(Exclusive) ზუზუ ბეჟაშვილი - „ მე არ ვარ პრიანიკი, პეჩენია, რომ ყველას მოვწონდე“
16:45 03-26-20181596
РесурсFacebookTwitterGoogle+
image:
http://primetime.ge/uploads/news/03-2018/e...8e3f8_thumb.jpgკინოადამიანი ზაზა ბეჟაშვილი, იგივე, ზუზუ საზოგადოებაში დადებით ემოციას იწვევს. როგორია მისი ცხოვრების სტილი, ბავშობა, უარყოფითი თვისებები, რას ნანობს და როგორი ქალბატონები მოსწონს, ამ და სხვა საინტერესო ამბების შესახებ ზუზუ გულწრფელად საუბრობს.
„პრაიმტაიმმა“ მსახიობთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.
სახელი :- ზაზა
გვარი :- ბეჟაშვილი
ასაკი :- 40
ჰობი :- მინდოდა ყოველთვის სიმღერა, ბავშვობაშიც ვმღეროდი.
ზუზუს თავისუფალი დღე :- იმდენი თავისუფალი დღე დამიგროვდა, უკვე აღარ მომწონს. მიყვარს მარტო ყოფნა. ყველამ რომ დაკარგოს ჩემს მიმართ ინტერესი, მე არასდროს დავკარგავ ჩემს თავზე ინტერესს.
ბავშვობა :- ძალიან კარგად ვიხსენებ ბავშვობას. ვცხოვრობდი ორ უბანში, ვერაზე და დიღომში. ვერაზე, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი და ძალიან თბილად მახსენდება ეს გარემო, დრო. დიღმის მასივი ჩემი სკოლა, ჩემი კორპუსი. ძალიან ცუდი ბავშვი ვიყავი. მე რომ მყავდეს ჩემნაირი შვ ილი, აუცილებლად ვცემდი. (იცინის)
მოგონება, რომელიც დღესაც გაღიმებს :- არ მიყვარს წარსულში ქექვა, მაგრამ მაინც მახსენდება რამდენიმე. თუნდაც ახალგაზრდა დედა, მქონდა ოცნებები, რომლებსაც ახლა ვერ ავხსნი.
დაბრკოლება, რომლის გადალახვა გაგიჭირდა :- ძაან კომპლექსიანი ბავშვი ვიყავი. ჩემს თავზე ბევრი ვიმუშავე. ვფიქრობ, რომ დღეს, ცოტა საჭიროა მქონდეს კომპლექსი.
კომპლექსმა ხელი შეგიშალა პროფესიაში? :- ადამიანებთან კომუნიკაცია მიჭირდა, პირიქით, პროფესია დამეხმარა ამ პრობლემის გადალახვაში. მივხვდი, რომ იქ მოვხვდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი.
რას ნანობ? :- ძალიან ბევრ რამეს, დედას არ ვაწყენინებდი, ბევრ ჩემს მეგობარს.
რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში? :- პროფესიას დავიტოვებდი, უბრალოდ შევცვლიდი დამოკიდებულებას პროფესიისადმი, რაღაცეებში არ მივიღებდი მონაწილეობას.
მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდი? :- სასაცილო ეგ არის, ყოველთვის მინდოდა სიმღერა, მაგრამ ავირჩიე მსახიობობა. სკოლაც არ დავამთავრე, გავედი მეცხრე კლასიდან, ატესტატი არ მქონდა, მაგრამ მოვახერხე ღამის სკოლაში მევლო, ავიღე ატესტატი და ჩავაბარე თეატრალურში.
რამდენად ღირსეული მსახიობი ხარ :- ეგ სხვამ უნდა თქვას ალბათ, არ ვიცი.
საზოგადოების დამოკიდებულება შენს მიმართ :- გავდივარ გარეთ და ღიმილის, მოფერების მეტს ვერაფერს ვხედავ. ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ ჩემს მიმართ.
შენი დამოკიდებულება, საზოგადოების მიმართ :- კარგ მუხტს მაძლევენ, მე ძაან მიყვარს ჩემი ხალხი. მითუმეტეს, ერში რაღაც ხდება, რაც არ მომწონს. ვურჩევ ყველას, დაიოკონ გრძნობები.
ზუზუს დამახასიათებელი თვისება :- ამ ბოლო დროს ცოტა რამე მომწონს და ეგ ძაან ცუდია. მომწონს გადასაღები მოედანი, სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს.
როდესაც მარტო ხარ :- ძალიან ბევრს ვფიქრობ, ბევრ ინფორმაციას ვიღებ. წიგნებით, ინტერნეტით, ადამიანების ბიოგრაფიას ვეცნობი. მივხვდი, რომ სანერვიულო არაფერი მაქვს, ჩემზე ძალიან დიდ ადამიანებს აქვთ ჩემზე დიდი პრობლემები.
ვის, რის გამო ხარ ბედნიერი? :- მყავს დედა, ძალიან ბევრი ნაცნობი , მეგობრები და რაც მთავარია მაქვს პროფესია, რისი იმედიც მაქვს.
წონასწორობიდან შენი გამოყვანა შეუძლია :- „ტუპოი“ ადამიანებს. არადა პირიქით უნდა იყოს „ტუპოის“ არ უნდა აყვე, მაგრამ მე ასე არ შემიძლია.
რამდენად ზარმაცი ხარ :- არანაირად არ ვარ, როდესაც კარგ პროექტზე ვმუშაობ, არცერთი დღე არ ჩავარდნილა ჩემს გამო. არასდროს არ მბეზრდება გადაღება, არასდროს არ ვწუწუნებ. ზარმაცი ვარ სხვა რაღაცეებში, შეიძლება ვერ მივიდე რაღაცის გახსნაზე, ამოვიდა ყელში, ცოტა მეგოიმება (მაპატიეთ)
ამ წუთში რა, ვინ გინდა იყო? :- ვინც ვარ, უბრალოდ უკეთესი. სამუშაო მინდა, (იცინის) საავტორო ფილმი მინდა. შემოთავაზება მაქვს, ორი ფილმიდან, ერთი გერმანულია და მეორე ფრანგული.
შეგიძლია დათმო მაშინ :- დავთმობ ყველაფერს, როდესაც არის დასათმობი. კომპრომისი და დათმობა სხვადასხვა რამეა, სინდისის კომპრომისზე არასდროს არ წავალ.
7 მილიონი, რომ გქონდეს :- არ ვიცი, რადგან არ მაქვს (იცინის)
როდესაც გაკრიტიკებენ :- გააჩნია ვინ მაკრიტიკებს, თუმცა ნაკლებად მაკრიტიკებენ, ზოგადად კომენტარებს არ ვკითხულობ. კრიტიკას მე ჩემს თავში თვითონ ვხედავ, სანამ სხვა მეტყვის.
წინა ცხოვრებაში ვინ იყავი? :- მაგის არ მჯერა. „დეგენერატი“ ალბათ (იცინის)
რისი გრცხვენია? :- ძალიან ბევრი რამის, პასუხზე თავს შევიკავებ.
ალკოჰოლი, სექსი, ვნება :- ვსვამ ისე, როგორც ყველა. კლუბში, კაფეში. მქონია მომენტები, როდესაც დილიდან დამიწყია სმა, მაგრამ შევეშვი. სექსი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამე არის, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი არის არასექსუალური, ამასაც პოვნა უნდა. (იცინის) ვნება და სექსი რამ გაყო?!...
დამთვრალხარ ისე, რომ მეორე დღეს, სხვის საწოლში, უცხო ადამიანთან ერთად გაგიღვიძია :- ნახე ეხლა რეებს მეკითხება?! (იცინის) კი, გავიღვიძე ერთ დღეს ლოპოტაზე და გამოვიპარე, როგორ „პუტანკა“. ხშირად ყოფილა მსგავსი შემთხვევა.
ნარკოტიკი ეს არის? :- წუთიერი ბედნიერება, ვფიქრობ, რომ კომპლექსიან ადამიანს ეხმარება. თუმცა არის დამღუპველი. მე ბევრჯერ გამისინჯავს.
სექსი ურთიერთობას აფუჭებს? :- ურთიერთობას აკეთებს. (იცინის) გააჩნია სექსს, რაღაცეებზე უარს თუ ამბობენ, მაგალითად: ოოო, უფფფ, იქ არა, აქ არა, მაშინ აფუჭებს. (იცინის)
თქვენზე ამბობენ, რომ რაღაცნაირად უცნაური ხართ :- ვუპასუხებ ხალხს, მე არ ვარ პრიანიკი, პეჩენია, რომ ყველას მოვწონდე. უცნაური ნამდვილად არ ვარ, ვარ ძალიან ჩვეულებრივი, ნორმალური, ქართული, მომწონს ევროპულიც, არ მიყვარს რადიკალიზმი. ისეთი ვარ, როგორიც ვარ.
გადასაღებ მოედანზე როგორი ხარ? :- გადასარევი (იცინის) ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს, მაგრამ გადასაღებ მოედანზე, რომ მოვხვდე, ამისთვის „პიტალო“ ადამიანი არასდროს გავხდები.
რა როლზე იტყოდი უარს? :- არცერთზე, კარადასაც ვითამაშებ.
როდესმე როლში ჩარჩენილხარ ? :- არა, ეგ არ მქონია.
სექსი და ჭამა თუ ჭამა და სექსი? :- სექსი და ჭამა. სექსის შემდეგ ასწორებს, ჭამაც, სიგარეტის მოწევაც, სექსი კარგი რამეა.
„ჩემი ცოლის დაქალებმა“ რა მოგცა ცხოვრებაში? :- არაფერი, უბრალოდ ძააან გამიტყდებოდა, რომ არ ვყოფილიყავი ასეთ კარგ სერიალში.
„ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟი ნიკა, რამდენად გაქვს ზუზუს? :- არანაირად.
როგორი გოგოები მოგწონს? :- მე რა ვიცი, შეიძლება მომეწონოს კეხიანი ცხვირით, ლურჯი თვალებით, მომწონს ქარიზმატული ადამიანები.
ქალს, პირველად სად უყურებ? :- პირშიი? (იცინის) თავში, თვალებში, არ ვიცი, ყველგან.
ადამიანში, რა თვისებებს ანიჭებ უპირატესობას? :- ერთგულებას.
გწამს თუ არა ღმერთის? :- რა თქმა უნდა კი.
ურთიერთობა, როდესაც მთავრდება აგრძელებ თუ არა ყოფილთან უკონტაქტს? :- ძაან კარგი შეკითხვა დამისვი. არ ვიბუტები უბრალოდ ურთიერთობა აღარ მექნება. მიცდია, მაგრამ არ გამოსულა, თუ ურთიერთობა მთავრდება, რა აზრი აქვს მასთან კონტაქტს?! სულ ეს კითხვა მიჩნდება.
ურთიერთობა, რომელსაც დღეს ნანობ :- არ მაქვს ასეთი ურთიერთობა.
დღეს რა ხდება შენს პირადშ? :- ყოველთვის არის სიახლე. მე ეგოისტი ადამიანი ვარ ამას ვაღიარებ, ჩემი ცხოვრება ყოველთვის საინტრერესოა. ამას ვიქმნი თუ მიქმნიან, ეგ არ ვიცი.
„ტუსოვკების“ დიდი მოყვარული ხარ? :- ესე ამბობენ და რეალურად ეგრე არ არის. წამოვედი ერთ-ერთი კლუბიდან, სადაც ვმუშაობდი, სწორედ მაგიტომ, არ ვარ მოყვარული.
რამდენად ცვალებადი ხასიათი გაქვს? :- რავიცი ამბობენ, ჰოროსკოპიც ადასტურებს. მაქვს წიგნი, რომელსაც ხშირად ვკითხულობ და იქ ჩემს ზოდიაქოზე წერია, რომ ძალიან პატარა რაღაცას შეუძლია მაფიქრებინოს, რომ ყევლაფერი დამთავრდა და ძალიან მცირედს შეუძლიაა მაფიქრებინოს, რა სისულელეა, ყველაფერი ახლა იწყება.
ზოდიაქოთღი რა ხარ? :- ტყუპები.
გიყვარს აზარტული თამაშები? :- მიყვარს ძალიან, უბრალოდ ყველგან გავიშავე თავი, ერთი დავიტოვე მხოლოდ.
გითამაშია ტოტალიზატორში? :- მეზიზღება, ვერ ვერკვევი.
გჯერა სასწაულების? :- კი მჯერა. ადამიანი, როდესაც იბადები ეს უკვე სასწაულია. თუ გინდა დაიჯერო სასწაულის, წინ გაქვს რეალობა.
ბევრ ქვეყანაში ყოფილხარ?:- არაა, რამდენიმე ქვეყანაში მიმუშავია, აზერბაიჯანში, რუსეთში, ჰოლანდიაში, კიევში.
როგორია სამყარო? :- ხანდახან ძაან მკაცრია, ცუდად მექცებვა ხოლმე. სხვადასხვანაირია.
არ ფიქრობ ცოლის მოყვანაზე, შვილებზე, ტრადიციულ ოჯახზე ?:- არა!!! არ მინდა, ეხლა ცოლი და შვილები რომ მყავდეს, სულ გავგიჟდებოდი.
ტრადიცია, რომელიც მოგწონს/არ მოგწონს :- ტრადიციას თუ დავარქმევთ მომწონს და თუ სიბნელეში გადადის უკვე ეგ არა. მომწონს სტუმართ-მოყვარეობა, სადღეგრძელოც მომწონს, თუ ვიღაცამ არ გადამაშტერა და გადამალურჯა.
ჩემზე ამბობენ... :- რას არ ამობებ... მორფინისტები ამბობენ, მორფინისტიაო, ლოთები ამბობენ, ლოთიაო, პიდარასტები ამბობენ, პიდარასტიაო, არცერთი არარის სწორი. ვარ ზუზუ ბეჟაშვილი, თქვენი, მიყვარხართ ძალიან.
ხვალ, რომ ანტიქრისტეს შეხვდე, რას ეტყოდი? :- რა გაგვიტრაკე საქმეთქო. თუ შევძელი, შეიძლება შემეშინდეს.
სამომავლო გეგმები :- ადრე ვგეგმავდი, ეხლა არაფერს არ ვგეგმავ. ვარ ორ ფილმზე დამტკიცებული, ერთი გერმანულია მეორე ფრანგული.
რას ეტყოდი ჩვენს მკითხველს :- ვურჩევდი და ვთხოვდი, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს.
ავტორი : სესე კოპალეიშვილი
მამაკაცის საუკეთესო როლი - ზაზა ბეჟაშვილის წარმატება კვიპროსის კინოფესტივალზე
03:02 / 25-01-2012
Cinema, cinema... გაცოცხლდა ქართული ფილმი და ის არსებობს არა მარტო საქართველოს ფარგლებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. თვეში ერთი ან ორი ქართული ფილმის პრემიერა მაინც ტარდება, რეჟისორები იღებენ ფილმებს და მათ სხვადასხვა ფესტივალზე გზავნიან, ქართველ მსახიობებს იწვევენ სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორები, უცხოელი კომპანიები ჩამოდიან და საქართველოში იღებენ ჰოლივუდურ თუ ბოლივუდურ ფილმებს... ფილმი რომ კინოთეატრში გადის და აქტუალობას არ კარგავს ერთ, ორ თვეს კი არა, წლების განმავლობაში, ეს ნამდვილად კარგი ფილმია...
ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი ის მსახიობია, რომელმაც კვიპროსის მეექვსე საერთაშორისო კინოფესტივალზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფესტივალის მთავარი პრიზი დაიმსახურა.
ეს ფილმი ზუზუსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო - მის კარიერაში ყველაზე დიდი პროექტი. 2008 წელს დაიწყო ფილმ "განყოფილების" გადაღება. ჟანრი - მისტიკური დრამა. ეს ფილმი აზერბაიჯანელი რეჟისორის, ილგარ საფატის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, შესაბამისად, მსახიობსაც ძალიან დიდხანს ეძებდა და... საქართველოში ზუზუ ბეჟაშვილი აღმოაჩინა.
საინტერესო ფილმია, სადაც არ არის არც კეთილი პერსონაჟი, არც ბოროტი, მისტიკაც არის, გმირებიც დროში არიან არეულები... ფილმისთვის დაიწერა ორიგინალური მუსიკა, ორი წელი გაგრძელდა მონტაჟი და საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა, შრომამ შედეგი გამოიღო.
პრიზის მიღების შესახებ ზუზუმ უცნაურად შეიტყო - დაურეკა კინოპროდიუსერმა თიკო ყაჭიშვილმა, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში იყო ამ ფილმთან და უთხრა, მგონი ორ დღეში ძალიან მაგარ პრიზს მოგცემენო. როგორც აღმოჩნდა, თიკომ ორგანიზატორებს ჰკითხა, რატომ არ იყო ფესტივალზე ერთი ქართული ფილმი მაინც წარმოდგენილი, პასუხად კი მიიღო: ქართული ფილმი სამწუხაროდ, არ არის, მაგრამ აზერბაიჯანული ფილმია, რომლის შექმნაში ქართველებიც მონაწილეობდნენ და მთავარი როლის შემსრულებელს, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადავცემთ პრიზსო.
ფესტივალზე სულ წარმოდგენილი იყო 160 ფილმი, ამ ფილმებში იმდენი მსახიობია დაკავებული და მათ შორის ქართველი, რომ გამოირჩა და ოქროს აფროდიტე ერგო, უდავოდ დიდი წარმატებაა.
პრიზი ჯერ საქართველოში არ ჩამოუტანიათ, გზაშია და მალე ზუზუ უკვე ფიზიკურადაც გახდება მისი მფლობელი. პირველი ადგილი მან იტალიელ მსახიობთან გაიყო, ეს ყველაფერი მსახიობმა საიტიდან შეიტყო.
საამაყოა, როდესაც ხსნი ევროპის საკმაოდ მაღალი დონის ფესტივალის საიტს და იქ შენს სახელს და გვარს კითხულობ... როდესაც ეს მოხდა, ზუზუმ სიხარული, ემოცია ვერ გამოხატა, ოთახში ჩაიკეტა და ფიქრობდა, გაიაზრა წარმატება და ისიც, რომ მას პასუხისმგებლობა მოჰყვება, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო მილოცვები...
ეს წარმატება მისთვის სტიმულიც არის, შეემატა თავდაჯერებულობაც და მიხვდა, რომ სწორად იპოვა პერსონაჟი, სწორი ხერხი გამოიყენა, რაც მსახიობისთვის ყველაზე დიდი ჯილდოა.
ქეთი მიქანაძე
ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო.არ გაუმართლა...დასანანია...
ნათელში ამყოფოს!
https://www.viagrasansordonnancefr.com/acheter-sildenafil-sandoz/ - acheter sildenafil sandoz www.viagrasansordonnancefr.com