| QUOTE (SUPERTV @ 20 Aug 2018, 21:28 ) |
"შემოვიდა კულტურულად...კანალიზაცია - არა, ეს - არა, ის - არა.." - ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ისვენებს http://pirveliradio.ge/index.php?newsid=111044
ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად აბასთუმანში, სასტუმრო "აბასთუმანი რეზიდენსში" ისვენებს. ივანიშვილი კურორტზე ყოფნისას იქ არსებულ მდგომარეობასაც გაეცნო. როგორც სასტუმრო "აბასთუმნის" ხელმძღვანელი გენადი ენდელაძე ამბობს, ყოფილი პრემიერ მინისტრი ადგილობრივებს ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელებას დაჰპირდა:
"შემოვიდა კულტურულად, ადამიანურად. გადახედა, კანალიზაცია -არა, ეს -არა, ის-არა. ხალხს დაუძახა და თქვა რომ დასახმარებლად ვარ ჩამოსულიო. ჩამოიარა წყლის სანაპიროები...ყველა ობიექტს ნახულობს, ვის რა დახმარება სჭირდება, მეც მკითხა. თვითონ ნახა ყველაფერი. არ ვიცოდი. აბასთუმანი ასე ძალიან თუ იყო ჩამორჩენილი და აუცილებლად უნდა ვუშველოთო. გამგებელთან ერთად ყველაფერს წერენ და გეგმავენ. სპეციალურად ჩამოვიდა, რომ თავისი ხელი დაატყოს. ტელეფონში უთხრა ვიღაცას, სასწრაფოდ გაამზადეთ პროექტიო, მაგრამ ვის ესაუბრა, არ ვიცი" აცხადებს გენადი ენდელაძე.
ადგილობრივების ინფორმაციით, ივანიშვილმა ე.წ. არაზინდოს დასახლება და აბასთუმნის ობსერვატორიაც მოინახულა |
ტიტუ რაფრა მწარედ ტყუის ენდელაძის ბიჭი.
მე პირიქით მომიყვნენ ადგილობრივები. რომ შევჩივლეთ ჩვენი გასაჭირი, მხრები აიჩეჩა და რა ვქნა, რა გიშველოთ, მთელი ქვეყანა ასეთ დღეშია და ვერაფერს შეგპირდებითოოო.
ისე, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაწყებულია ცენტრში ძველი შენობების რესტავრაცია, ობსერვატორიაც განახლდება და საბაგიროც

ასე რომ ბიძომ ფშვიტ-ო