#53305828 · 23 Aug 2018, 17:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (nick_el_son @ 23 Aug 2018, 17:07 ) | ThatGuy
| QUOTE | | თავიდან ბოლომდე ეს ხაზი ჯდება 142 მილიონი ევრო |
კი მარა მხოლოდ ფული ხომ არაა? ისედაც ვიწრო და რაც მთავარია გადატვირთული ქუჩები გვაქვს, ამას კიდევ ტრამვაის ხაზებისთვის საჭირო სივრცე რომ გამოვაკლოთ, მივირებთ კიდევ უფრო უარეს საცობებს ან/და მანქანების შლიგინს ტრამვაის რელსებზე.
|
იმიტომ გვაქვს მანქანებით გადატვირთული გზები რომ სხვა ყველა სატრანსპორტო საშუალება ან გაუმართავია, ან ძალიან ნელია, ან მოუხერხებელია, ან არ მიდის დანიშნულ ადგილას.
ტრამვაის ექნება თავისი გამოყოფილი ზოლი, რომელიც გამოყოფილი იქნება სპეციალური ბარიერით, რომელსაც მანქანა უბრალოდ ვერ გადაკვეთს. ასეა ევროპულ ქალაქებში, მათ შორის ბუდაპეშტში, სადაც ტრამვაი ყველაზე მოსახერხებელ ტრანპორტადაა მიჩნეული. ამიტომაც ვამბობ სწორება ევროპაზე უნდა გავაკეთოთ და არა საბჭოთა დროის ნოსტალგიაზე-მეთქი.
და კიდევ ერთი როდესაც მძღოლი შეამჩნევს რომ საზოგადოებრივი ტრანპორტით ბევრად უფრო სწრაფად და იაფად მგზავრობს, ვიდრე მანქანით ან ტაქსით, მაშინ იგი გადაჯდება საზოგადოებრივ ტრანპორტზე და მანქანას მხოლოდ ქალაქგარეთ ან შორეულ დისტანციებზე გამოიყენებს ხოლმე, როგორც ეს ცივილიზებული ქვეყნების უმრავლესობაში ხდება.
დღეს სამარშუტო ტაქსში ჩაჯდომა, თუგინდ ყვითელ ავტობუსში ასვლა უდრის ჭყლეტვაში მოყოლას, ნელ სიარულს, ხშირ შემთხვევაში უხეშ მძღოლთან შეხებას და სხვა ამგვარ დამცირებას. კარგ ხასიათზე რომ იყო იმდეად მძიმე გარემოში ხვდები რომ ყველაფრის ხალისი გეკარგება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება უნდა იყოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ქვეყნისათვი.ს
--------------------
Georgia est pars integralis Europae! რუსეთის იმპერია კაცობრიობის ავთვისებიანი სიმსივნეა. მისი მხარდამჭერები კი მეტასტაზები არიან.
Amicus meus, inimicus inimici mei. მეგობარია ჩემი ის, ვინც ჩემს მტერს მტრობს.
|