#53274000 · 17 Aug 2018, 14:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
koka77
QUOTE | რომელ ქვეყნებშია crawling-peg ან Crawling-Band-System, ნახე და მიხვდები რომ ეს ძალიან ცუდი რეჟიმებია და გაცილებით უფრო დიდ გაუფასურებას იღებ ვიდრე მცურავი კურსის დროს. ბელორუსიაა ამის კარგი მაგალითი |
ზოგადად ეგ სისტემები განვითარებადი ეკონომიკებისთვისაა კარგი და თავისთავად განვითარებულ ეკონომიკებს მაგ სიაში ვერ ნახავ. საქართველო რომელს მიეკუთვნება თავად გადაწყვიტე. ჩინეთზე რას იტყვი, მაგათაც ჰქონდათ ეგ სისტემა... გაცილებით უფრო დიდ გაუფასურებას ვერ მიიღებ ვიდრე მცურავისას თუ FX ფორვარდებით მართავ 3 ან 6 თვის ჰორიზონტით. ყოველი ახალი თვის დაწყებისას ბოლო FX ფორვარდს ეკონომიკური მოლოდინების შესაბამისად დასვავ. ანუ მოკლევადიანი FX რისკები გადმოდის ბიზნესიდან ცენტრალურ ბანკზე, რომელსაც უკეთ შეუძლია ამის მართვა. ცენტრალურ ბანკს შეუძლია ლარის სტაბილურად ცოტათი უფრო მეტად გაუფასურება და დოლარის რეზერვების დაგროვება, რითიც მერე რისკებს შეამცირებს.
QUOTE | ინვესტორები მცურავი კურსის ქვეყნებში შედიან, რადგან გრძლევადიანად კურსი ამ ქვეყნებშია ყველაზე სტაბილური. გრძლევადიანი კურსს უყურებს ინვესტორი და არა მოკლევადიანს. რომელი ინვესტორი შევა აზერბაიჯანში სადაც კურსი შეიძლება 50% ერთ დღეში გაუფასურდეს და მერე ასე დარჩეს? |
რანაირად, ინვესტორები შედიან იქ სადაც სტაბილური ეკონომიკური გარემოა მათ შორის გაცვლითი კურსიც. ამაზე შემიძლია ფეიფერებიც დაგიდო, აი მაგალითად ერთი უცებ დაგუგლული: http://www.scielo.br/pdf/ee/v44n3/05.pdf"The paper concludes that investment is greater in a regime that has some exchange rate control, such as the crawling peg regime."
|