერთი იუზერისთვის, თუ თავად არ დაიწყო ჩემი დისკრედიტაცია, არასოდეს არ მიმიწერია არათუ მისი, მისი მოსაზრების შეურაცმხყოფელი სიტყვაც კი. ბოდიში ახლა, თუ სხვისი აზრის პატივისცემის უფრო მაღალი სტანდარტი მაქვს. არც მომავალში ვაპირებ, "უაზრობები წერეო" ასეთების მოსმენას, მართლა უაზრობა რომც იყოს.
QUOTE | QUOTE | ისევ მაგალითები მოგყავს თეორიებიდან.. ყველაზე დიდი უაზრობა სწორედ მაგ თეორიებში წარმოდგენილი მაგალითის პირდაპირ გადმოღებაა და არგუმენტად მოყვანა. თეორიაში ვერ ეწერება საქართველოში რა თვისებებისაა საწვავის ბაზარი. |
ეგ თეორიები ემპირიული კვლევებითაა გამყარებული. საქართველოში რატომ უნდა იყოს უფრო ელასტიური ვიდრე განვითარებულ ამერიკაში? ჩვენ უფრო განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვაქვს? ან იმ ფორუმელის წყაროზე რომ თქვი იდიოტებისააო, შენ თვითონ შენი პირადი "დაკვირვების" გარდა რაიმე სხვა უფრო სანდო წყარო მოიყვანე? სხვისას თუ იწუნებ შენ უკეთესი უნდა შესთავაზო, არა?
|
ელასტიურობა არის კონკრეტული ბაზრის ფაქტობრივი მონაცემი, ის არ არის საწვავის შინაგანი თვისება, მაგალითად ოქტანობის მსგავსი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის შეიძლება განსხვავებული იყოს საწვავის ფასის შემცირების მიმართულებით საქართველოს რეალობაში. მე ჩემი მოსაზრება მაქვს, რომ პირველი კურსელიც კი მიხვდება თუ საქართველოში X საქონლის ბაზარს დააკვირდება ბოლო წლებში, რომ ამ X საქონელზე მოთხოვნა ელასტიუროა. რა შუაშია რა დადგინდა X საქონელზე რომელიმე სხვა დიდ ან მდიდარ ქვეყანაში?
QUOTE | QUOTE | შეიძლება საწვავის ფასის ზრდისას მოთხოვნა არ შემცირდეს უფრო მეტად და აქ იყოს არაელასტიურობა. მაგრამ მე ფასის შემცირებაზე და მის ეფექტზე ვსაუბრობდი. ის რომ ფასის ზრდის მიმართ რაღაცა არაელასტიურია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოთხოვნა ფასის შემცირების მიმართულებითაც არაელასტიურია. გააჩნია ხომ სად ვიმყოფებით? |
კი გააჩნია სად ვიმყოფებით, მარა საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვაქვს კარგად მოწყობილი რომ ადვილად გადაეწყონ მომხმარებლები მანქანიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და პირიქით? ან რკინიგზაა განვითარებული ისე კარგად რომ გადაზიდვები საავტომობილოდან სარკინიგზოზე გადავიდეს მარტივად? ალტერნატივები საქართველოში უფრო ნაკლებია, ასე რომ ელასტიურობაც უფრო ნაკლები იქნება ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.
|
საზოგადოებრივი ტრანსპორტი კარგად რომ არ გვაქვს მოწყობილი, ზუსტად მაგიტომ გამოიწვია საწვავის ფასის შემცირებამ საწვავზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა. თორემ, კარგად რომ ყოფილიყო მოწყობილი, საწვავის ფასის შემცირებას უფრო დაბალი ეფექტი არ ექნებოდა მოხმარების ზრდაზე? საერთოდ არ მაინტერესებს არის თუ არა ფასები ელასტიური ზრდის მიმართულებით, ვინაიდან სულ თავიდანაც და მერეც გავიმეორე, რომ საუბარი მაქვს შემცირების მიმართულებაზე. აი, როგორ ავხსნა, ძალიან უხეში და აბსურდული შედარებაა, მაგრამ მსგავსის თქმა მინდა: ნარკოტიკებზე მოხმარება ფასის შემცირების მიმართულებით არის ელასტიური, ხოლო ფასის ზრდის მიმართულებით არა.
QUOTE | QUOTE | სრულიად შესაძლებელია რომ საწვავის ფასების შემცირებას ავტომობილების იმპორტი და საწვავის მოხმარების მკვეთრი ზრდა მოყვეს, მაგრამ შემცირებას ხომ არ მოყვება ავტომობილების ექსპორტი და საწვავის მოხმარების მკვეთრი შემცირება? ხომ არ გადავყრით ავტომობილებს? |
ჰო აი საქართველოში ავტომობილების იმპორტი საწვავის გაიაფების გამო ხდებოდა რა. ექსპორტი რატომ უნდა მოყვეს ან ავტომობილების გადაყრა, უბრალოდ გააჩერებ და წახვალ მეტროთი. ერთი კვლევა მანახე სად წერია, საქართველოში მანქანების იმპორტი საწვავის გაიაფების გამო გაიზარდაო... ადამიანი ყიდულობს მანქანას, იმიტომ რომ გახდა 18 წლის და მართვის უფლება მიიღო, ან მუშაობა დაიწყო და კრედიტის გამოტანა შეძლო, ან დანაზოგი გააკეთა, ან მანქანა დაუძველდა და ახალი უნდა... ერთი კაცი მანახე, ვინც მანქანა იმიტომ იყიდა, რომ საწვავი გაიაფდაო
|
როცა საუბარია გრძელვადიანი მოთხოვნის ზრდაზე, დიახ, 2.5 ლარი/ლიტრი ფასზე გაცილებით ნაკლები შეიძენს ავტომობილს ვიდრე 2.0 ლარი/ლიტრიზე. სწორედ ეს არის გრძელვადიანი ელასტიურობა. მაინცდამაინც საწვავს თვითონ ხომ არ უნდა სვავდეს ადამიანი არა? ცემენტზე ფასის შემცირება მოთხოვნას რომ გაზრდის, ეს ხომ იმიტომ მოხდება, რომ უფრო მეტი გადაწყვეტს მშენებლობას ხარჯების შემცირების გამო, ხოლო თვითონ მომრავლებული მშენებლობები ცემენტის მოთხოვნის პირდაპირი მტკიცებულება იქნება? რა არის აქ გაუგებარი?
QUOTE | QUOTE | გასაგებია, რომ ეკონომიკის წიგნში რაღაცა წავიკითხეთ, მაგრამ თეორია იმისთვის ხომ არ ვისწავლეთ, რომ პირდაპირ ავიღოთ რაც მაგალითები წერია თეორიაში და ისიც პრაქტიკულად მხოლოდ აშშ-ს ეკონომიკაზე? |
ეკონომიკის წიგნში რაც წავიკითხეთ და პროფესორები რასაც მოგვიყვნენ იმას არ უნდა ვენდოთ და შავლეგა რასაც წერს ფორუმზე იმას უნდა ვენდოთ ხო? ერთი წყარო მაინც დაგერთო... არანაირად მხოლოდ აშშ-ს ეკონომიკაზე არ საუბრობენ. ზოგადად არის საუბარი, კვლევებიც არ იქნება მარტო აშშ-ზე.
|
მერედა ვინ გეხვეწება, რომ შავლეგას უნდა ენდო? უბრალოდ მის აზრს პატივი ისევე უნდა სცეთ, როგორც შავლეგა სცემს სხვის აზრს. თუ არ მოგწონს, დაწერე საპირისპირო, თუ ბრაზდები რაღაცაზე - გაატარო და სიცილით არ უნდა გაიფხრიწო და მის რეპუტაციას შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო, "მაგარი უაზრობები წერეო" არ უნდა უთხრა. თუნდაც ჩემი აზრი რომ დავწერო და წყარო არ დავურთო, ამიტომ უნდა დამცინონ "ქომფლით იდიოტ'ს გაიდ"-ში მე-3 კლასელი ბავშვებისთვის დაწერილ არგუმენტების ფონზე? 99 პროცენტი ისე წერს აქ აზრს, არანაირ წყაროს არ დებს და ამიტომ ერთმანეთის დაცივნაში უნდა გავატაროთ ფორუმზე დრო?
QUOTE | QUOTE | მკლევარმა უნდა ადგეს და შეამოწმოს, მართლა არაელასტიურია თუ არა საწვავის მოთხოვნა მაგალითად ფასების შემცირებისას და უნდა შეამოწმოს მონაცემებით და დაკვირვებით და შემდეგ განაგრძოს ამ კვლევის შედეგის გამოყენება. |
მაგალითად ისე როგორც შენ ქენი ხო? საწვავი ელასტიურიაო, მერე ლონგ რანზე ვსაუბრობდიო, მერე საქართველოში სხვანაირადააო... თუ ზრდისას არაელასტიურია შემცირებისას რატომ არ უნდა იყოს არაელასტიური? საწვავის ფასი სულ ზემოთ ქვემოთ დარბის და ცალმხრივად რომ იყოს ელასტიური, გაფრინდებოდა მოთხოვნა ცაში... დადე ერთი შენ რომელი მკვლევარის მონაცემებს და დაკვირვებებს ეყრდნობი და გაგვანათლე ჩვენც
|
იხ. ზედა პასუხი. საწვავის იმპორტის მოცულობები (ლიტრებში) ვერ ვიპოვე ჯერ ამიტომ ვერ ვდებ. არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, მე ვიზუალური დაკვირვება მოვიტანე ყოველგვარი დაცინვის გარეშე, სხვამ რაღაცა, ზოგმა რაღაცა სისულელე თქვა, მაგრამ დაცინვა რაღაცა მარაზმი წყარო რომ იპოვე იმიტომ? სულაც საქართველოს მაგალითი რომ ეპოვნა, ამას სიცილით ფხრეწა და "პირველი კურსის ეკონომიკა არ იცი" უნდა მოყოლოდა?
QUOTE | QUOTE | არ გამოვა, აიღოს და დააბრეხვოს დასკვნა პირდაპირ და წყაროდ მენქიუს წიგნში წერიაო მიაწეროს. ნუ, შენ ეგ გამოგივიდა. |
ჰა? სადმე მეწერა ჩემს წყაროებზე რამე? მაგარი ღადაობაა რა, შენ დაწერე პირველმა ეკონომიკის პირველ კურსზე ისწავლება რომ საწვავზე მოთხოვნა არაელასტიურიაო, ეხლა კიდე მენქიუს წიგნში რაც წერია იმას იწუნებ. შენ თუ გგონია ეკონომიკის პირველ კურსზე სამეცნიერო კვლევები ისწავლება, მაშინ გონზე არ ხარ საერთოდ რა ისწავლება პირველ კურსზე... შენი ხსენებული მენქიუთი გადიან ზუსტად ბევრ უნივერსიტეტის პირველ კურსზე ეკონომიკის საფუძვლებს... შენს წყაროებს ველოდები, რომლებიც თუნდაც შენს გაქილიკებულ მენქიუზე მეტი იქნებიან აჰა ეს უცებ დაგუგლული ჰარვარდის რაღაც კვლევიდან ამონარიდი, სადაც სხვადასხვა პროდუქტის ელასტიურობების ნახვა შეგიძლია, საწვავზე როგორც შორთ რანში ასევე ლონგ რანში მოთხოვნა არის არაელასტიური
|
არ მგონია და არც მისწავლია პირველ კურსზე სამეცნიერო კვლევები, ასე რომ აზრზე ვარ. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამერიკაში რა ხდება, მას ვერ გამოვიყენებთ საქართველოს მაგალითად, ისევე როგორც ჩინეთს, თუმცა, რომც მოიტანო კულტურულად და დადო საქართველოში იგივე, დაგთანხმდები, მადლობელი ვიქნები პირიქით  QUOTE | QUOTE | ფასების და მოხმარების დინამიკა მაინც გვაჩვენე და მერე თქვი რომ უაზრობაა ჩემი დაწერილი. |
კვლევა უნდა ჩავატარო ეხლა საქართველოს ბაზარზე იმისთვის რომ დავამტკიცო 2ჯერ 2 რომ 4ია? შენ თვითონ ჩაატარე კვლევა და გვაჩვენე მაშინ რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში საწვავის მოხმარება ელასტიურია. ამერიკა არ გაწყობს კარგი, რომელი ქვეყანა შეედრება საქართველოს ის მითხარი და ვეცდები იმ ქვეყნისა მოგიძებნო... ჩინეთი გაწყობს?
|
არც ჩინეთს არ აქვს მნიშვნელობა, ისევე როგორც ამერიკას. თუმცა ჩემთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩემი რეაქციები მოყვა აზრის უპატივცემულობას და არა იმას, ელასტიურობა იყო თუ არა ისეთი ან ასეთი.
QUOTE | მიდი აბა ერთი შენ მაჩვენე რა ფასების და მოხმარების დინამიკა იყო და მიმახვედრე რომ საქართველო სხვებისგან განსხვადება და მანდ მოთხოვნა ელასტიურია |
ფასების დინამიკა ვნახე, ნავთობპროდუქტების ჯამური იმპორტი ლარებში ვნახე, მოხმარება ლიტრებში - ვერა, არადა, ამის მიახლოებით ანალიზს ლიტრებში მოხმარების მონაცემი უნდა. დანარჩენი - პოსტის ბოლოში. უფრო სხვა კუთხით განვიხილავ და შენი მოსაზრებაც საინტერესოა.
QUOTE | ჩემი აზრით ჯობია ადამიანმა ხანდახან უბრალოდ გაიღიმოს და აღიაროს რომ რაღაც არასწორი დაწერა, ვიდრე რაღაც უაზრობებით ეცადოს თავისი დაწერილი არასწორის გაპრავებას და ხალხზე ბოღმა ანთხიოს (ანას როგორც მისწერე იმაზე მაქვს საუბარი). |
"გაპრავება" რას ნიშნავს, შეგიძლია ამიხსნა? დღემდე ვერ მივხვდი ამ სიტყვის ზუსტ დანიშნულებას. ანუ, რაღაცის არ მჯერა და ვამტკიცებ? ვინმესგან დავალებული ვარ და რაღაცას ვამტკიცებ? მე თვითონ მჯერა ჩემ პონტში და ამას ვამტკიცებ? რას ეძახით "გაპრავებას"? რა ბოღმა, ვინ "ხალხზე"? ვინც დაიმსახურა, ის მიიღებს საკადრის პასუხს, სხვაგან სად ნახე რამე გადამცდარი დამეწეროს რომელიმე იუზერისთვის, თუ მანამდე ან დაცინვაზე, ან შეურაცხყოფაზე, ან უპატივცემულობაზე ან უაზრო ბრალდებების გამო არ ვპასუხობდი.
სამწუხაროა, რომ შენ და ანაც მოხვდით ამ გაუგებრობაში, არადა ჩემთვის ძალიან საინტერესოა ნებისმიერი არგუმენტირებული პასუხები ან პოლემიკა იმ თემაზე რაზეც აქ ძირითადად მიდის საუბარი. პირადად მე, თუ რომელიმე თქვენთაგანი ვერ მიხვდა, რომ რაც მომწერა ეს უპატივცემულობის გამოხატვა იყო (შენ გატყობ მეგობრის ხათრით დამადანაშაულე "მაგარი უაზრობების წერაში"), მე პირადად ბოდიშს ვიხდი ჩემს რეაქციაზე. თუმცა, როგორც ანასგან (სამწუხაროა, მანამდე რომ ვერ მივხვდი, რომ "ანა" ერქვა, ნამდვილად არ მექნებოდა ასეთი მძაფრი რეაქცია, თუმდაც დაცინვის გამო), ასევე შენგან მოწერილი წარმოადგენდა უპატივცემულობას და შესაბამისი რეაქციაც მქონდა.
QUOTE | QUOTE | რა გითხრა, აბა ტექსტი თუ არ მონიშნე, ვერ გავიგებ რას გულისხმობ და რატომ. თუ მპასუხობ, ისიც მონიშნე კონკრეტულად რაზე მპასუხობ. ინფლაცია ათას ბრუნვაში ვახსენე და რა გავიგო ახლა რაზე ამბობ. |
რა გაგება უნდა, სადაც ახსენე ინფლაცია და რა ბრუნვაშიც, არცერთგან კრედიტის გაძვირება მაგ ინფლაციაში გათვალისწინებული არ იყო (საბანკო მომსახურეობის საფასურის მიზერულ გათვალისწინებას თუ არ ჩავთვლით) მიუხედავად იმისა რომ დოლარში ნომინირებული კრედიტი საქართველოში ხშირად მოხმარებადი "პროდუქტია" და ხალხის ხელფასიდან დიდი ნაწილი მაგ კრედიტების გასტუმრებაში მიდის.
|
გასაგებია, რომ დოლარში ნომინირებული კრედიტი გაძვირდა და ამან სესხზე ხარჯების ზრდა გამოიწვია (და არა სამომხმარებლო კალათის, გარდა ირიბი ეფექტისა), თუმცა შენი პოზიცია ვერ გავიგე, კონკრეტულად რაზე უნდა გიპასუხო - ანუ, ფასების ზრდაც გამოიწვია ამან? ინფლაციას არასწორად ითვლიან არსებული მეთოდოლოგიით? თუ ინფლაციის დათვლის სხვა მეთოდოლოგია უნდა იყოს (საპროცენტო ხარჯის გაძვირების ჩათვლით)? ძირის გაძვირებაც? მთელ სესხების პორტფელზე უნდა იქნას დათვლილი თუ კონკრეტულად რომელ პორტფელზე? სხვა მეთოდოლოგია თუ იქნება თარგეთი თან არსებულ 3 პროცენტზე შენარჩუნდეს? ანუ, როგორც ხედავ ბევრნაირად მესმის ის თუ რატომ დამისვი კითხვა, იქნებ ჩემი რომელიმე პოსტი მონიშნო და შემდეგ გიპასუხებ. ან კითხვა ჩამოაყალიბრ უკეთესად.
QUOTE | QUOTE | გარდა ამისა, ამ დრომდე არც ერთი სტატისტიკური მონაცემის დასაბუთებული უარყობა არ მომხდარა არავის მიერ, არადა რამდენია ამით დაინტერესებული? ეს "მიჩენს ეჭვს", რომ სტატისტიკური მონაცემები სწორია. |
ვის მიერ უნდა მოხდეს? მაგალითი მოგიყვანე უმუშევრობაზე წერენ 14% არისო. შენ ან საქართველოში არ ცხოვრობ, ან კიდე ხალხთან არ გაქვს კონტაქტი თუ გგონია რომ 14% (ესპანეთზე დაბალი უმუშევრობა) არის მართლა უმუშევრობა. კვირაში 1 საათი ელიავაზე თუ წაიმუშავე მაგასაც დასაქმებულად ჩათვლიან, ვინც სოფელში 500 კვადრატულ მიწას გაჩიჩქნის იმიტომ რომ სამსახური არ აქვს და შიმშილით არ მოკვდეს იმასაც დასაქმებულად ჩაგითვლიან და დასვავენ 14% უმუშევრობის დონეს. მიდი და ედავე ის კაცი მიწას იმიტომ ჩიჩქნის რომ უმუშევარიაო... მასევე კაცმა არ იცის რას ითვლიან და როგორ ინფლაციაზე და სხვა პარამეტრებზე...
|
ყველაზე ხშირად ხდება ინფლაციის მაჩვენებლის ეჭვქვეშ დაყენება ხომ ასეა? შეგიძლია რომელიმე ინტერნეტწყარო ან რომელიმე სიუჟეტი ნახო სადაც შედარებაა გაკეთებული მაგალითად, ოცი დასახელების ძირითადი მოხმარების პროდუქტის ფასი ლარის დოლართან გაუფასურებამდე და ახლა? არადა რამდენჯერ გსმენია იმავე სიუჟეტებსა და სტატიებში, რომ ფასები კატასტროფულად გაიზარდა ან გაიზრდება. ამაშია საქმე, სრული სურეალიზმია ფასების ზრდის აღქმასთან დაკავშირებით და ეს აღქმა ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ დოლარის კურსის ტაბლოს და საწვავის ტაბლოს (რომელზეც უკვე ვაჩვენე, რომ აქციზის გამოა უფრო ძვირი 2012 წელთანშედარებით). აი ამას ვგულისხმობ რომ არათუ სრულფასოვანი კვლევა, ელემენტარული კვლევაც კი არ ჩაუტარებია, მაღაზიის მეპატრონისთვისთვისაც კი არ უკითხავს არც ერთ ჟურნალისტს რა ღირდა აი ეს 20 ნივთი მაიმც 2014 წელს. უმუშევრობასთნ დაკავშირებით, მოდი ერთ კითხვას დაგისვამ: შენ რამდენ ადამიანსაც იცნობ აქტიურად (მეგობრები, ნაცნობები, ნათესავები, სოფლად მცხოვრები, თანამშრომლები, კურსელები, ჯგუფელები, კლასელები), მათგან შრომისუნარიანებიდან (ბავშვები, პენსიონერები ამოიღე) რამდენი პროცენტია უმუშევარი? აქედან რამდენი ეძებს სამუშაოს? რამდენი ეძებს თვისი კვალიფიკაციის შესაფერის სამუშაოს? ეს ისე - ახალი თემა წამოვწიე, თორემ, წინა პოსტში უკვე დავწერე, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი უმუშევრობის შემცირების საჩვენებლად დავდე და არა უმუშევრობის კონკრეტული მაჩვენებლის ან მეთოდოლოგიის სისწორის სამტკიცებლად. ბუნებრივია, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ უმუშევრობის მეთოდოლოგია არის ყველაზე საკამათო არათუ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, ასე რომ უმუშევრობის დათვლის სირთულე არ ნიშნავს იმას, რომ ინფლაციის დათვლაც რთულია ან საშუალო ხელფასების, რომელსაც უამრავი ზუსტი წყარო აქვს. ზოგადად, სტატისტიკის დათვლის მეთოდოლოგიები გასაიდუმლოებული არ არის და დევს მაგის გაიდლაინებიც. ზოგადად, ჩემი აღქმით მიღებული გამოცდილება გაცილებით ახლოსაა სტატისტიკურ მონაცემებთან, ვიდრე დეზინფორმაციის უწყვეტი წყაროების მიერ გავრცელებულ წივილ-კივილთან. აქედან გამომდინარე, სტატისტიკურ მონაცემებს უფრო სანდოდ ვთვლი, ვიდრე მაგ წივილ-კივილს.  იმედი მაქვს ელასტიურობაზე აღარ გავაგრძელებთ უაზრო დავას, თუ რაიმე მიახლოებით მონაცემებს მოხმარებული საწვავის მოცულობაზე მაინც არ წარმოადგენს ვინმე. ესეც დაპირებული გრაფიკი, რომელიც მაინცდამაინც არ გამოდგება ელასტიურობაზე სასაუბროდ, მაგრამ საინტერესო ტენდენციებს აჩვენებს თვითონ საწვავზე დახარჯული თანხების ზრდის ლარის კურსის დოლართან გაუფასურების ეფექტებზე (ნუ პირიქითაც შეიძლება იყოს, ზუსტად თქმას ისევ საწვავის რაოდენობები სჭირდება), რაც გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ყბადაღებული ელასტიურობა: * * * წყარო: http://geostat.ge/cms/site_images/_files/g...0-2018-geo.xlsxhttps://gulf.ge/ge/fuel_prices?page=monthly_exchange_ratesgeo.xlsx * * * https://www.nbg.gov.ge/uploads/exchangerate...e_ratesgeo.xlsx This post has been edited by შავლეგა on 19 Nov 2018, 03:03
|