ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟს 16-მა პირმა მიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, გამოძახებები გუშინ, 25 აგვისტოს და დღეს დილით დაფიქსირდა.
მათივე ინფორმაციით, გუშინ, აღნიშნული პირებიდან 5 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, დანარჩენებს კი სამედიცინო მომსახურება ადგილზე გაეწიათ.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოდან 3 პაციენტი გუშინვე გაეწერა, 2 მათგანი კი ისევ სტაციონარში რჩება და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაეწერებიან.
„ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 5 ეკიპაჟი, 2 რეანომობილი, გახსნილია 3 სამედიცინო პუნტი, ასევე 5 პირველადი სამედიცინო დახმარების ქვეითი ჯგუფია მობილიზებული, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას უზრუნველყოფენ“, - აღნიშნეს ჯანდაცვის სამინისტროში.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, არ აქვთ ინფორმაცია, კონკრეტულად რის გამო დასჭირდათ ფესტივალის მონაწილეებს სამედიცინო დახმარება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...adaiyvanes.htmlსამართალდამცველებმა ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით ირანის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები იმ დროს ამოიღეს, როდესაც ისინი ნარკოტიკულ საშაულებებს მუსიკალური ფესტივალის დროს ასაღებდნენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე დღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძებების შედეგად ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით ირანის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს: 1997 წელს დაბადებული ა. ღ, 1992 წელს დაბადებული მ. ზ. და 1992 წელს დაბადებული ჰ.
ფ. დანაშაული 6-დან 11 წალმდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები იმ დროს ამოიღეს, როდესაც ისინი ნარკოტიკულ საშაულებებს მუსიკალური ფესტივალის დროს ასაღებდნენ. ჰ.ფ.-ს და ა.დ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი პოლიციამ ასევე ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი გუშინაც დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ირანის 2 და საქართველოს 2 მოქალაქეა.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...i-daakaves.html
მე მომწონს მიშა, მაგრამ არ მომწონს მიშისტები, ისინი მას არ გვანან (c) ჩემით მოვიფიქრე