ზოგადად, აბორტი საშინელებაა. თუმცა აბორტამდე ადამიანი ძალიან ხშირად სწორედ მორალისტ გრუზინ "მართლმადიდებლებს" მიყავთ.
ბავშვმა მოიკლა ამასწინათ თავი, რომ მშობლებთან რაღაც მიმოწერის გამხელა ეშინოდა და წარმოგიდგენიათ, ოჯახისა და საზოგადოების მხრიდან რამხელა დარტყმის ქვეშ დგებიან ქორწინების გარეშე ჩასახული ბავშვების დედები? მითუმეტეს, თუ ახალგაზრდა, გამოუცდელი, უმუშევარი და სხვაზე დამოკიდებულია გოგო.
სწორედ ამ კონსერვატულად მოაზროვნე ღიპიანი ბიძიების და ჭორიკანა დედაკაცების სინდისზეა დედის მუცელში მოკლული მილიონობით ბავშვი, სწორედ მათ სინდისზე, ვინც სხვის ცხოვრებაში თავის ბინძურ ხელებს აფათურებს და ბოზის, ნაბიჭვრის და ათასნაირი იარლიყის მიკერებითაა დაკავებული.
აბორტი მკვლელობაა და ასაკრძალია (გარდა იმ შემთხვევისა, თუ დედის სიცოცხლეს ექმნება საფრთხე), თუმცა ასე უპრაგონოდ აკრძალვა რეალურად სიცოცხლის გადარჩენის ნაცვლად, უფრო მეტ სიცოცხლეს მოსპობს. პირველ რიგში მიზეზებს უნდა ვებრძოლოთ და მერე შედეგებს.
აკრძალვა უნდა იყოს ბოლო ნაბიჯი და მანამდე სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქალებს აბორტის გაკეთება არ დაჭირდეთ: სექსუალური განათლება ადრეული ასაკიდანვე, კონტრაცეპციის ხელმისაწვდომობა, საინფორმაციო კამპანიები ზემოთ ნახსენები ღიპიანი მუტრუკებისა და ჭორიკანა დედაკაცების წინააღმდეგ, ძალიან მაგარი ფინანსური, მორალური, სამედიცინო და იურიდიული მხარდაჭერა სახელმწიფოსგან მარტოხელა დედებს ან ხელმოკლე ოჯახებს, რომ აღარავინ იყოს ისეთი, ვინც უფულობის, სამსახურის დაკარგვის, ღია ცის ქვეშ დარჩენის და მსგავს რაღაცა შიშით გააპრავებს საკუთარი შვილის მკვლელობას.
+ სქესის დაბადებამდე გამჟღავნება გახდეს სისხლის სამართლის დანაშაული, რომ თავიდანვე გამოირიცხოს სელექციური აბორტები.
მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვსო, ამ დროს კი ფეხბურთის გუნდებში, ტაშ-ფანდურში, ვიღაცის ჯიპებში, ამ ჯიპოსნების ყავის მომდუღებლებში და ათას სირობაში ვხარჯავთ მილიონებს და გვჯერა, თითქოს პარტრიარქის ნათლულობა გამოგვისწორებს ამ კატასტროფულ დემოგრაფიულ მდგომარეობას.
ამაზე მაგარ (როგორც მორალური თვალსაზრისით მადლიან, ისე პრაგმატული სტრატეგიული თვალსაზრისით სახელმწიფოსათვის სასარგებლო) საქმეში, რაში უნდა ჩავდოთ ფული?
P.S. ეს ფუჩუ ფემინისტები კიდე ჩამოყალიბდით: თუ სელექციური აბორტი ცუდია და გენდერული დისკრიმინაციაა, გამოდის რომ ჩანასახიც ადამიანია და ე.ი. მკვლელობა, სქესის გამო იქნება თუ სხვა მიზეზით, საშინელებაა.
თუ აბორტი ქალის უფლებაა და ჩანასახი ადამიანი არაა და რასაც გინდა, იმას უზამ, მაშინ ქალს იმის უფლებაც აქვს, შვილის სქესი თავად აირჩიოს და არასასურველი სქესის ჩანასახს (რომელიც თქვენი აზრით ადამიანი არაა), რაც უნდა ის უქნას.
P.P.S. ვისაც ქორწინების გარეშე სექსი და ბავშვის ჩასახვა უფრო დიდ საშინელებად მიგაჩნიათ, ვიდრე საკუთარი შვილის საკუთარ მუცელში მკვლელობა, ავადმყოფები ხართ.

უსექსობისგან დატაჯნულო და სხვის პირად ცხოვრებაზე დაბოღმილო არარაობებო.
This post has been edited by Royal_Flash on 23 Aug 2018, 00:52