და რა? უყურე ბოლომდე მაგ ვიდეოს? თავიდან ამბობენ, რომ ტყუის რუსთავი 2 და არანაირი 2 მილიონის დახარჯვა არ იგეგმებაო, მერე თქვეს, მარტო იტალიურ ფირმასთან არ გაფორმებულა კონტრაქტი, ასევე ფილიპსთანაც გაფორმდაო და ბოლოს-ეს 2 მილიონი თურმე მაინც დაიხარჯებაო, რადგან ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია ქალაქისთვისო, ოღონდ რაიმეს კი არ მოაკლდა, არამედ ,,2018 წლის ინფასტრუქტურული პროექტებიდან დაზოგილი თანხააო''. ანუ 2 მილიონი მაინც დაიხარჯება ეშმაკის ბორბლის განათებასა და საათის მონტაჟზე და ქალაქშიც ყველაფერი რიგზეა-არც ავარიული შენობებია თურმე, არც უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს და ტრანსპორტის მოძრაობაც მოწესრიგებულია.
ან იქნებ მე ვცდები და რაიმე ვერ გავიგე? მართლა გამიხარდებოდა, ასეთ უაზრობებში რომ არ ხარჯავდნენ ფულს, მაგრამ...
This post has been edited by vaska_06 on 25 Aug 2018, 11:38